დამტკიცებულია

შპს “სკოლა თამარიონი+”ის

დირექტორის __________ ბრძანებით

შპს სკოლა “თამარიონი+”ის

ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარების მექანიზმები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები 

1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს შპს “სკოლა “თამარიონი+”ის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების მექანიზმებს. 

2. შპს “სკოლა თამარიონი+  (შემდგომში „სკოლა“) თავის საქმიანობის ფარგლებში ხელმძღვანელობს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანების, „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის N40/ნ ბრძანების, „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის N1014 ბრძანების, „მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის N174/ნ ბრძანებისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. 

მუხლი 2. ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარების მექანიზმების მიზნები 

ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარების მექანიზმების შემოღებისა და განხორციელების მიზანია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, სკოლის მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა და არსებული კადრების პროფესიული დონის ამაღლება. 

მუხლი 3. ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარების მექანიზმების ამოცანები 

1. ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარების მექანიზმების ამოცანებია: 

1.1. სკოლის ადამიანური რესურსების მართვა; 

1.2. სკოლის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად დასაქმებულთა მუდმივი განვითარება მაღალკვალიფიციური და შესაბამისი კადრების შენარჩუნება/მომზადების მიზნით; 

1.3. სკოლის მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვისათვის აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვა, კადრების შერჩევის პროცესის ორგანიზება და მართვა; 

1.4. სკოლაში დასაქმებულთა პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ზრუნვა, ამ მხრივ ძირითადი საჭიროებების განსაზღვრა და შესატყვისი ღონისძიებების განხორციელება; 

1.5. დასაქმებულთა მოტივაციის და წახალისების სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელება; 

მუხლი 4. სწავლის ხარისხის ამაღლება 

1. მოსწავლეებში სწავლის ხარისხის ამაღლების მიზნით ხორციელდება: 

1.1. საგნების მიხედვით მოსწავლეთა საჭიროებების კვლევისათვის მასალის მომზადება; 

1.2. გამოკითხვების ჩატარება და შედეგების ანალიზი; 

1.3. ანალიზის საფუძველზე შიდა სასკოლო საფეხურის მიზნებისა და საგნობრივი სტანდარტების შემუშავება/რედაქტირებისათვის შეხვედრის ორგანიზება; 

1.4. პედაგოგთა შეხვედრების ორგანიზება მოსწავლეთა სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით პროგრამების შემუშავებისა და არსებული პროგრამების რედაქტირებისათვის. 

1.5. კათედრებს შორის გამოცდილების გაზიარება და სამუშაო შეხვედრების მოწყობა. 

მუხლი 5. ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარება 

1. ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარების მიზნით სკოლაში: 

1.1. ხორციელდება საკადრო ბაზის გაუმჯობესების, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის საჭირო ღონისძიებების ორგანიზება – ახალი თანამშრომლებისათვის ტარდება შეხვედრები ორგანიზაციული კულტურის, სკოლის მისიისა და მიზნების გასაცნობად, საჭიროებისამებრ თანამშრომლებისთვის ტარდება ორგანიზაციული შეხვედრები ელ. ჟურნალისა და სხვადასხვა საგაკვეთილო თუ სამუშაო პროცესში საჭირო პროგრამების გამოყენებაში (WORD, EXEL, POWER POINT და ა.შ). თანამშრომლებს პერმანენტულად ეგზავნებათ ინფორმაცია სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ, მათი პროფესიული განვითარებისათვის საჭირო ტრენინგ კურსების შესახებ. აქტიურად გამოიყენება სკოლის შიდა ადამიანური რესურსი – სკოლის დირექტორი, კათედრის ხელმძღვანელები, ტუტორები, რომლებიც ატარებენ შესაბამის ტრენინგებს. სკოლის ბიბლიოთეკა მომარაგებულია შესაბამისი პროფესიული ლიტერატურით, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 

1.2. ხორციელდება სკოლის სტრუქტურაში მოცემული თანამდებობების სისტემატიზაცია, პოზიციების შესაბამისის სამუშაო აღწერილობების შემუშავება და მათი განახლების უზრუნველყოფა; 

1.3. კეთდება ადამიანური რესურსის სტაბილურობის, აგრეთვე, დინამიკის სტატისტიკური ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციები; 

1.4. იგეგმება და ხორციელდება ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ემსახურება თანამშრომელთა გუნდური მუშაობის და მათ შორის არაფორმალური ურთიერთობების განვითარებას – იგეგმება და ტარდება სხვადასხვა თემატიკის კორპორაციული საღამოები, რომლებიც ხელს უწყობს თანამშრომელთა დაახლოებასა და არაფორმალური ურთიერთობების განვითარებას. 

1.5. ხდება კონსულტაციებისა და სადისკუსიო თემების განხილვის მიზნით კათედრის ხელმძღვანელებისა და ადმინისტრაციის შეხვედრების ორგანიზება საჭიოებისამებრ, , რომელზეც განიხილება მიმდინარე პერიოდში  მომხდარი და მიმდინარე აქტუალური საკითხები, მიმდინარე კვირის შეფასება, სამომავლო გეგმების დასახვა. 

მუხლი 6. ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარების მექანიზმების ხელმძღვანელობა 

1. ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარების მექანიზმების განხორციელებას ხელმძღვანელობს სკოლის დირექტორი; 

2. სკოლის დირექტორი სკოლის თანამშრომლებთან ეტაპობრივად ატარებს სამუშაო საკონსულტაციო შეხვედრებს თანამშრომლებთან; 

3. სკოლის დირექტორი და ადმინისტრაია მონაწილეობას იღებს თანამშრომელთა შერჩევასა და მათ პროფესიულ განვითარებაში. 

4. სკოლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას თანამშრომლებისთვის, სხვადახვა ტრენინგისა თუ ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით. 

6. სკოლის ადმინისტრაცია რეგულარულად აწვდის მასწავლებლებს ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით. 

მუხლი 7. ადამიანური რესურსების მართვა 

1. ადამიანური რესურსების განვითარება და მართვა ხორციელდება: 

1.1. სამუშაოს შესრულებაზე ორიენტირებული კადრების მოზიდვისა და შერჩევის აქტიური პროცესის განხორციელებით; 

1.2. საჭიროების შემთხვევაში, ხანგრძლივი და რელევანტური ტრენინგებისა და მართვის განვითარების აქტივობების დაგეგმვით; 

1.3. სახელფასო სისტემის, როგორც წახალისების გზით მოტივაციის გაზრდის, რეგულარული დახვეწის გზით; 

1.4. დასაქმებულთათვის საჭირო ინფორმაციის დროულად მიწოდების გზით; 

1.5. პოზიციების კატეგორიზაცია და მათზე მორგებული პროფესიული განვითარების კონცეფციის შემუშავებით: ტრენინგი, სწავლება, მონიტორინგი და ინდივიდუალური განვითარების გეგმა; 

1.6. იმგვარი გარემოს შექმნა, სადაც შესაძლებელია დიალოგი და კომუნიკაცია დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის. 

მუხლი 8. დასაქმებულთა პროფესიული განვითარება 

1. დასაქმებულთა პროფესიული განვითარების მიზნით სკოლა უფლებამოსილია: 

1.1. არსებობის შემთხვევაში, ჩაერთოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროგრამებსა და პროექტებში; 

1.2. უზრუნველყოს ამავე მუხლის 1.1. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სკოლაში დასაქმებულების აქტიურ მონაწილეობა; 

1.3. დასაქმებულის თანხმობით, უზრუნველყოს მისი მონაწილეობა პროფესიული და კარიერული განვითარების მიზნით ჩატარებულ ტრენინგებსა თუ სამუშაო შეხვედრებში; 

1.4. ხელს უწყობს მასწავლებელს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, რისთვისაც 6 წელიწადში ერთხელ, მასწავლებლის მოთხოვნის შესაბამისად, მისცემს ანაზღაურების გარეშე შვებულება 1 წლამდე ვადით, სამუშაო ადგილის შენარჩუნებით; 

მუხლი 9. სამუშაოს შესრულების ხარისხის მართვა 

ადამიანური რესურსების მართვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენს შესრულებული სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესება, რისთვისაც ხორციელდება სამუშაოს შესრულების ხარისხის მართვის პროცესი. აღნიშნული პროცესი ემსახურება დასაქმებულთა განვითარებასა და მათი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის ხელშეწყობას, შესაძლებელს ხდის დასაქმებულთა კვალიფიციურობის ანალიზს სამუშაოს ძირითად მოთხოვნებთან, დასახულ მიზნებსა და ამოცანებთან მიმართებაში. ავლენს სამუშაოს შესრულების ხარისხის განმაპირობებელ გარემოებებს და დასაქმებულთა პროფესიული განვითარების კუთხით დამატებით საჭიროებებს. 

მუხლი 10. პროფესიული განვითარება 

1. პროფესიული განვითარება ადამიანური რესურსების მართვის სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც მიზნად ისახავს ყველა თანამშრომლის, მათ შორის ადმინისტრაციის წევრების, პროფესიული ცოდნისა და უნარების გაღრმავებასა და გაუმჯობესებას. აღნიშნული გულისხმობს შემდეგ ეტაპებს: 

1.1. პროფესიული განვითარების მოთხოვნების იდენტიფიცირება სამუშაოს კატეგორიის, ცალკეული ფუნქციის, თანამდებობრივი მოთხოვნებისა და ინდივიდუალური საჭიროებების ანალიზის საფუძველზე; 

1.2. გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად სხვადასხვა ღონისძიების შერჩევა/დაგეგმვა; 

1.3. შესაბამისი კანდიდატების შერჩევა; 

1.4. მასწავლებელთა პროფესიული უნარ-ჩვევებისა და ცოდნის რეგულარული შეფასება. 

მუხლი 11. მასწავლებელთა პროფესიული უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეფასება 

1. მასწავლებელთა პროფესიული უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეფასებას ახორციელებს სკოლის შესაბამისი კათედრის ხელმძღავნელები და სასწავლო პროცესისა და ადმინისტრაციული საკითხების მენეჯერები ხარისხის მართვისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფის საქმიანობის ფარგლებში.

2. სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი:

2.1. სწავლების ხარისხის ამაღლებისა და მასწავლებელთა თვითრეფლექსიის მიზნით ახორციელებს საგაკვეთილო პროცესის მონიტორინგს; 

2.2. რეგულარულად ამოწმებს მასწავლებელთა პროფესიულ ცოდნასა და უნარებს; 

2.3. სასწავლო წლის განმავლობაში, შერჩევითობის პრინციპით, ესწრება გაკვეთილებს; 

2.4. პედაგოგთა საქმიანობის მონიტორინგსა და შეფასებას; 

მუხლი 12. მოტივაცია 

1. დასაქმებულის მოტივაციის ხარისხს განაპირობებს სკოლაში დამკვიდრებული გარემოს თავისებურებები (ორგანიზაციული კულტურა) და სამართლიანი, გამჭვირვალე და ობიექტური მართვის მექანიზმები, რომელთა მეშვეობით დასაქმებული გარანტირებულად მიიღებს პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას. ესენია: 

1.1. წახალისება – წახალისების ღონისძიებები განხორციელდება ობიექტური კრიტერიუმებისა და გამჭვირვალე პროცესის ფარგლებში, სადაც მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება სამუშაოს შესრულების ხარისხის შეფასების შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე. 

1.2. სოციალური კეთილდღეობა – სკოლა დაინტერესებულია, რომ დასაქმებულ პირებს ჰქონდეთ საშუალება იზრუნონ საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობასა და სოციალურ რეალიზაციაზე, რაც საჭიროებს ადეკვატურ ანაზღაურებასა და დახმარებას, რომელიც საკმარისია პირადი თუ ოჯახური კეთილდღეობის ძირითადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისად. 

მუხლი 13. დასკვნითი დებულებები  

1. შპს “სკოლა თამარიონი+”ის ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარების მექანიზმები მტკიცდება დირექტორის ბრძანებით. 

2. ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარების მექანიზმების შესახებ ნებისმიერი ცვლილების განხორციელება შესაძლოა მოხდეს სკოლის დირექტორის 

ბრძანებით.