განხილულია შპს “სკოლა თამარიონი+”-ის 

 პედაგოგიური საბჭოს 2024 წლის  10 აპრილის  N _1__ სხდომაზე

შპს “სკოლა თამარიონი+”-ის

სასკოლო სასწავლო გეგმა

2024-2025 სასწავლო წელი

სარჩევი:

ზოგადი დებულებები 4

სკოლის ფილოსოფია (მისია, ხედვა და ღირებულებები) 4

მისია 4

ხედვა 4

ღირებულებები 4

სწავლა-სწავლების მისია საფეხურების მიხედვით 5

სწავლა-სწავლების მიზნები 5

ძირითადი საგანმანათლებლო პრინციპები 7

ძირითადი მეთოდიკური ორიენტირები 8

სკოლის საერთო კულტურა 9

სკოლაში სამუშაო პირობები და სასწავლო დღის განრიგი 10

2024/2025 სასწავლო წლის კალენდარი 11

საათობრივი ბადე 11

განაყოფები 11

სასკოლო სახელმძღვანელოები 11

საგანმანათლებლო  რესურსები 12

საგნობრივი ჯგუფების ჩამონათვალი და აღწერა 12

საგნობრივი კათედრები 15

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული/გაუთვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების ჩამონათვალი და აღწერა 16

ღირებულებებზე მუშაობის სასკოლო ღონისძიებები 17

დამრიგებელი 17

მოსწავლის შეფასების სისტემა 19

გაცდენები 24

შინ სწავლება 25

შემაჯამებელი  დავალებების რაოდენობა 25

შეფასების ზოგადი სქემის ნიმუშები 25

ჟურნალი 25

ინკლუზიური განათლება 25

წლის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები 30

კლასგარეშე ღონისძიებები 30

მშობლებთან ურთიერთობა 30

უსაფრთხო გარემო 31

სასწავლო პროცესის მეთოდოლოდიური მრავალფეროვნება 31

მოსწავლის სწავლასთან დკავშირებული სირთულეების მართვა 32

უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარების თავისებურებანი 35

მოსწავლეთა სასკოლო ექსკურსიის შესახებ 37

დასკვნა 42

ზოგადი დებულებები

2023-2024 სასწავლო წლის შპს “სკოლა თამარიონი+-ის (შემდგომში „სკოლა“) სასკოლო სასწავლო გეგმა შედგენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის N40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე.

სკოლაში მიმდინარეობს 12 წლიანი ზოგადსაგანმანათლებლო სწავლება. სკოლა ზოგადი განათლების მიხედვით, არის სამსაფეხურიანი: დაწყებითი (I-VI კლასები), საბაზო (VII-IX კლასები) და საშუალო (X-XII კლასები).

 სასკოლო სასწავლო გეგმა გამომდინარეობს სკოლის მისიიდან, მასში მოცემულია მექანიზმები და სტრუქტურები, რომელიც ხელს უწყობს მისიაში დასახული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას. გეგმის შინაარსი ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმასა და განათლების ეროვნულ მიზნებს და ასახავს სკოლის ხედვას, პრობლემის გადაჭრის გზებს, ღირებულებებსა და ფასეულობებს, რომლითაც სკოლა ხელმძღვანელობს თავისი საქმიანობის პროცესში. 

სკოლის ფილოსოფია (მისია, ხედვა და ღირებულებები)

სკოლამ ახალი სასწავლო წლისთვის სასკოლო საზოგადოების ჩართულობით შეიმუშავა  მისია და მიისიიდან გამომდინარე შეიმუშავა სკოლის ხედვა. ასევე სასკოლო საზოგადოების ჩართულობით დადგინდა ღირებულებები, რომელთა დაცვითაც სკოლა განახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას. უფრო კონკრეტულად სკოლის მისიის, ხედვისა და ღირებულებების შემუშავების შესახებ აღწერილია სკოლის სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიაში.

მისია

_შპს “სკოლა თამარიონი+”-ის  (შემდგომში – სკოლა)  მისიაა ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში აღზარდოს ჰარმონიულად განვითარებული სწორი პროფესიული ორიენტაციის, გონებრივი შესაძლებლობის შესაბამისად განათლებული, საკუთარი და სამშობლოს მომავალზე ორიენტირებული ახალგაზრდა. სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეებს სწავლის სიყვარულისა და კრიტიკული უნარების გაძლიერებით მისცეს ისეთი განათლება, რომელიც საშუალებას მისცემს მათ გამოიყენონ თავიანთი სრული პოტენციალი აკადემიურად, სოციალურად და ემოციურად. 

ხედვა

სკოლის მისიიდან გამომდინარე, სკოლის ხედვაა__ჩვენი ხედვაა ვიყოთ საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც შთააგონებს კრეატიულობასა და ინოვაციას მოსწავლეს სწავლის ყველა ასპექტში. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ დინამიური და მიმზიდველი სასწავლო გარემო, რომელიც ამზადებს მოსწავლეებს გახდნენ გლობალური მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ ყველა უნარი და შესაძლებლობა 21-ე საუკუნის გამოწვევების დასაძლევად. 

ღირებულებები

სკოლის ღირებულებებია:  

-პატივისცემა;

-ეთიკური ქცევის დაცვა ყველა ურთიერთობისას;

-გუნდურობა და მხარდაჭერა;

-კრიტიკული აზროვნება;

-პასუხისმგებლობა;

-გარემოს დაცვა;

– სამოქალაქო ჩართულობა.

სწავლა-სწავლების მისია საფეხურების მიხედვით

დაწყებითი საფეხურის მისია

დაწყებითი საფეხურის მისიაა:

ა) საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა; 

ბ) საბაზისო უნარების – წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა; 

გ) სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის.

საბაზო საფეხურის მისია

საბაზო საფეხურის მისიაა საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძველების შექმნა განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის ან შრომითი საქმიანობისთვის.

საშუალო საფეხურის მისია 

საშუალო საფეხურის მისიაა:

ა) საგანთა გაღრმავებული სწავლების გზით სისტემური ცოდნის კონსტრუირება; 

ბ) მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად.

სწავლა-სწავლების მიზნები

1. სწავლა-სწავლების მიზნებია მოსწავლეს განუვითაროს შემდეგი გამჭოლი უნარები და ღირებულებები:

პრობლემების გადაჭრა

  • პრობლემის ამოცნობა, აღწერა და გაანალიზება;
  • პრობლემის გადაჭრის გზების ძიება, მათგან ყველაზე ეფექტურის შერჩევა.

კრიტიკული აზროვნება

  • ფაქტების, წარმოდგენების, მოსაზრებების კრიტიკულად განხილვა და გაანალიზება;
  • შეკითხვების ჩამოყალიბება და მათზე პასუხის ძიება;
  • არგუმენტირებულად მსჯელობა, ანუ საკუთარი მოსაზრებების  დასაბუთება შესაფერისი არგუმენტების, მაგალითების მოყვანით;
  • გონივრული არჩევანის გაკეთება და მისი დასაბუთება.

შემოქმედებითი აზროვნება

  • ჩანაფიქრის შემოქმედებითად განხორციელება;
  • ორიგინალური იდეების გამოვლენა და ხორცშესხმა; ახლის შექმნა;
  • დასმული პრობლემების გადასაჭრელად  არასტანდარტული გზების მოძიება;
  • სწრაფვა გარემოს გარდაქმნა-გაუმჯობესებისკენ;
  • გამოწვევების მიღება, სასკოლო საქმიანობაში გაბედული ნაბიჯების გადადგმა.

თანამშრომლობა

  • სამუშაოს თანასწორად განაწილება და შესრულება ჯგუფური/გუნდური მუშაობის დროს;
  • მზაობა ჯგუფში/გუნდში  სხვადასხვა ფუნქციის შესასრულებლად(მაგ., ლიდერის);
  • განსხვავებული იდეების, შეხედულებების კონსტრუქციულად განხილვა;
  • რესურსების, მოსაზრებების, ცოდნის გაზიარება  პრობლემათა ერთობლივად გადაჭრის,   გადაწყვეტილებათა  ერთობლივად მიღების მიზნით.

კომუნიკაცია

  • განცდილის, ნააზრევის მიტანა მსმენელამდე/მკითხველამდე, მათზე შთაბეჭდილების მოხდენა; 
  • ინფორმაციის გაზიარება საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისი ვერბალური და არავერბალური საშუალებების გამოყენებით;
  • სხვისი მოსმენისა და გაგების უნარი;
  • პიროვნული ღირსების გააზრებისა და დაფასების უნარი.

ეთიკა

  • ეთიკური ნორმების  დაცვა;
  • სოლიდარობის განცდა;
  • ემპათია;
  • განსხვავებულობის მიმღებლობა;
  • საკუთარ აქტივობაზე პასუხისმგებლობის გააზრება.

მეწარმეობა, ინიციატივების გამოვლენა და საქმედ ქცევა

  • სწავლა-სწავლების პროცესში ინტერესისა და ცნობისმოყვარეობის გამოვლენა;
  • ახალი იდეების, მიდგომების, შესაძლებლობების ძიება და მათი განხორციელება სწავლის გაუმჯობესების მიზნით;
  • მზაობა გამოწვევების მისაღებად, გაბედული ნაბიჯების გადასადგმელად.

დროსა და სივრცეში ორიენტირება

  • თანამედროვე რეალობის სივრცულ-დროით ჭრილში გააზრება და ინტერპრეტირება;
  • მულტიპერსპექტიული ხედვა დროითი და სივრცული ფაქტორების გათვალისწინებით.

კვლევა

  • კვლევითი ამოცანის, კვლევის პროცედურების, მონაცემების მოპოვების გზებისა და აღრიცხვის ფორმების განსაზღვრა; სათანადო რესურსების შერჩევა;
  • კვლევის ჩატარება, მონაცემების აღრიცხვა და სხვადასხვა ფორმით წარმოდგენა/ ორგანიზება;  
  • მონაცემების ანალიზი, არგუმენტირებული მსჯელობის საფუძველზე დასკვნების გამოტანა; კვლევის შედეგების შეფასება; 
  • კვლევითი სამუშაოების ჩატარების დროს ეთიკისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

სწავლის სწავლა  დამოუკიდებლად საქმიანობა

  • აქტივობის/დავალების  ღირებულების განსაზღვრა  –  მოსწავლემ უნდა დაინახოს,  რას შესძენს  აქტივობის შესრულება, რა პიროვნულ თუ სოციალურ სარგებელს მოუტანს მას;
  • აქტივობის/დავალების დაგეგმვა – მოთხოვნათა გააზრება და მის შესასრულებლად საჭირო ცოდნის განსაზღვრა; დავალების/აქტივობის მთავარი მიზნის განსაზღვრა; სამუშაოს წარმატებით შესრულების კრიტერიუმების დადგენა; განსახორციელებელი სამუშაოს ეტაპების გამოკვეთა; იმის განჭვრეტა, თუ რა გაუადვილდება, რა გაუძნელდება, რაში დასჭირდება დახმარება; სტრატეგიების მიზანშეწონილად შერჩევა სამუშაოს თითოეული ეტაპისათვის;
  • სწავლის პროცესის მონიტორინგი – დაფიქრება სწავლის პროცესზე, იმ პირობების და ფაქტორების ამოცნობა, რომლებიც ხელს უწყობს ან აფერხებს წინსვლას, სათანადო ზომების მიღება წინსვლის ხელშესაწყობად; თვითშეფასება ძლიერი და სუსტი მხარების დასადგენად, სუსტი მხარეების გასაძლიერებლად გზების დასახვა;
  • სოციოემოციური მართვა  – ნერვიულობის მინიმუმამდე დაყვანა, საჭიროებისამებრ, დახმარების თხოვნა, საკუთარ თავში  სიძნელეთა გადალახვის რესურსების პოვნა; შეცდომების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება და წინსვლის წყაროდ გამოყენება;
  • ცალკეული საქმიანობისთვის გამოყოფილი დროის ეფექტურად გამოყენება.

პასუხისმგებლობა

  • სასკოლო საქმიანობებში (სასკოლო ცხოვრებაში) ნაკისრი ვალდებულების შესრულება;
  • სამუშაოს დადგენილ ვადებში დასრულება და ჩაბარება;
  • საკუთარი ქცევის მართვა, საკუთარ ქცევებზე, სოციალურ აქტივობებზე  პასუხისმგებლობის აღება.

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება

  • ქსელური ძიება;
  • ინფორმაციის გავრცელება;
  • ელექტრონული  რესურსის მოძიება და გამოყენება სასწავლო პროცესში.

წიგნიერება

  • ზეპირი და წერითი მეტყველების გზით ინფორმაციის მიღების, დამუშავების, გააზრების, სისტემაში მოყვანის, გაანალიზება-ინტერპრეტირებისა და წარდგენა-გაზიარების უნარი.

2. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, სასკოლო სასწავლო გეგმაში ასევე გამოიყოფა შემდეგი პრიორიტეტული თემები:

ა) კულტურული მემკვიდრეობის დაცვა;

ბ) გარემოს დაცვა;

გ) ჯანსაღი ცხოვრება;

დ) სამოქალაქო უსაფრთხოება;

ე) კონფლიქტების მართვა;

დ) ფინანსური წიგნიერება;

ე) კულტურული მრავალფეროვნება.

თ) ადამიანის უფლებები.

ძირითადი საგანმანათლებლო პრინციპები

1. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, სასკოლო სასწავლო გეგმა ეფუძნება პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებულ კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო კონცეფციას და განსაზღვრავს ხუთ ძირითად საგანმანათლებლო პრინციპს, რომლებსაც უნდა დაეყრდნოს სწავლა-სწავლების პროცესი. ეს პრინციპებია:

ა) სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას. მიღებული ინფორმაცია ცოდნად გარდაიქმნება მოსწავლის მიერ მისი აქტიური დამუშავების შედეგად. მოსწავლე მიწოდებული ინფორმაციიდან გამოარჩევს ცოდნის შენებისთვის (კონსტრუირებისთვის) მნიშვნელოვან ელემენტებს და ცოდნად გარდაქმნის შერჩეულ ინფორმაციას სხვადასხვა სააზროვნო ოპერაციის განხორციელების საფუძველზე. 

ბ) სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით. ინფორმაციის დამუშავება და ცოდნად გარდაქმნა წინარე ცოდნის საშუალებით ხორციელდება. წინარე ცოდნა განაპირობებს იმას, თუ მიწოდებული ინფორმაციიდან რა კომპონენტებს მიაქცევს ყურადღებას მოსწავლე და რის სწავლას შეძლებს იგი. 

გ) სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას და ორგანიზებას. მეხსიერებაში ცოდნათა ურთიერთდაკავშირება და ორგანიზება ზრდის გააზრების, დამახსოვრებისა და ცოდნის ფუნქციური გამოყენების შესაძლებლობებს. 

დ) სწავლა-სწავლება უნდა უზრუნველყოფდეს სწავლის სტრატეგიების დაუფლებას (სწავლის სწავლა). სწავლის პროცესში მართებული ხერხებისა და მიდგომების გამოყენება წარმატებული სწავლის განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს. კონკრეტული მიზნის მისაღწევად განსახორციელებელ ქმედებათა გააზრებულად, გაცნობიერებულად დაგეგმვა და კოორდინირება ზრდის მოსწავლის ქმედობაუნარიანობას, ეხმარება მას მიზნის ეფექტიანად მიღწევასა და სიძნელეთა გადალახვაში. აქედან გამომდინარე, მასწავლებელი ვალდებულია დააფიქროს მოსწავლე იმ ხერხებსა თუ მიდგომებზე, რომლებსაც იგი გამოიყენებს მიზნის მისაღწევად და დაეხმაროს მათ შორის, საუკეთესოს აღმოჩენაში.

ე) სწავლა-სწავლება უნდა მოიცავდეს ცოდნის სამივე კატეგორიას: დეკლარატიულს, პროცედურულსა და პირობისეულს. 

ე.ა) დეკლარატიული ცოდნა სტატიკური ხასიათისაა. იგი გულისხმობს თეორიების, ფაქტების, წესების ცოდნას და პასუხობს კითხვას: რა ვიცი?

ე.ბ) პროცედურული ცოდნა დინამიკურია და იძლევა ცოდნის რეალიზების საშუალებას. პროცედურული ცოდნა პასუხობს კითხვას: როგორ გავაკეთო/როგორ შევასრულო?

ე.გ) პირობისეული ცოდნა დინამიკურია და გულისხმობს პირობების, ანუ არსებითი ნიშან-თვისებების ამოცნობას. იგი უზრუნველყოფს სხვადასხვა კონტექსტში ცოდნის ადეკვატურად გამოყენებას და პასუხობს კითხვას: როდის და/ან რატომ გამოვიყენო ეს ცოდნა?

ძირითადი მეთოდიკური ორიენტირები

მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა

ა) ყველა მოსწავლე არის უნიკალური თავისი ინდივიდუალური ფიზიკური და ფსიქიკური მახასიათებლებით, შესაძლებლობებით, ემოციებით, ინტერესებით, პირადი გამოცდილებით, აკადემიური საჭიროებებით და სწავლის სტილით, რაც გათვალისწინებულია სწავლა-სწავლების დროს; 

ბ) სწავლა  მიმდინარეობს პოზიტიურ და მოწესრიგებულ გარემოში, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პოზიტიურ ურთიერთობებსა და ინტერაქციას, სადაც მოსწავლე არის დაფასებული, აღიარებული და მასწავლებელთან ერთად არის პასუხისმგებელი საკუთარ სწავლასა და განვითარებაზე. 

სწავლა-სწავლების პროცესში თანასწორუფლებიანობის დაცვა

სწავლა-სწავლების პროცესში თანასწორუფლებიანობის დაცვის მიზნით:

ა) დაუშვებელია მოსწავლეების განაწილება კლასებში აკადემიური მოსწრების მიხედვით; 

ბ) განვითარების თანაბარი შესაძლებლობის მისაცემად, სკოლა მოსწავლეებს უზრუნველყფს მრავალფეროვანი სასწავლო პროცესით – ინდივიდუალური მიდგომისას სხვადასხვა მეთოდის, სტრატეგიის, პრობლემათა გადაჭრის გზებისა თუ აქტივობათა ტიპების გამოყენებით. 

სიღრმისეული სწავლება 

სკოლა უზრუნველყოფს სიღრმისეული სწავლებას: სასწავლო მასალის ეტაპობრივად და მრავალმხრივად მიწოდებას, ახალი საკითხების, ცნებების საფუძვლიანად და განსხვავებულ კონტექსტებში განხილვას, საგანთაშორისი კავშირების გამოვლენასა და საერთო ასპექტების დამუშავებას. 

მოსწავლის მოტივაციის გაზრდა

სკოლა ორიენტირებულია მოსწავლის მოტივაციის გაზრდაზე. მოსწავლე უნდა ხედავდეს დავალების მიზანს, მის საჭიროებას, კავშირს სკოლაში მიმდინარე საქმიანობასა და სკოლის გარეთ მიმდინარე ცხოვრებას შორის.

დისციპლინა

სკოლამ  უვითარებს მოსწავლეებს საკუთარი მოვალეობების გააზრების და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უნარ-ჩვევებს. ამავე დროს, სკოლამ უზრუნველყოფს მშვიდი და საქმიანი გარემოს შექმნას. 

მოსწავლეთა ჩართულობა

მასწავლებელმა უზრუნველყოფს მოსწავლეთა თანაბარ ჩართულობას სასწავლო პროცესში. მოსწავლეები არა მხოლოდ აქტიურად მონაწილეობენ განათლების მიღების პროცესში, ასევე საშუალება აქვთ ერთმანეთს დაეხმარონ და მონაწილეობა მიიღონ თანატოლების სწავლა-სწავლების პროცესშიც.

სკოლის საერთო კულტურა

1. სკოლა საგნების სწავლა-სწავლების, სასკოლო პროექტების, სპორტული, სახელოვნებო და საკლუბო აქტივობების (მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების ჩართულობით) საშუალებით ხელს  უწყობს:

ა) ურთიერთპატივისცემის, შემწყნარებლობისა და თანასწორობის დამკვიდრებას მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს შორის განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა.

ბ) სკოლის საზოგადოების წევრებისთვის შემოქმედებითი და თანამშრომლობითი გარემოს შექმნას;

გ) მოსწავლეთა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარებასა და სამოქალაქო ჩართულობას; 

დ) ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას – ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა და მათ დაცვაზე ზრუნვა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს. იგი ხელს უწყობს პატრიოტი, პასუხისმგებლობიანი მოქალაქის აღზრდას. ამის გათვალისწინებით სკოლის საერთო კულტურა მოსწავლეს გამოუმუშავებს პატივისცემის გრძნობა და მზრუნველი დამოკიდებულება ადამიანის მიერ წარსულსა და აწმყოში შექმნილი მატერიალური თუ არამატერიალური კულტურის (ტრადიციების, ფასეულობების, სხვ.) ნიმუშების მიმართ; გაააზრებინოს, რომ მომავალი სწორედ ამ მემკვიდრეობას უნდა დაეფუძნოს;

ე) კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებისა და ტოლერანტობის დამკვიდრებას – შემწყნარებლობა (ტოლერანტობა) გულისხმობს ქვეყანასა თუ მსოფლიოში არსებული მრავალფეროვნების მიმღებლობასა და პატივისცემას, რაც ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს. სკოლის საერთო კულტურა ხელს უწყობს მოზარდს იმის გააზრებაში, რომ ყოველი ადამიანი წარმოადგენს გარკვეული ენის, კულტურის, ტრადიციის მატარებელ ინდივიდს, რომელსაც თავისი უნიკალური წვლილის შეტანა შეუძლია ქვეყნისა თუ საზოგადოების წინსვლაში. ეს სტიმულს მისცემს მოზარდის სრულფასოვან განვითარებას და დაეხმარება მას კულტურათშორისი დიალოგის წარმართვაში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;

ვ) ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და უსაფრთხოების დაცვას – ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის ფიზიკური და ფსიქიკური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, რათა საფრთხე არ შეუქმნას საკუთარ და სხვათა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. ამის გათვალისწინებით სკოლის საერთო კულტურა მოსწავლეს ეხმარება თავიდან აირიდოს ნეგატიური ფაქტორების ზემოქმედება, გააცნობიეროს ჯანსაღი ცხოვრების არსი (ზომიერება ყველაფერში, გაკაჟება, სწორი კვება, ცხოვრების რაციონალური რეჟიმი, რისკების თავიდან აცილება, მავნე ჩვევებზე უარის თქმა და სხვ.) და გაიაზროს მისი მნიშვნელობა; 

ზ) გარემოსდაცვით განათლებას მდგრადი განვითარებისთვის – ეს არის მიდგომა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვას გარემოსდაცვით კონტექსტზე დაფუძნებით. ის გულისხმობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ჩამოყალიბების ხელშეწყობას დედამიწის, როგორც საერთო სასიცოცხლო სივრცის, მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად. ამის გათვალისწინებით სკოლის საერთო კულტურა (ფარული კურიკულუმი) მოსწავლეს უბიძგებს გააცნობიეროს პირადი და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გარემოში მიმდინარე პროცესების მიმართ, გაიაზროს მდგრადი 

განვითარების მნიშვნელობა, ჩამოუყალიბოს სწორი დამოკიდებულება გარემოს მიმართ, გაუჩნდეს გარემოს დაცვასა და მის აღდგენასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების სურვილი;

თ) კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზების სწავლებას – კონფლიქტი ცხოვრების განუყოფელ ნაწილია. სკოლაში ხშირად კონფლიქტის თანმდევი პროცესია ძალადობაც (ბულინგი). ამის გათვალისწინებით, სკოლის საერთო კულტურა  უწყობს ფიზიკური თუ ფსიქიკური ძალადობის ფენომენის გააზრებას, ძალადობასა და კონფლიქტს შორის არსებული განსხვავებების გაცნობიერებასა და კონფლიქტების არაძალადობრივი მეთოდებით გადაჭრის გზების სწავლებას;

ი) სამეწარმეო უნარების განვითარებას და ინიციატივების წახალისებას – მეწარმეობა არის ინდივიდის უნარი იდეები აქციოს საქმედ. ის მოიცავს როგორც შემოქმედებითი მიდგომის, ინოვაციისა და რისკის, ასევე დასახული მიზნის მისაღწევად დაგეგმვისა და პროექტების მართვის უნარს. მეწარმეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სასკოლო თემის ცხოვრებაში მოსწავლეთა აქტიური ჩართვისთვის. მეწარმეობის საფუძვლების გათავისება მოსწავლისთვის ფართო ასპარეზია ინოვაციური იდეებიის დაგეგმვის, განვითარებისა და განხორციელებისთვის. იგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარია, რომლის მქონე თითოეული ინდივიდი ავტომატურად ხდება საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობი, რაც მისი მოქალაქეობრივი მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების ზრდასაც განაპირობებს. ამის გათვალისწინებით, სკოლის საერთო კულტურა სასკოლო საზოგადოების წევრებს აძლევს საკუთარი ინიციატივების რეალიზებისა და თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას. 

სკოლაში სამუშაო პირობები და სასწავლო დღის განრიგი

სკოლა  ზოგადსაგანმანათლებლო  პროცესს  ახორციელებს  დაწყებით (I – VI), საბაზო (VII – IX)  და საშუალო (X – XII) საფეხურის კლასებში.                          

სასწავლო წელი ითვალისწინებს ორ  (2) სემესტრს.    

სასწავლო წელს 2 სემესტრად ჰყოფს ზამთრის არდადეგები

1. სასწავლო წელი იწყება 15 სექტემბერს 

2. I-XI კლასისთვის სულ 35  სასწავლო კვირა. I-XI კლასისთვის სწავლა სრულდება  14 ივნისს.

3. XII კლასისთვის სულ 32  სასწავლო კვირა. XII კლასისთვის სწავლა სრულდება 20 მაისს.

სასწავლო კვირა ხუთდღიანია. საჭიროების შემთხვევაში, დაიშვება კვირაში ექვსდღიანი სწავლება. კერძოდ, ექვსდღიანი სწავლება დაიშვება თუ: 

ა) გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო სკოლაში გაცდება სასწავლო დღე/დღეები. 

ბ) ობიექტური მიზეზების გამო სკოლა მიზანშეწონილად მიიჩნევს კვირის რომელიმე დღე განსაზღვროს დასვენების დღედ 

სკოლა სწავლას იწყებს დილის 9:00 საათზე. ტექ.პერსონალი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პედაგოგები ვალდებულნი არიან პირველი გაკვეთილის დაწყებამდე 15 წუთით ადრე გამოცხადდნენ სკოლაში.

გაკვეთილის ხანგძლივობა I-XII კლასებისთვის არის 40 წუთი.

გაკვეთილებს შორის დასვენება არის 5 წუთი,დიდი დასვენება-10 წუთი.

სკოლაში სწავლა  მიმდინარეობს ორ ცვლაში

გაკვეთილების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით შესაძლებელია დაშვებულ იქნეს გამონაკლისი, როდესაც სკოლამ, შესაძლოა, ხანმოკლე ვადით შეცვალოს გაკვეთილების ხანგრძლივობა შემდეგ შემთხვევებში:

ა) ექსტრემალური პირობების დროს (ყინვა, განსაკუთრებული სიცხეები და ა.შ.) შეამციროს მაქსიმუმ 10 წუთით;

ბ) სხვადასხვა სასკოლო ღონისძიების ჩატარების დროს გაზარდოს მაქსიმუმ 10 წუთით.

გაკვეთილების განრიგი დასწრებითი სწავლებისას ( I-XII კლ)

გაკვეთილიდაწყებადასრულება
109.0009.40
209.4510.25
310.3511.15
411.2012.00
512.0512.45
612.5013.30
მეორე ცვლა
114.00 14.40
214.45 15.25
315.3516.15
416.2017.00
517.0517.45
617.5018.30
718.3515

2024/2025 სასწავლო წლის კალენდარი

2024/25 სასწავლო წლის კალენდარი დანართის სახით ერთვის სასკოლო სასწავლო გეგმას (იხ. დანართი 1)

საათობრივი ბადე

სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულია კვირეული და წლიური საათობრივი დატვირთვა დაწყებითი საფეხურისთვის და საბაზო-საშუალო საფეხურებისთვის.   (იხ. დანართი 2)

სასკოლო სახელმძღვანელოები

2024/25 სასწავლო წელს სასკოლო სახელმძღვანელოებია კათედრების მიერ შერჩეული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები. სასკოლო სახელმძღვანელოების ნუსხა დანართის სახით თან ერთვის სასკოლო სასწავლო გეგმას (იხ. დანართი 3).

სკოლაში სახელმძღვანელოების შერჩევა ხორციელდება შემდეგი პრინციპით:

1. სახელმძღვანელოებს არჩევენ საგნის მასწავლებლები, სამინისტროს მიერ გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოთა სიიდან. შესაძლებელია სკოლამ, სამინისტროს ნებართვით, კონკრეტულ კლასში ან/და საგანში გამოიყენოს ისეთი სახელმძღვანელო, რომელსაც არ აქვს გრიფი მინიჭებული.

2. სკოლის თითოეული კლასის ყველა განაყოფში და პარალელურ კლასებში სწავლება მიმდინარეობს ერთი და იმავე სახელმძღვანელოთი, გარდა უცხოური ენებისა, სადაც სწავლება შესაძლოა მიმდინარეობდეს გრიფირებული სახელმძღვანელოებით დონეების შესაბამისად.

3.დამატებით-დამხმარე მასალას არჩევს შესაბამისი კათედრა, კლასებისა და საგნების მიხედვით;

4. საგნობრივი კათედრების მიერ შერჩეულ სახელმძღვანელოთა ნუსხას განიხილავს პედაგოგიური საბჭო, სასკოლო სასწავლო გეგმის შემადგენლობაში და ამტკიცებს სკოლის დირექტორი;

5. არჩეული სახელმძღვანელოების სია მშობლებისა და ყველა დაინტერესებული პირისათვის გამოიკვრება  თვალსაჩინო ადგილას, სასწავლო წლის დაწყებამდე არანაკლებ 1 კვირით ადრე, კერძოდ, სკოლის შენობის I სართულის ფოიეში. 

საგანმანათლებლო  რესურსები

საგანმანათლებლო    რესურსების  მართვა

  1.  სკოლა, სასწავლო პროცესში გამოიყენებს  მრავალფეროვან  საგანმანათლებლო რესურსს,   როგორც  მასწავლებლებისათვის,  ასევე მოსწავლეებისათვის. 
  2. სკოლა უზრუნველყოფს სკოლაში არსებული საგანმანათლებლო რესურსის (ბიბლიოთეკა, კომპიუტერები, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიები; რუკები, პლაკატები და სხვ.) ხელმისაწვდომობას  მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის. 

საგანმანათლებლო   რესურსების  ტიპები:

  1. გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები; 
  2. დამხმარე ლიტერატურა (სამეცნიერო, მეთოდური);
  3. საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსები;
  4. დამატებითი საგანმანათლებლო რესურსები;
  5. სხვადასხვა სახის თვალსაჩინოებები (რუკები, პლაკატები, მოდელები და სხვ.); 
  6. სკოლისგარეშე საგანმანათლებლო რესურსები: (ისტორიული ძეგლები, მუზეუმები, თეატრი, ბუნებრივი გარემო და სხვ). 
  7. დაფები,  პროექტორები, საბუნებისმეტყველო  ლაბორატორია, კომპიუტერები, ჭადრაკის დაფები,  ბიბლიოთე.
  8. Power Point-ის პრეზენტაციები, სლაიდები
  9. ანიმაციური ფილმები
  10. ფლეშ–ბარათები,  DVD,  CD,  USB Flash Drive.

საგნობრივი ჯგუფების ჩამონათვალი და აღწერა

სასწავლო საგნებში გამოიყოფა რვა ძირითადი ჯგუფი:

ა) სახელმწიფო ენა;

ბ) მათემატიკა;  

გ) უცხოური ენები;

დ) საზოგადოებრივი მეცნიერებები;

ე) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

ვ) ტექნოლოგიები;

ზ) ესთეტიკური აღზრდა;

თ) სპორტი.

2. საგნობრივი ჯგუფები, საგნობრივი კომპეტენციების მიხედვით, მოიცავს როგორც სავალდებულო, ისე არჩევით საგნებს. 

3. საგნობრივი ჯგუფები აერთიანებს მომიჯნავე დისციპლინებს. 

4. საგნობრივ ჯგუფებში შემავალი საგნები ისწავლება სავალდებულო და/ან არჩევითი სახით სკოლაში სწავლების სამივე საფეხურზე.

5. დაწყებით საფეხურზე საგნებს შორის ინტეგრაციის ხარისხი გაცილებით მაღალია, ვიდრე საბაზო და საშუალო საფეხურებზე, სადაც საგნები უფრო  სპეციალიზებულად ისწავლება.დაწყებით საფეხურზე სხვადასხვა საგანს ერთი და იგივე მასწავლებელი ასწავლის. 

     საგნობრივი ჯგუფები შეიცავს მსგავსი მიზნებისა და შესწავლის სფეროების მქონე საგნებს. თითოეული საგნობრივი ჯგუფი ისწავლება მოსწავლის მრავალმხრივი განვითარების უზრუნველსაყოფად. აზროვნების განვითარების კვალდაკვალ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, უფრო დაწვრილებით გაეცნონ და შეისწავლონ სამყაროში მიმდინარე მოვლენები, ღრმად გაიაზრონ და აქტიურად ჩაებან საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 

სახელმწიფო ენა – ქართული ენა და ლიტერატურა

  1. სახელმწიფო ენის საგნობრივ ჯგუფს განეკუთვნება სავალდებულო საგანი:

ა) ქართული ენა და ლიტერატურა (ისწავლება I-XII კლასებში);

  1. სახელმწიფო ენის შესწავლა მოზარდს  უვითარებს  ძირითადი საკომუნიკაციო უნარებს  (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) საქართველოს სახელმწიფო ენაზე. ამ ჯგუფში შემავალი საგნის შესწავლის მიზანია მოსწავლეებში მხატვრული ნაწარმოების ესთეტიკური აღქმისა და შეფასების, საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოხატვის, კითხვისა და სხვადასხვა შინაარსის ტექსტების შექმნის უნარის განვითარება; ლიტერატურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემის გრძნობის აღძვრა; მოსწავლეთა წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურის განვითარება.

მათემატიკა

  1. მათემატიკის საგნობრივ ჯგუფს განეკუთვნება სავალდებულო საგანი მათემატიკა (ისწავლება I-XII კლასებში) და ჭადრაკი (ისწავლება I-IV კლასებში)
  2. მათემატიკის და ჭადრაკის სწავლების ძირითადი მიზანია მოზარდში ანალიტიკური, ლოგიკური, სისტემური და სიმბოლური აზროვნებისა და კვლევის უნარ-ჩვევის გამომუშავება. ამ საგნების სწავლა მოსწავლეს შესძენს იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც მას დაეხმარება ცხოვრებისეული პრაქტიკული პრობლემების გადაჭრაში.

უცხოური ენები

1. უცხოური ენების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები: 

ა) პირველი უცხოური ენა – ინგლისური ენა (ისწავლება I-XII კლასებში);

ბ) მეორე უცხოური ენა – (III–X კლასებში).  

2. პირველი კლასიდან სავალდებულოა ინგლისური ენის სწავლება.

3. პირველი უცხოური ენის სწავლება იწყება პირველი კლასიდან, ხოლო მეორე უცხოური ენის – III კლასიდან . სკოლა მინიმუმ ორ უცხოურ ენას სთავაზობს მოსწავლეებს ასარჩევად. 

4. უცხოური ენების სწავლება  მოსწავლეს უვითარებს სახელმწიფო ენასთან ერთად სულ მცირე ორ ენაზე კომუნიკაციის უნარს. 

5. უცხოური ენების საგნობრივი ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მოსწავლეებმა შეძლონ წერილობითი და ზეპირი ფორმით კომუნიკაცია უცხოურ ენებზე. ყველა სხვა საგნობრივი ჯგუფის მსგავსად, ძირითადი ყურადღება ექცევა შეძენილი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარის განვითარებას. 

საზოგადოებრივი მეცნიერებები

1.საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები: 

ა) მე და საზოგადოება (ისწავლება III-IV კლასებში);

ბ) ჩვენი საქართველო (ისწავლება V-VI კლასებში);

გ) ისტორია (მოიცავს საგანს „ისტორია“ და ისწავლება VII-XII კლასებში და საგანს „საქართველოს ისტორია“ და ისწავლება X-XII კლასებში);

დ) გეოგრაფია (მოიცავს საქართველოს და მსოფლიოს გეოგრაფიას და ისწავლება VII-XII კლასებში);

ე) სამოქალაქო განათლება (მოიცავს საგან „მოქალაქეობას“ – VII-XII კლასები და სავალდებულო პროექტებით სწავლება – X-XI კლასები).

2. საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივი ჯგუფის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ინფორმირებული, აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის აღზრდას; მიაწოდოს მოსწავლეს ინფორმაცია მშობლიური გარემოს შესახებ; დაეხმაროს მას, განსაზღვროს მშობლიური ქვეყნის ადგილი მსოფლიო ისტორიულ და გეოგრაფიულ პროცესებში;  ჩამოაყალიბოს იგი პატრიოტ და ჰუმანურ ადამიანად. ამასთან, საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნების სწავლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების გამომუშავებისთვის.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:

ა) ბუნებისმეტყველება (ისწავლება I-VI კლასებში);

ბ) ბიოლოგია (ისწავლება VII-XI კლასებში);

გ) ფიზიკა (ისწავლება VII-XI კლასებში);

დ)  ქიმია (ისწავლებაVIII-XI კლასებში).

2. საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების მთავარი მიზანია, აზიაროს მოსწავლე  მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს მას კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მოსწავლეს საშუალებას მისცემს შეიცნოს სამყარო, ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და  გარემოს მიმართ.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები მოზარდს უმუშავებს  კვლევის, სამყაროსა და გარემოს შესწავლის, მისი დაცვისა და შენარჩუნების, მონაცემების შეგროვება დაკვირვების, მარტივი ექსპერიმენტის,  მეცნიერული კვლევის, ცდების დაგეგმვა-ჩატარების უნარ-ჩვევებს. საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ერთ-ერთი მთავარი მიზანია იმ უნარების გამომუშავება, რომელიც ეხმარება ადამიანს, განსაზღვროს თავისი ადგილი ბუნებრივ გარემოში და დააკვირდეს მიმდინარე ბუნებრივ პროცესებს. 

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

  1. ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფს განეკუთვნება სავალდებულო საგანი „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები“ (ისტ). იგი ისწავლება დაწყებით საფეხურზე.
  2. ტექნოლოგიების საგნობრივი ჯგუფის მიზანია: ხელი შეუწყოს მოსწავლეებში მედია და ციფრული წიგნიერების დონის ამაღლებას; დაეხმაროს მათ სხვადასხვა დარგისათვის სპეციფიკური ტექნოლოგიების დაუფლებაში და ამ ტექნოლოგიების გამოყენებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებაში, როგორც სხვადასხვა საგანთან ინტეგრირებული სწავლებისას, ასევე ცალკე სწავლების გზით.

სპორტი

 სპორტის საგნობრივ ჯგუფს განეკუთვნება სავალდებულო საგანი ფიზიკური აღზრდა (ისწავლება I-VI კლასებში), ფიზიკური აღზრდა და სპორტი (VII- XII კლასები) 

სპორტის საგნობრივი ჯგუფის მიზანია, ჩააბას მოსწავლე ფიზიკურ აქტივობებში და ამ გზით შეუწყოს ხელი მის ფიზიკურ განვითარებას, ასევე, მოსწავლემ გააცნობიეროს ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში.

სსსმ მოსწავლეები (კერძოდ, ფიზიკური პრობლემების მქონე: ეტლით მოსარგებლე, გონებრივი განვითარების დარღვევის მქონე, მხედველობისა და სმენის დარღვევის მქონე და სხვ.) სპორტის გაკვეთილებსა და სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობენ მათთვის შემუშავებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაბამისად.

ესთეტიკური აღზრდა

1. ესთეტიკური აღზრდის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები: 

ა) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (მოიცავს სავალდებულო საგანს სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში I-IX კლასებში და სავალდებულო პროექტებით სწავლებას X ან XI კლასში);

ბ) მუსიკა (მოიცავს სავალდებულო საგანს მუსიკაში I-IX კლასებში და სავალდებულო პროექტებით სწავლებას X ან XI კლასში);

2. ესთეტიკური აღზრდის საგნობრივი ჯგუფის მიზანია, განუვითაროს მოსწავლეებს წარმოსახვა, შემოქმედებით-ასოციაციური აზროვნება და ემოციური სფერო; გამოუმუშაოს ხელოვნების ნიმუშებისა და მუსიკის აღქმის, შეფასების, გარემოს შეცნობისა და მისი მხატვრული ასახვის უნარები და ამით ხელი შეუწყოს თვითგამოხატვის განსხვავებული საშუალებებისა და ფორმების დაუფლებას. დაეხმაროს მოსწავლეებს ხელოვნების უნივერსალური ენის შესწავლასა და მისი საშუალებით ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ ფასეულობებთან ზიარებაში.

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული/გაუთვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების ჩამონათვალი და აღწერა

  1. დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება ხელს უწყობს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და შესაბამისად, ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევას.
  2.  სკოლა სთავაზობს  მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო და  ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას.
  3.  ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო და ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება არის  მოსწავლისთვის შეთავაზებული სავალდებულო ან ფაკულტატური სახით.

4. დამატებით სავალდებულო საგანზე დასწრება აუცილებელია კონკრეტული სკოლის/კლასის ყველა მოსწავლისათვის;

5. დამატებით ფაკულტატურ მომსახურებას (წრეს) მოსწავლეები სურვილის მიხედვით ირჩევენ/ესწრებიან. 

6. სკოლა მშობლებთან შეთანხმებით სთავაზობს მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში დამატებით ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურებას იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ამ მომსახურებას არა აქვს საგაკვეთილო სახე;

ბ) აღნიშნული მომსახურება არ ხდება შესაბამისი მოსწავლისათვის საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის დროს.

  1. სკოლის გადაწყვეტილებით, ფაკულტატური მომსახურებით შეიძლება ისარგებლოს სხვა სკოლის მოსწავლემაც.

8. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება ან ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების შესათავაზებლად სკოლა განსაზღვრავს: 

ა) დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების ჩამონათვალს; 

ბ) დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების სახეს (ფაკულტატური/ სავალდებულო);

გ) თითოეული დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებისთვის ამ მომსახურების განმახორციელებელი პირის მიერ შემუშავებულ სასწავლო გეგმას (თუ ასეთი გეგმა არ არის ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივ პროგრამებში). 

9. დამატებითი სავალდებულო საგნის სასწავლო გეგმა  მოიცავს:

ა) საგნის სწავლების მიზნებს (სადაც ჩამოყალიბებულია, თუ რა ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების შეძენას ითვალისწინებს ეს კურსი); 

ბ) შეფასების ფორმას  (ქულა, ჩათვლა) და პრინციპებს;

გ) საჭირო საგანმანათლებლო რესურსების ჩამონათვალს.

10. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი სავალდებულო საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებისთვის საათების კონკრეტული ოდენობა განსაზღვრულია სკოლის საათობრივ ბადეში. 

სასკოლო სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი საგანმანათლებლო ან სპორტული მომსახურების შესახებ აუცილებელად ეცნობება მშობელს სასწავლო წლის დაწყებამდე.

სკოლაში  სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ იწყება ფაკულტატური მეცადინეობები, რომლის საათობრივი ბადე მოცემულია დანართი 2-ში, ძირითად საათობრივ ბადესთან ერთად. 

ღირებულებებზე მუშაობის სასკოლო ღონისძიებები

  1. სკოლაში დაგეგმილია ღონისძიებების განხორციელება. ღონისძიების მიზანია უფრო უკეთ გაიაზრონ მოსწავლეებმა ღირებულებების მნიშვნელობა. ღონისძიებების ფარგლებში კლასის დამრიგებლები სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებთან ერთად ახორციელებენ ისეთ ღონისძიებას, რომლის მთავარი თემა იქნება ის ღირებულება, რომელიც განსაზღვრულია წინასწარ დადგენილი გეგმით. 

ღონისძიების ფარგლებში შეიძლება განხორციელდეს მოსწავლეთა ინდივიდუალური ან გაერთიანებით შექმნილი ნამუშევრების გამოფენა, პრეზენტაციები, ღირებულებაზე მიძღვნილი რეფერატის წარდგენა, ორგანიზებული მსვლელობა ან ექსკურსია, საქველმოქმედო გამოფენა/გაყიდვები. ღონისძიებებში სასურველია ჩართული იყოს მოსწავლეთა მშობლები და მასწავლებლები. შესაძლებელია გაერთიანდნენ ნებისმიერი ორ ან მეტი კლასი.

დამრიგებელი

დამრიგებლის მუშაობის მიზანი

დამრიგებელი მოსწავლის მრჩევლად მოიაზრება. მისი მუშაობა  ემყარება  ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და ხელს  უწყობს მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური უნარების განვითარებას, მათ ჩაბმას სხვადასხვა კლუბსა თუ  წრეში; დამრიგებელი ასევე, უნდა უწყობდეს ხელს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უნდა უვითარებდეს ლიბერალურ და დემოკრატულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.

1. სკოლაში ყველა კლასს ჰყავს დამრიგებელი, რომელიც  არის  სკოლის მასწავლებელი.

2. დამრიგებლის მუშაობა მიმდინარეობს  შემდეგი პრინციპებით:

ა) სრულფასოვანი აღზრდა – სააღმზრდელო მუშაობა მიმართულია პიროვნების ფიზიკური, კოგნიტური (შემეცნებითი) და ემოციურ-სოციალური განვითარებისაკენ;

ბ) მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა – დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის პოტენციური ძალების ამოქმედება და მისი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა;

გ) მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება – დამრიგებელი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში;

დ) თანამშრომლობის პრინციპი – დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან  ემყარება თანამშრომლობას, პატივისცემასა და ნდობას.

 დამრიგებლის მოვალეობებია: 

ა) გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში მშობელი) მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);

ბ) დაწყებით საფეხურზე ჩაატაროს სადამრიგებლო საათი არანაკლებ ორ კვირაში ერთხელ, საბაზო-საშუალო საფეხურებზე – არანაკლებ თვეში ერთხელ. 

სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელმა მოსწავლის ასაკის შესაბამისად უნდა იმუშაოს სხვადასხვა უნარის განვითარებაზე (მაგ.: კითხვის უნარის განვითარება (დაწყებით საფეხურზე), გარემოსდავითი კულტურის განვითარება და სხვ.) სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით. 

გ) დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;

დ) იყოს შუამავალი მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში;

ე) რეგულარულად (მინიმუმ თვეში ერთხელ) მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ სხვა მოსწავლის/მშობლის თანდასწრებით საუბარი;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია; 

ზ) სასწავლო წლის ბოლოს გააანალიზოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის მიღწევები, გაკვეთილებზე დასწრება და ქცევა მასწავლებლებისგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მოამზადოს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათება ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ და მიაწოდოს მშობელს და შეინახოს თავადაც, მოსწავლის განვითარებაზე შემდგომი დაკვირვების მიზნით;

თ) მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, დამრიგებელმა უნდა მოამზადოს ინფორმაცია მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ და მოათავსოს მოსწავლის პირად საქმეში.

3. დამრიგებელი  უნდა გაეცნოს სამინისტროს და სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ შემუშავებულ და/ან რეკომენდებულ შესაბამის მეთოდურ სახელმძღვანელოებსა და გზამკვლევებს.

 4.სკოლასა და მშობელს შორის მიმდინარეობს უწყვეტი კომუნიკაცია რომლის ფორმაც განისაზღვრება სკოლის მიერ შემუშავებული მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ მშობლის ინფორმირებისა და მშობელთან ურთიერთობის სესახებ დებულებით.

რეკომენდაცია  სადამრიგებლო  საათის  პროგრამის  განხორციელებისათვის

დამრიგებლის კლასთან მუშაობა, შემდეგი ფორმით მიმდინარეობს: 

საუბრები მოსწავლეებთან, დისკუსიები კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ვიქტორინების, ზეიმების, ექსკურსიებისა და ლაშქრობების ორგანიზება, ცნობილ ადამიანებთან და, მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან თუ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების მოწყობა. 

დამრიგებლებმა ყველაზე უკეთ იციან კლასის საჭიროებები და სწორედ აქედან გამომდინარე გეგმავენ შეხვედრებსა და ღონისძიებებს. შეხვედრებს სისტემატური ხასიათი აქვს და წინასწარ არის  დაგეგმილი. დამრიგებელი თანამშრომლობს მოსწავლეთა მშობლებთან, საგნის პედაგოგებთან, ხელს უწყობს სხვადასხვა კულტურულ თუ გასართობ და საგანმანათლებლო  დაწესებულებებთან (მაგ., ბიბლიოთეკებთან, თეატრებთან) ურთიერთობის დამყარებას. 

  • სადამრიგებლო საათი ხელს უწყობს მოსწავლეების სოციალურ-პიროვნულ განვითარებას, აყალიბებს ნდობისა და პატივისცემის ატმოსფეროს, რაც წარმოადგენს მოსწავლეებსა და მასწავლებელ-დამრიგებელს შორის პოზიტიური ურთიერთობების საფუძველს. 
  • დამრიგებელი ვალდებულია კლასის მოსწავლეებთან ჩაატაროს შემდეგი სამუშაოები: კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით საუბრები,  დისკუსიები, ვიქტორინები, ზეიმები, ექსკურსიები, ლაშქრობები, მოსწავლეებისათვის შეხვედრების  მოწყობა ცნობილ ადამიანებთან პოეტებთა და სხვა საზოგადო მოღვაწეებთან.
  • კლასის დამრიგებელი თანამშრომლობს მოსწავლეთა მშობლებთან, საგნის პედაგოგებთან, ხელს უწყობს სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან (მაგ.: ბიბლიოთეკებთან, მუზეუმებთან და სხვ.) ურთიერთობის დამყარებას.

სადამრიგებლო  საათის  თემები  მოიცავს  შემდეგ მიმართულებებს:

1. პიროვნული და მორალური განვითარება – მე – პიროვნება, სოციუმი ჩემ გარშემო,  ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, ეტიკეტი;

2. გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება –  გარემოს მნიშვნელობის გაცნობა, გარემოს და ბუნების მოფრთხილება;

3. ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია – პირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, სასარგებლო საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე, 

4. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ – პატრიოტული ცნობიერება – ჩემი  სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, ჩემი სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები,  მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები;

5. თვალსაწიერის გაფართოება – ხელოვნების, ლიტერატურის, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევების მნიშვნელობა.

6. მეწარმეობის უნარის განვითარება –  ასაკის შესაბამისი ბიზნეს უნარების განვითარება.

მოსწავლის შეფასების სისტემა

სკოლას განმსაზღვრელი შეფასებისთვის შერჩეული აქვს ესგ-ს 32-ე მუხლის, მე-3 პუნქტის, ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული შეფასების  მოდელი.

მოსწავლის შეფასების მიზნები, პრინციპები და ამოცანები

  1. მოსწავლის შეფასების მთავარი მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვას და, მეორე მხრივ, სწავლა-სწავლების ხარისხის მონიტორინგს. შეფასება  იძლევა ინფორმაციას მოსწავლის ინდივიდუალური პროგრესის შესახებ. 
  2. მოსწავლის შეფასება არის სწავლა-სწავლების განუყოფელი ნაწილი. თანამიმდევრული საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველსაყოფად, მოსწავლის შეფასება ეფუძვნება  სწავლის კონსტრუქტივისტულ პრინციპებს. 
  3. მოსწავლის შეფასების ძირითად ამოცანებს წარმოადგენს: 

ა) აჩვენოს როგორ მიმდინარეობს მოსწავლის ცოდნის კონსტრუირების პროცესი და მეხსიერებაში ცოდნათა ურთიერთდაკავშირება;

ბ) ახალი სასწავლო საკითხის/თემის დაწყებამდე დაადგინოს მოსწავლის წინარე ცოდნა და წარმოდგენები;

გ) გამოავლინოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების დამოუკიდებლად შეფასებას, ასევე რამდენად გააზრებულ და ეფექტიან ნაბიჯებს დგამს იგი საკუთარი წინსვლის ხელშესაწყობად;

დ) მოიცვას სამივე კატეგორიის ცოდნა;

ე) აჩვენოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად 

გამოყენებას შინაარსიან კონტექსტებში

  1. ძირითადი ამოცანების გადასაჭრელად მოსწავლის შეფასებაში პრიორიტეტი ენიჭება  კომპლექსურ, კონტექსტის მქონე დავალებებს, რომელთა შესრულება მოსწავლეს უბიძგებს ცოდნის სხვადასხვა კომპონენტის ინტერაქტიულად და თანადროულად გამოყენებისკენ. 

მოსწავლემ წინასწარ იცის , რა კრიტერიუმებით ფასდება მისი სასწავლო აქტივობა.

 განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება კლასში

  1. სკოლაში შეფასება არის : განმსაზღვრელი და განმავითარებელი. 
  2. განმსაზღვრელი შეფასება ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს საგნობრივი სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებაში. 
  3. განმავითარებელი შეფასება ადგენს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და მიმართულია სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე. 

განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებების აღწერილობა

განმავითარებელიგანმსაზღვრელი
მიზნებისწავლის ხარისხის გაუმჯობესება;მოსწავლის წინსვლისა და განვითარების ხელშეწყობა.მოსწავლის აკადემიური მიღწევის დონის დადგენა საგნობრივი სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებაში.
ამოცანებიცოდნის კონსტრუირებისა და ცოდნათა ურთიერთდაკავშირების პროცესის შეფასება; წინარე ცოდნის/წარმოდგენების დადგენა;მოსწავლის მიერ თავისივე ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენის უნარის შეფასება; მოსწავლის მიერ საკუთარი წინსვლის ხელშესაწყობად გააზრებული ნაბიჯების გადადგმის უნარის შეფასება;ცოდნის სამივე კატეგორიის ათვისების პროცესის შეფასება;ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენების უნარის შეფასება.ცოდნათა ურთიერთდაკავშირების უნარის შეფასება; ცოდნის სამივე კატეგორიის გამოყენების უნარის შეფასება;
ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენების უნარის შეფასება.
წარმატების კრიტერიუმიგანხორციელებული წინსვლა წინარე შედეგებთან/ წინარე დონესთან შედარებით.მიღწევის დონე საგნობრივი სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან შედარებით
შემფასებელი და შეფასების ფორმები მასწავლებელი: ზეპირსიტყვიერი ან წერილობითი უკუკავშირი, წამახალისებელი მითითებები, სიმბოლური ნიშნები და ა.შ..მოსწავლეები: თვითშეფასებით; ურთიერთშეფასებით.მასწავლებელი: ქულა (შეიძლება ახლდეს კომენტარი ძლიერი და სუსტი მხარეების აღწერით, ხარვეზების გამოსასწორებელი მითითებებით).

აკადემიური მიღწევის დონეები და შეფასების სისტემა

მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები ფასდება ათქულიანი სისტემით ხუთი დონის მიხედვით:

ქულებიშეფასების დონეები
10მაღალი
9
8საშუალოზე მაღალი
7
6საშუალო
5
4საშუალოზე დაბალი
3
2დაბალი
1

შეფასება დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე 

  1. სკოლაში I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში მხოლოდ განმავითარებელი შეფასება გამოიყენება. ამ კლასებში წლის ბოლოს საგნის მასწავლებლები  წერენ მოსწავლის მოკლე წერილობითი შეფასებას, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება მოსწავლეს დახმარება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად. კლასის დამრიგებელი, საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, IV კლასის ბოლოს წერს შემაჯამებელი წერილობითი შეფასებას.
  2. V კლასის მეორე სემესტრსა და VI-XII კლასებში განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენება. მოსწავლე ფასდება ათქულიანი სისტემით, ყველაზე დაბალი ქულა არის 1, ხოლო ყველაზე მაღალი ქულა – 10. 
  3. V-XII კლასებში სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ საგნებში და არჩევით საგნებში მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.
  4. დამატებითი სავალდებულო საგნის/საგნების შეფასება არ იანგარიშება საფეხურის ქულის გამოთვლისას.

მოსწავლის შეფასების კომპონენტები

სემესტრის განმავლობაში მოსწავლეები ფასდებიან შემდეგი სამი კომპონენტის მიხედვით: 

ა) მიმდინარე საშინაო დავალება; 

ბ) მიმდინარე საკლასო დავალება; 

გ) შემაჯამებელი დავალება. 

2. მასწავლებელს შეუძლია სემესტრის განმავლობაში განმავითარებელი შეფასება გამოიყენოს ნებისმიერ კომპონენტში. 

3. სემესტრის განმავლობაში განმსაზღვრელი შეფასებით მოსწავლეები ფასდებიან შემდეგ კომპონენტებში: 

ა) მიმდინარე საკლასო დავალება (V კლასის მეორე სემესტრი, VI-XII კლასები), 

ბ) მიმდინარე საშინაო დავალება (VII-XII კლასები), 

გ) შემაჯამებელი დავალება (V კლასის მეორე სემესტრი, VI-XII კლასები),

4.  სამივე პუნქტით განსაზღვრულ კომპონენტებს ერთნაირი წონა აქვს. 

5. I-VI კლასებში საშინაო დავალების კომპონენტში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება. 

6. I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში საკლასო და შემაჯამებელ დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება. 

7. V კლასის მეორე სემესტრსა და VI-XII კლასებში საკლასო და შემაჯამებელ დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასება. 

8.შემაჯამებელი დავალების კომპონენტში სავალდებულოა კომპლექსური, კონტექსტის მქონე დავალებების გამოყენება (მაგ., ესეს დაწერა, პროექტის მომზადება, ლაბორატორიული კვლევის ჩატარება, რეფერატის დაწერა, ამოცანის ამოხსნა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშის შექმნა, მოთხრობის შედგენა, მონაცემთა ბაზის შექმნა, კონკრეტული პრობლემის გადაჭრა, საველე-გასვლითი სამუშაოს ან სასწავლო ექსკურსიის ანგარიშის მომზადება და სხვ.). ამგვარ დავალებაში შესრულებული სამუშაოს მრავალმხრივი შეფასებისათვის პედაგოგმა იმუშავებს მოსწავლეების შეფასების კრიტერიუმებს. 

9.სასკოლო სასწავლო გეგმა თითოეული კლასის თითოეული საგნისათვის საზღვრავს სემესტრის განმავლობაში ჩასატარებელი შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო  რაოდენობას ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.

10.მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს სასკოლო სასწავლო გეგმით დადგენილი კლასში ჩატარებული ყველა შემაჯამებელი დავალება;

11.თუ მოსწავლე არ შეასრულებს რომელიმე შემაჯამებელ დავალებას გაცდენის გამო, სკოლა მისცემს მას გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენის საშუალებას სემესტრის ბოლომდე. ხოლო მოსწავლის სხვა სკოლაში მობილობის შემთხვევაში – მობილობამდე. ამასთან, სკოლაში დაბრუნების შემდეგ მოსწავლეს უფლება აქვს ისარგებლოს სკოლის „დამატებითი მომსახურებით გამცდენი მოსწავლეებისთვის“, რომელიც აღწერილია სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამის თავში.

12.თითოეული მასწავლებელი ვალდებულია, კათედრას წარუდგინოს მის მიერ კლასში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების დოკუმენტაცია. აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: შემაჯამებელი დავალების ნომერი, შემაჯამებელი დავალების პირობა, საგნის სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურება კონკრეტული შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდება ეს დავალებები; ასევე, მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული შემაჯამებელი დავალების რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული შემაჯამებელი დავალების ამსახველი ვიზუალური მასალა.

განმსაზღვრელი შეფასების ქულათა სახეობები

სკოლაში  გამოიყენება განმსაზღვრელი შეფასების შემდეგი სახეობები:

ა) საგნის მიმდინარე საკლასო, მიმდინარე საშინაო და შემაჯამებელი დავალებების ქულები, რომლებსაც მოსწავლე იღებს სემესტრის განმავლობაში;

ბ) საგნის სემესტრული ქულა – საგანში მიღებული შეფასება თითოეულ სემესტრში;

გ) საგნის წლიური ქულა – სემესტრული ქულებიდან გამომდინარე შეფასება საგანში. გამონაკლისს წარმოადგენს მეხუთე კლასის წლიური ქულა, რომელიც მეორე სემესტრის საგნის სემესტრული ქულის იდენტურია. 

დ) საფეხურის ქულა – საფეხურის მანძილზე ნასწავლი ყველა საგნის წლიური ქულის საშუალო ქულა.

ქულების გამოანგარიშების წესი

  1. საგნის სემესტრული ქულის გამოანგარიშების წესი:

ა) მოსწავლის მიერ სემესტრის განმავლობაში სხვადასხვა კომპონენტში მიღებული ქულების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ქულების რაოდენობაზე; 

ბ) მიღებული ქულა უნდა დამრგვალდეს მთელის სიზუსტით (მაგ., 6.15 მრგვალდება 6-მდე, 7.49 მრგვალდება 7-მდე, 8.5 მრგვალდება 9-მდე);

გ) იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არა აქვს შესრულებული ყველა ჩატარებული შემაჯამებელი დავალება, მისი სემესტრული ქულის გამოსაანგარიშებლად სხვადასხვა კომპონენტში მიღებული ქულების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ქულების რაოდენობისა და შეუსრულებელი შემაჯამებელი დავალებების რაოდენობის ჯამზე;

დ) თუ სემესტრის განმავლობაში  სკოლაში გადმოსვლისას  აღმოჩნდება, რომ რომელიმე საგანში/საგნებში ჩატარებულია შემაჯამებელი დავალების/დავალებების უფრო მეტი რაოდენობა, ვიდრე გამშვებ სკოლაში, სკოლა მოსწავლის შემაჯამებელი დავალების რაოდენობას დაითვლის გამშვებ სკოლაში დადგენილი და მოსწავლის მიერ შესრულებული, ასევე  მოსწავლის გადმოსვლის მომენტიდან ჩატარებული და მის მიერ შესრულებული შემაჯამებელი დავალებების მიხედვით;

ე)  სემესტრული გამოცდის (სემესტრული გამოცდა ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე თვლის, რომ მას უფრო მაღალი შეფასება ეკუთვნის) ჩაბარების შემთხვევაში, სემესტრული ქულა გამოითვლება მისი გათვალისწინებით: გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულას და ჯამი იყოფა ორზე.

  1. საგნის წლიური ქულის გამოანგარიშების წესი:

ა) საგნის წლიური ქულის გამოსაანგარიშებლად საგნის სემესტრული ქულების ჯამი უნდა გაიყოს ორზე; 

ბ) საგნის წლიური ქულა მრგვალდება მთელის სიზუსტით (მაგ., 7.33… მრგვალდება 7-მდე, 8,5 მრგვალდება 9-მდე;  9.66 მრგვალდება 10-მდე); 

გ) თუ მოსწავლეს, სხვა სკოლიდან სემეტრის მიმდინარეობისას გადმოსვლის გამო, მოუხდება განსხვავებული საგნების სწავლა და მანამდე ნასწავლ საგანში მიღებული აქვს (მიმდინარე საკლასო დავალება – V კლასის მეორე სემესტრი, VI-XII კლასები,  მიმდინარე საშინაო დავალება- VII-XII კლასები  და შემაჯამებელი დავალება) შეფასება, რომლის საშუალო არითმეტიკული არის 5.0 ან მეტი ქულა, ეს ქულა დაუფიქსირდება ნასწავლი საგნის წლიურ ქულად. ამასთან, სკოლა მოსწავლეს შეაფასებს ახალ განსხვავებულ საგანში, თუ ეს ესწრება სემესტრის დასრულებამდე;

დ) მოსწავლის მიერ სემესტრის დასრულების შემდეგ სკოლიდან გადმოსვლის  გამო,  განსხვავებული საგნის სწავლის შემთხვევაში, განსხვავებული საგნების სემესტრული ქულები აღირიცხება, როგორც ორი დამოუკიდებელი საგნის წლიური ქულა. (მაგ., თუ მოსწავლე პირველ სემესტრში უცხოურ ენად სწავლობდა ფრანგულს, მეორე სემესტრში კი ფრანგულის ნაცვლად – ესპანურს, მაშინ ფრანგული ენის სემესტრული ქულა გადადის ფრანგული ენის წლიურ ქულად, ხოლო ესპანური ენის სემესტრული ქულა – ესპანური ენის წლიურ ქულად).

3. საფეხურის ქულის გამოანგარიშების წესი: 

ა) საფეხურის ქულის გამოთვლისას ჯამდება საფეხურის მანძილზე ნასწავლი ყველა საგნის წლიური ქულა და ჯამი იყოფა წლიური ქულების საერთო რაოდენობაზე;

ბ) საფეხურის ქულა მრგვალდება მეათედის სიზუსტით (მაგ., 6.43 მრგვალდება 6.4-მდე, 7.58 მრგვალდება 7.6-მდე, 9.75 მრგვალდება 9.8-მდე).

კლასისა და საფეხურის დაძლევა

1. კლასი დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის მიერ კონკრეტული კლასის თითოეული საგნის წლიური ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და მოსწავლეს მიღებული აქვს ჩათვლა განსაზღვრულ საგნებში, 

 (ფიზიკური აღზრდა და სპორტი და არჩევით საგნებში) რაც აძლევს მას მომდევნო კლასში გადასვლის უფლებას.   

2. დაწყებითი საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დაძლეული აქვს V-VI კლასები, რაც აძლევს მას საბაზო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.

3. საბაზო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაძლეული აქვს საბაზო საფეხურში შემავალი ყველა კლასი, რაც აძლევს მას საბაზო განათლების ატესტატის აღების ან/და საშუალო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.

4. საშუალო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაძლეული აქვს საშუალო საფეხურში შემავალი ყველა კლასი.

გამოცდის ტიპები

1. სკოლაში ჩატარდება შემდეგი ტიპის გამოცდები:

ა) სემესტრული გამოცდა;

ბ) საშემოდგომო გამოცდა;

გ) ექსტერნატის გამოცდა.

2. სემესტრული გამოცდა ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე თვლის, რომ მას უფრო მაღალი შეფასება ეკუთვნის.

3. სემესტრული გამოცდის დანიშვნისთვის მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლის დირექტორს: პირველი სემესტრის შეფასების შემთხვევაში – მეორე სემესტრის დაწყებიდან ერთი კვირის ვადაში, ხოლო მეორე სემესტრის შემთხვევაში – სემესტრის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში. დირექტორი განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის სემესტრულ გამოცდაზე დაშვება-არდაშვების შესახებ. დაშვებაზე უარის შემთხვევაში, გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული

4. სემესტრული გამოცდები ტარდება წერილობითი ფორმით, რომელიც შესაძლოა განხორციელდეს როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული სახით.

5. მოსწავლის გამოცდაზე დაშვების შემთხვევაში, სკოლამ მიიღებს შესაბამის ზომებს გამოცდის ობიექტურად და მიუკერძოებლად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით.

6. გამოცდაზე გასული მოსწავლის საგნის სემესტრული ქულა გამოითვლება შემდეგი წესით: გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულას და ჯამი იყოფა ორზე.

7. პირველი სემესტრის სემესტრული გამოცდა ინიშნება მეორე სემესტრის დაწყებიდან 2 კვირის ვადაში, ხოლო მეორე სემესტრის სემესტრული გამოცდა – სემესტრის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში.

8. იმ შემთხვევაში, თუ საპატიო მიზეზით (როგორიც შეიძლება იყოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ან სხვა ფორსმაჟორული ფაქტორი) მოსწავლე ვერ მოახერხებს გამოცდაზე გამოცხადებას და წარმოადგენს შესაბამის ცნობას, სკოლა უფლებამოსილია გამონაკლისის სახით განსაზღვროს დამატებითი პერიოდი.

9. საშემოდგომო გამოცდა ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს რომელიმე საგანში წლიური ქულა აქვს 5-ზე ნაკლები.

10. საშემოდგომო გამოცდის ჩატარების წესი და პროცედურა

  • საშემოდგომო გამოცდა ჩატარდება სასწავლო წლის დასრულებიდან არაუადრეს ორი კვირისა – 2024 წლის 3 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით პერიოდში.
  • იმ შემთხვევაში, თუ საპატიო მიზეზით (როგორიც შეიძლება იყოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ან სხვა ფორსმაჟორული ფაქტორი) მოსწავლე ვერ მოახერხებს გამოცდაზე გამოცხადებას და წარმოადგენს შესაბამის ცნობას, სკოლა უფლებამოსილია დანიშნოს საშემოდგომო გამოცდები განმეორებით მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე.
  • საშემოდგომო გამოცდამდე მოსწავლეს მიეცემა არანაკლებ 2 კვირის ვადა მომზადებისთვის. სკოლა გაუწევს კონსულტაციებს მოსწავლეს იმ საგანში/საგნებში, რომლებშიც მას დაენიშნა აღნიშნული ტიპის გამოცდა.
  • საშემოდგომო გამოცდები ტარდება წერილობითი ფორმით, რომელიც შესაძლოა განხორციელდეს როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული სახით.
  • მოსწავლე საგნის/საგნების წლიურ შეფასებას იღებს საშემოდგომო გამოცდის საფუძველზე. საშემოდგომო გამოცდის ქულა ხდება საგნის წლიური ქულა.

11. ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღების წესი და პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით;

12. ექსტერნატის გამოცდას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების პროგრამებს ძირითადად დამოუკიდებლად ძლევენ და ექსტერნატის გამოცდას აბარებენ შესაბამისი განათლების დასადასტურებლად, რაც მათ შემდეგ კლასში/საფეხურზე სწავლის გაგრძელების საშუალებას მისცემს, აბარებენ აგრეთვე ის მოსწავლეები, რომლებზედაც ვრცელდება ეროვნული სასწავლო გეგმის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტი. (კერძოდ თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის კონკრეტული სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.)

გაცდენები

1. მოსწავლის გაცდენები აღირიცხება მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალში, მათ შორის, იმ მოსწავლეების გაცდენები, რომლებიც მონაწილეობენ ეროვნულ და საერთაშორისო სასპორტო, სახელოვნებო ღონისძიებებში, აგრეთვე ეროვნულ და საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში.

2. გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიური აღრიცხვის წარმოებაზე პასუხისმგებელია საგნის მასწავლებელი. თითოეული მასწავლებელი ვალდებულია გაკვეთილის დასაწყისში აღრიცხოს მოსწავლეთა დასწრება, ხოლო იმ საგნებში, რომლებშიც შექმნილია განაყოფები, მასწავლებელმა აწარმოოს მოსწავლეთა დასწრება და აკადემიური მოსწრების აღრიცხვა პირადად და გაკვეთილის დასრულებისთანავე, გონივრულ ვადაში, შეიტანოს საკლასო ჟურნალში.

3. თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის კონკრეტული სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე. 

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტი არ ვრცელდება იმ გაცდენილ დღეზე/დღეებზე, როცა ჩატარდა შემაჯამებელი დავალება, თუკი ის მოგვიანებით მოსწავლემ აღადგინა. 

5. იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ეროვნულ და საერთაშორისო სასპორტო, სახელოვნებო ღონისძიებებში, აგრეთვე ეროვნულ და საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში, სკოლის გაცდენის შემთხვევაში, მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების კონკრეტული მოსწავლის მიმართ გაუვრცელებლობის თაობაზე.

შინ სწავლება

  1.  სკოლა ვალდებულია შინ სწავლების რეჟიმზე გადაიყვანოს ის მოსწავლეები, რომლებიც არ არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები, მაგრამ საჭიროებენ მკურნალობას ერთ თვეზე მეტი ვადით და აღნიშნული ცნობილი ხდება სკოლისათვის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე. 
  2.  მოსწავლეზე, შინ სწავლებაზე გადასვლის მომენტიდან, არ გავრცელდება ეროვნული სასწავლო გეგმის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა. 
  3. სკოლა ვალდებულია, დაადგინოს განრიგი, რომლის მიხედვითაც სკოლის მიერ განსაზღვრული მასწავლებელი/მასწავლებლები განახორციელებს მოსწავლესთან ვიზიტს.
  4.  შინ სწავლების პროცესში რეკომენდებულია დისტანციური სწავლების (ინტერნეტისა და ვიდეოკონფერენციების) ფორმის გამოყენება.
  5.  მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში, სკოლა უზრუნველყოფს შინ სწავლებაზე მყოფი მოსწავლისთვის შესაბამისი კლასის საათობრივი ბადით განსაზღვრული თითოეული საგნისთვის (გარდა სპორტის საგნობრივი ჯგუფით გათვალისწინებული საგნებისა) კვირაში მინიმუმ 1 გაკვეთილის ჩატარებას. 
  6.  მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში, სკოლა უზრუნველყოფს შემაჯამებელი დავალებების ჩატარებაზე/აღდგენაზე მოსწავლისთვის ხელშეწყობას.
  7.  მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში, სპორტის საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნების შეფასებისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის ფიზიკური მდგომარეობა.

შემაჯამებელი  დავალებების რაოდენობა

სასკოლო სასწავლო გეგმას დანართის სახით ერთვის შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო რაოდენობათა ცხრილი კლასებისა და საგნების მიხედვით (იხ. დანართი 4)

შეფასების ზოგადი სქემის ნიმუშები

სასკოლო სასწავლო გეგმას დანართის სახით ერთვის შეფასების ზოგადი სქემები (რუბრიკები) საგნების მიხედვით, თუმცა აღსანიშნავია, რომ კონკრეტულ დავალებაზე მასწავლებელს უფლება აქვს გამოიყენოს კონკრეტული შეფასების რუბრიკა (იხ. დანართი 5)

ჟურნალი

სკოლაში იმოქმედებს ელექტრონული ჟურნალი schoolbook, რომელსაც გააჩნია ოთხი ძირითადი მხარე: მასწავლებლის, მშობლის, მოსწავლისა  და ადმინისტრატორის.    მასწავლებლებს, მოსწავლეებსა   და მშობლებს აქვთ პირადი ნომრები, რომლის საშუალებით შევლენ ელექტრონული ჟურნალის სისტემაში.

მშობელს შეუძლია აკონტროლოს თავისი შვილის (შვილების) დღის განრიგი –რა აქვს დავალება, რა შეფასებას იღებს, ესწრებოდა თუ არა ამა თუ იმ გაკვეთილს, ნახოს მასწავლებლის მიერ განმსაზღვრელი და განმავითრებელი შეფასება.

სკოლაში  კომპიუტერები ჩართულია მუდმივ  უსადენო (Wi-Fi)  და  სადენიან ინტერნეტში, მასწავლებლებს საშუალება აქვთ, მარტივად გააკეთონ დასწრების  აღირცხვა, შეაფასოს მოსწავლეები და  შეიტანონ საშინაო დავალებები, შემაჯამებელი დავალებების შედეგები.  გაუგზავნონ   მშობლებს შეტყობინებები.

ინკლუზიური განათლება

თანაბრად ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო პროცესი, რომლის ფარგლებშიც ყველა მოსწავლისთვის უზრუნველყოფილია განათლების ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით მიღება.

     სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე

1. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა მოსწავლე (შემდგომში – სსსმ მოსწავლე), რომელსაც აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები, ვერ ძლევს შესაბამისი კლასისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს ან/და საჭიროებს ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციას/გაფართოებას, გარემოს ადაპტაციას, ალტერნატიულ სასწავლო გეგმას ან/და სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას.

2. სსსმ მოსწავლე შეიძლება იყოს მოსწავლე, რომელსაც აქვს:

ა) ფიზიკური შეზღუდვა;

ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა;

გ) სწავლის უნარის დარღევა;

დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის);

ე) მეტყველების განვითარების დარღვევა;

ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა;

ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება;

თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს;

ი) ენობრივი ბარიერის გამო გამოწვეული სირთულეები სწავლაში.

3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურება ხდება სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის (შემდგომში – მულტიდისციპლინური გუნდი) შეფასებისა და დასკვნის საფუძველზე, ასევე მულტიდისციპლინური გუნდის მიერ განისაზღვრება სსსმ მოსწავლისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციის საჭიროება. ადაპტაციის სახეებია: მოდიფიკაცია, აკომოდაცია, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, ალტერნატიული სასწავლო მიზნები, ალტერნატიული სასწავლო გეგმა ან/და გაფართოებული სასწავლო გეგმა.

4. სსსმ მოსწავლისთვის სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიკაცია, სასწავლო გარემოს აკომოდაცია და საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიული სასწავლო მიზნების შემუშავება.

5. მოსწავლისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიკაცია ნიშნავს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების რაოდენობრივ და/ან თვისებრივ ცვლილებებს, რაც შესაძლებელია გულისხმობდეს სასწავლო მიზნების რაოდენობრივ შემცირებას, გამარტივებას მოსწავლის მზაობისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

6. სასწავლო გარემოს აკომოდაცია ნიშნავს სასწავლო გარემოს ისეთი ცვლილებას, რომელიც არ იწვევს ეროვნული სასწავლო გეგმის შინაარსის შეცვლას, არამედ ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის შესაბამისი სასწავლო გარემოს და პირობების შექმნას ქვემოთ ჩამოთვლილ კომპონენტებში:

ა) ინსტრუქციის აკომოდაცია;

ბ) გარემო პირობების აკომოდაცია;

გ) შეფასების აკომოდაცია;

დ) დროის, გრაფიკის აკომოდაცია.

7. ალტერნატიული სასწავლო მიზნების შემუშავება ხდება მძიმე, ღრმა და მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის, თუ შეუძლებელია ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ზოგიერთი საგნის სწავლება. ალტერნატიული სასწავლო გეგმა გონებრივი განვითარების მძიმე და მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის  არის  დოკუმენტი, რომელიც მოიცავს და აღწერს ზოგადი  განათლების დაწყებითი საფეხურისათვის საგნების საგანმანათლებლო სტანდარტს, სწავლების რეკომენდაციებს, მიღწევების, ფუნქციური  უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეძენის საშუალებებს.  ალტერნატიული სასწავლო გეგმის მიხედვით  თითოეული საგანი ისწავლება მრავალფეროვანი სასწავლო სტრატეგიების გამოყენებით და  მოსწავლეს ფუნქციურ და აკადემიურ  ცოდნას აძლევს. ალტერნატიული სასწავლო გეგმა  განკუთვნილია მძიმე გონებრივი განვითარების და მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის როგორც სპეციალიზებულ, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სწავლის შემთხვევაში და ასევე  შინ სწავლებისას. ალტერნატიული  სასწავლო გეგმის   ფუნდამენტური პრინციპია – შედეგზე ორიენტირება მრავალფეროვანი, მოსწავლეზე ფოკუსირებული სწავლების ფორმებისა და სტრატეგიების გამოყენებით. გონებრივი განვითარების მძიმე და მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეების სწავლებისას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე ხელმძღვანელობს ალტერნატიული სასწავლო გეგმით. ალტერნატიული სასწავლო გეგმა ზოგადი და სპეციალიზებული განათლების სფეროში მოღვაწე ყველა სუბიექტს ავალდებულებს უზრუნველყოს მძიმე გონებრივი განვითარების  და მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეთა სწავლების მაღალი სტანდარტი, რომლის ფუნდამენტური პრინციპი (ეროვნული სასწავლო გეგმის მსგავსად) – სასწავლო შედეგებზე ორიენტირებაა. ალტერნატიული სასწავლო გეგმის  განხორციელებაზე პასუხისმგებელია: სპეციალიზირებულ სკოლაში საგნის მასწავლებელი, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში საგნის მასწავლებელი სპეციალური მასწავლებელთან ერთად, შინ სწავლებისას – ყველა ის მასწავლებელი, რომელიც შინ სწავლების პროგრამას ახორციელებს. მძიმე და მრავლობითი გონებრივი დარღვევების და აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე მოსწავლეებისათვის ალტერნატიულ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ეროვნული სასწავლო გეგმის XXIX თავით.

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა

1. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა არის მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინებით ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციით შექმნილი სასწავლო გეგმა, რომელიც სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილია. ინდივიდუალური გეგმის ფორმა დანართის სახით ერთვის სასკოლო სასწავლო გეგმას (იხ. დანართი 6).

2. სწავლის პროცესში სირთულეების გამოვლენის შემდეგ სკოლამ უნდა უზრუნველყოს მოსწავლის გადამისამართება დეტალური შეფასებისთვის სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინურ გუნდთან, ხოლო მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების შედეგად განისაზღვრება რეკომენდაცია ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის შესახებ.

3. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ასახავს შესაბამისი კლასის დამთავრებისთვის მოსალოდნელ სასწავლო შედეგებს, მათ მისაღწევად განსაზღვრულ სწავლების სტრატეგიასა და დამატებით საშუალებებს/ღონისძიებებს, შესაბამისი სასწავლო გარემოს შესაქმნელად გასატარებელ ზომებს.

4. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს სსსმ მოსწავლის ყველა საგანმანათლებლო საჭიროებას და მისი მიღწევის გზებს, მოსწავლის ინტერესებსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, რომლებიც აუცილებელია ინდივიდუალური სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.

5. სკოლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფი (შემდგომში – ისგ ჯგუფი) მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურებიდან  ერთი თვის ვადაში, ხოლო მანამდე უკვე იდენტიფიცირებული სსსმ მოსწავლეებისთვის – ორი კვირის ვადაში ქმნის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.

6. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შეიძლება მოიცავდეს ყველა საგანს ან რომელიმე კონკრეტულ საგანს/საგნებს სსსმ მოსწავლის საჭიროების შესაბამისად.

7. ყოველი სსსმ მოსწავლისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფარგლებში დეტალურად უნდა განისაზღვროს:

ა) სასწავლო შედეგები, სწავლების სტრატეგიები და სასწავლო (როგორც საკლასო, ისე საშინაო) აქტივობები შერჩეულ საგანში/საგნებში;

ბ) დრო, რომელსაც მასწავლებელი დაუთმობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო შედეგების მიღწევას თითოეულ საგანში;

გ) მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ჯგუფური/ინდივიდუალური მეცადინეობები,  მეცადინეობების გრაფიკი, ადგილი და ხანგრძლივობა;

დ) დამატებით ჯგუფურ/ინდივიდუალურ მეცადინეობებზე პასუხისმგებელი პირი: საგნის მასწავლებელი, მშობელი და/ან სპეციალური მასწავლებელი, საჭიროების შემთხვევაში სხვა სპეციალისტი;

ე) სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი რესურსი (სახელმძღვანელოები და მოსწავლისათვის საჭირო სხვა საგანმანათლებლო/განმავითარებელი რესურსი) და რესურსით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი, მათ შორის, მშობელიც;

ვ) მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ტექნიკური რესურსები.

8. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ბავშვის კოგნიტური, აკადემიური, საგნობრივი კომპეტენციების, ინტერესების, სოციალური, ქცევითი, ემოციური, მოტორული და სხვა სფეროების შესახებ, ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.

ინდივიდუალური სასწავლო გეგმის  შესრულებაზე პასუხისმგებელი ისგ ჯგუფი

1. სკოლის ადმინისტრაციის ბრძანებით თითოეული სსსმ მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესამუშავებლად განისაზღვრება ისგ ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს სსსმ მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას და ხელს შეუწყობს მის განხორციელებას. ისგ-ის ჯგუფი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს ისგ-ს შიდა მონიტორინგში და მასალა წარუდგინოს სკოლის დირექტორს.

2. სკოლის ისგ ჯგუფი შედგება შემდეგი წევრებისაგან:

ა) სსსმ მოსწავლის  კლასის დამრიგებელი;

ბ) საგნის მასწავლებლები, რომლებიც უშუალოდ ასწავლიან მოსწავლეს;

გ) სკოლაში ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტი/სპეციალისტები;

დ) სსსმ მოსწავლის  მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი;

ე) საჭიროების შემთხვევაში მოწვეული სხვა სპეციალისტი.

3. ისგ ჯგუფს უნდა ჰყავდეს კოორდინატორი, რომელიც წარმართავს ჯგუფის წევრების მუშაობას და პასუხისმგებელია ჯგუფის საქმიანობაზე. ჯგუფს ხელმძღვანელობას უწევს დამრიგებელი.

4. ისგ ჯგუფი იკრიბება, სასწავლო წლის განმავლობაში მინიმუმ 4-ჯერ; ისგ ჯგუფის წევრები შეხვედრაზე განიხილავენ სსსმ მოსწავლის მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესს, მის სასწავლო შედეგებს, გამოწვევებს, გამოყენებული სწავლების სტრატეგიების ეფექტურობას, ინდივიდუალური სასწავლო გეგმაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საჭიროებას, სწავლებაში ახალი მიდგომებისა და მეთოდების დანერგვის საჭიროებას და აუცილებელ რესურსებს.

5. ისგ ჯგუფის შეხვედრებზე სპეციალური მასწავლებელი/კლასის დამრიგებელი აწარმოებს სხდომის ოქმებს. ყველა სხდომის ოქმი ინახება მოსწავლის პირად საქმეში.

6. სასწავლო წლის დასასრულს, ისგ ჯგუფის წევრი თითოეული მასწავლებელი აფასებს შესაბამის საგანში სსსმ მოსწავლის მიღწევების (ცოდნა, უნარ-ჩვევები) შესაბამისობას ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სასწავლო შედეგებთან დაკავშირებულ ინფორმაციას და ანგარიშს წარუდგენს  დირექტორს, პედაგოგიურ საბჭოს და მშობელს.

     სსსმ მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება, დასწრება და გაცდენები

 1. სსსმ მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება ხდება იმავე პრინციპით, როგორც ფასდება ნებისმირი სხვა მოსწავლის აკადემიური მიღწევა. თუ სსსმ მოსწავლე განათლებას იღებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით, ფასდება მის მიერ ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევის დონე. სსსმ მოსწავლე, რომელიც წარმატებით ძლევს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, ფასდება შესაბამისი ქულით.

2. სსსმ მოსწავლისთვის სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულები გამოითვლება იმავე პრინციპით, როგორც სხვა მოსწავლეებისთვის, ამ გეგმის 34-ე მუხლის შესაბამისად.

3.    მულტიდისციპლინური გუნდის წინასწარი დასკვნის საფუძველზე, გამონაკლისის სახით, შესაძლებელია:

ა) სსსმ მოსწავლე გადავიდეს მომდევნო კლასში იმ შემთხვევაში, თუ ის, დასკვნის საფუძველზე, არ ესწრება  ერთ ან რამდენიმე საგანს და არ აქვს შეფასება შესაბამის საგანში/საგნებში.

ბ) სსსმ მოსწავლის წლიური ქულა გამოანგარიშდეს საგნის/საგნების ერთი სემესტრის შეფასების საფუძველზე.

4. სსსმ მოსწავლის მიმართ ვრცელდება ეროვნული სასწავლო გეგმის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები და ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება ხდება ინდივიდუალური სასწავლო გეგმის  შესაბამისად.

5. თუ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულია წლიური გამოცდის ჩატარება და დადგენილია, რომ მას აბარებენ ის სსსმ მოსწავლეებიც, რომლებიც ინდივიდუალური სასწავლო გეგმით სწავლობენ, სკოლამ უნდა უზრუნველყოს საგამოცდო მასალის ადაპტირება – უნდა შეიქმნას ინდივიდუალური საგამოცდო პროგრამა, რომელიც დაეყრდნობა სსსმ მოსწავლის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.

სსსმ მოსწავლეთა შინ სწავლება

1. იმ შემთხვევაში, თუ სსსმ მოსწავლეს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს სკოლაში სიარულის საშუალებას, სკოლა მიმართავს მულტიდისციპლინურ გუნდს, რომლის დასკვნის საფუძველზეც სსსმ მოსწავლე სწავლას განაგრძობს შინ სწავლების ფორმით. ამ შემთხვევაში მოსწავლე ირიცხება სკოლაში, მაგრამ არ ესწრება გაკვეთილებს. სკოლა უდგენს მას ინდივიდუალური სწავლების განრიგს, რომლის მიხედვითაც მოხდება სსსმ მოსწავლის შინ სწავლება.

2. მულტიდისციპლინური გუნდი განსაზღვრავს და სკოლასთან და მშობელთან ათანხმებს სსსმ მოსწავლის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.

3. შინ სწავლების მეთოდით გათვალისწინებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. სკოლა ვალდებულია დაადგინოს განრიგი, რომლის მიხედვითაც სკოლის მიერ განსაზღვრული საგნის მასწავლებელი და საჭიროების შემთხვევაში სპეციალური მასწავლებელი განახორციელებენ სსსმ მოსწავლესთან ვიზიტებს. სკოლამ/ისგ ჯგუფმა უნდა განახორციელოს შინ სწავლების პროცესის მონიტორინგი სკოლის მიერ შერჩეული ფორმატით.

4. შინ სწავლების პროცესში ჩართული უნდა იყოს სსსმ მოსწავლის მშობელი, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს ყოველდღიური დავალებების შესრულებაში.

5. შინ სწავლების პროცესში დასაშვებია დისტანციური (ინტერნეტისა და ვიდეოკონფერენციების) სწავლების ფორმის გამოყენება.

6. სსსმ მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში სკოლა უზრუნველყოფს შინ სწავლებაზე მყოფი მოსწავლისათვის შესაბამისი კლასის საათობრივი ბადით განსაზღვრული თითოეული საგნის (გარდა ფიზიკური აღზრდისა) კვირაში მინიმუმ ერთი აკადემიური საათის ოდენობით ჩატარებას.

იმისათვის, რომ  სპეციალური  საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლემ (სსსმ)  სკოლაში თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს:

  • სკოლა ქმნის სამუშაო ჯგუფს, რომელიც უზრუნველყოფს სსსმ მოსწავლისათვის მიმართულების განსაზღვრას, ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავებას და ხელს შეუწყობს მის განხორციელებას.
  • სკოლის კიბეებზე გაკეთებულია პანდუსი, რომლის საშუალებითაც ისინი  იოლად  შეძლებენ გადაადგილებას და  ურთიერთობას თანატოლებთან.
  • სსსმ მოსწავლის საჭიროების შესაბამისად, იქმნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა;
  • მასწავლებელს, მულტიდისციპლინურ გუნდთან შეთანხმებით, საჭიროებისამებრ, შეეძლება სსსმ მოსწავლეს შეუცვალოს გაკვეთილები ან შეუმციროს რაოდენობა.
  • მასწავლებელს შეეძლება საჭიროებისამებრ, შეიმუშაოს ალტერნატიული აქტივობები;
  • ცოდნის ხარისხის გაზრდის მიზნით, ჩაუტაროს დამატებითი მეცადინეობა, შეაფასოს  ინდივიდუალური მიღწევების მიხედვით;
  • სკოლა წაახალისებს მოსწავლეს, ზოგჯერ უბიძგებს კიდეც, გახდეს დამოუკიდებელი, რამდენადაც ეს მისთვის იქნება შესაძლებელი;
  • სკოლა ჩამოუყალიბებს მოსწავლეს სხვადასხვა უნარს (კითხვის, წერისა და აზროვნების უნარები, რომელიც დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის არის საჭირო);
  • ვიზუალური გზით სწავლებისას გამოყენებული იქნება ნახატმანიპულაციები, (მათემატიკის) დიაგრამები, ილუსტრირებული სახელმძღვანელოები, ვიდეოები, ფორმატები, სლაიდები და სხვა თვალსაჩინოებები;
  • გამოყენებული იქნება სხვადასხვა თამაში სოციალური განვითარებისთვის;
  • ექნებათ კომპიუტერის გამოყენების საშუალება;
  • სსსმ მოსწავლის სწავლების პროცესში აქტიურად იქნება ჩართული სსსმ მოსწავლის მშობელი.

წლის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები

  1. სამინისტროს მიერ ინიცირებულ კონკურსებში მონაწილეობა
  2. რესპუბლიკურ და საერთაშორისო ოლიმპიადებში;
  3. პროექტები:
  • საგნობრივი კვირეულები;
  • სასწავლო-შემეცნებითი ღონისძიებები;
  • ექსკურსიები;
  • გამოფენები;
  • სპექტაკლები;
  • შეხვედრები გამოჩენილ პიროვნებებთან.
  1. საქველმოქმედო გამოფენები და სხვადასხვა აქტივობები.

კლასგარეშე ღონისძიებები

მოქალაქეობრივ პატრიოტული ცნობიერების და გარემოს დაცვითი კულტურის განვითარების მიზნით სკოლაში ხშირად მოეწყობა ექსკურსიები, როგორც ქალაქში, ასევე ქალაქგარეთ. შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდის მიზნით ჩატარდება სპექტაკლები, ვიზიტები კინოთეატრში, თეატრში, საბავშვო ბიბლიოთეკაში, მუზეუმებში. 

მშობლებთან ურთიერთობა

        სკოლამ, ოჯახთან ერთადუნდა იზრუნოს მოსწავლის უწყვეტ განვითარებასა და განათლებაზე. მშობელსა და სკოლას შორის დამყარებული უნდა იყოს კეთილგანწყობილი ურთიერთობა. სკოლას შემუშავებული აქვს მშობელთან ურთიერთობის დებულება.

კომუნიკაციის სხვადასხვა ხერხის გამოყენებით, მშობელი ჩართულია სასწავლო პროცესში

მშობლებთან ურთიერთობისათვის გამოიყენება: 

  • ინფორმაციის მიწოდება წერილობით 
  • ინფორმაციის მიწოდება ელექტრონული ფოსტით 
  • ინფორმაციის მიწოდება ტელეფონით,
  • ინდივიდუალური შეხვედრები 
  • საკლასო კრებები (როგოც ფიზიკურად, ისე ონლაინ)
  • ექსკურსიები
  • ინტერნეტ საინფორმაციო გვერდი  ელექტრონული ჟურნალი  
  • სოციალური ქსელი 

მშობელთა კრებაზე მოსწავლეთა ინდივიდუალური დახასიათება და ნიშნების გაცნობა არ დაიშვება – ამისათვის დამრიგებელთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე   განხორციელდება ინდივიდუალური შეხვედრა  საგნის მასწავლებლებთან.

მშობელს  შეუძლია ყოველდღიურად  აკონტროლოს შვილის აკადემიური მოსწრების შედეგები და მასწავლებლის კომენტარები ელექტრონული ჟურნალის მეშვეობით.

უსაფრთხო გარემო

სკოლის ტერიტორიის დაცვა

სკოლის ტერიტორია დაცულია. სკოლაში მოქმედებს სიგნალიზაციის სიტემა, დამონტაჟებულია ვიდეო-კამერები და ვიდეოთვალის მონიტორი. არსებობს სკოლის დაცვის სამსახური.

უსაფრთხო გარემო

სკოლის  შენობაში დაცულია ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სისტემა, შესაბამისი საევაკუაციო გეგმა, რომელიც  გამოკრულია სკოლის სართულებზე თვალსაჩინო ადგილას და იქვეა გამოფენილი  სპეციალური ინვენტარი საგანგებო შემთხვევისთვის. 

სკოლაში    შექმნილია  საგანგებო შტაბი.

სკოლაში ფუნქციონირებს სამედიცინო  კაბინეტი აღჭურვილი აუცილებელი სასწრაფო დახმარების ინვენტარითა და მედიკამენტებით. ექიმი მუშაობს ყოველდღე.

სკოლაში მოქმედებს მასწავლებელთა მორიგეობის სისტემა.

მოსწავლის მიერ სკოლის ტერიტორიის დატოვების  ორგანიზება

  • მოსწავლეები სკოლას დატოვებენ გაკვეთილების დამთავრების შემდეგ. გამონაკლისი შემთხვევისათვის მოსწავლის მიერ სკოლის ადრე დატოვება დასაშვებია სამედიცინო ჩვენების საფუძველზე ან მშობლის მომართვის (მათ შორის ზეპირი ფორმით) შედეგად.

სასწავლო პროცესის მეთოდოლოდიური მრავალფეროვნება

     სკოლაში სწავლა-სწავლების  მნიშვნელოვან  სტრატეგიას უნდა წარმოადგენდეს ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების, კრიტიკული აზროვნების, პრობლემების აღმოჩენისა და გამოსავლის  ძიების, ამოცანის დასმისა და გადაჭრის, არგუმენტირებისა და მსჯელობა – დასაბუთების,  შეფასების, წარდგინება-პრეზენტაციის უნარების განვითარება. შესაბამისად მასწავლებელი  უნდა ფლობდეს და იყენებდეს სწავლების მრავალფეროვან სტრატეგიებსა და მეთოდებს.

 ბავშვზე ორიენტირებული სწავლების საყრდენს წარმოადგენს  ბავშვის განვითარების

თეორიების ცოდნა. მასწავლებელმა  უნდა იცოდეს  მოსწავლის ასაკობრივი განვითარების ძირითადი კანონზომიერებები, იცნობდეს იმ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს მოსწავლის განვითარებაზე. ავლენდეს მოსწავლის ინტელექტუალური და სოციალური განვითარების  ძირითადი თეორიებისა და ფიზიკური განვითარების კანონზომიერების ცოდნას სასწავლო-აღმზრდელობით საქმიანობაში.

    მასწავლებელმა უნდა იცოდეს, თუ როგორ სწავლობს მოსწავლე სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით და აცნობიერებდეს  მათ მნიშვნელობას მოსწავლის სწავლის ხელშესაწყობად, ეხმარებოდეს  ცოდნის აგებაში, დამოუკიდებლად სწავლისა და აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებაში.

    მასწავლებელი  მოსწავლეს  უნდა უქმნიდეს უსაფრთხო, მზრუნველ, ეფექტურ, ორგანიზებულ და   კეთილგანწყობილ სასწავლო გარემო. ის პროფესიულად უნდა ფლობდეს სწავლების ენას, 

უნდა იცოდეს მოტივაციისა და კომუნიკაციის სხვადასხვა სტრატეგია და იყენებდეს ამ  ცოდნას საკუთარ პრაქტიკაში, ის  უნდა უღვივებდეს  მოსწავლეებს შემეცნებით ინტერესს და სწავლის ღირებულების მიმართ გაცნობიერებულ დამოკიდებულებას. უვითარებდეს ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს, ახალისებდეს მოსწავლეთა აზროვნებას.

   საგნები, რომლებიც სკოლაში ისწავლება, ითვალისწინებს ერთმანეთთან მჭიდრო კავშირს, უნარ–ჩვევებს, რომელსაც ჩვენ ვავითარებთ, ეხმარება ადამიანს ცხოვრების  ნებისმიერ სფეროში  წარმატების მიღწევაში.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლა არაა და ვერც იქნება ჩართული „ახალი სკოლის მოდელის“ პროგრამაში, 2024/2025 სასწავლო წელს, სკოლა პილოტირების სახით გეგმავს აღნიშნული პროგრამის ძირითადი პრინციპების განხორციელებას, კერძოდ სასწავლო წლის დასაწყისისთვის კათედრები შეიმუშავებენ კურიკულუმებს, და განახორციელებენ მინიმუმ ერთ კომპლექსურ დავალებას, სემესტრში.

მოსწავლის სწავლასთან დკავშირებული სირთულეების მართვა

სწავლის უნარის დარღვევის მქონე ბავშვებს არ აქვთ ინტელექტუალური განვითარების შეფერხება, ისინი ისეთივე ნიჭიერები და გონებამახვილები შეიძლება იყვნენ, როგორიც ნებისმიერი ბავშვი. მიუხედავად ამისა, მათ აღენიშნებათ სპეციფიკური სირთულეები სწავლაში და თუ სწავლების მეთოდი და სტრატეგია არ არის მორგებული მათი სწავლის უნიკალურ საჭიროებებზე, მათ ათვისების პრობლემები შეექმნებათ. განასხვავებენ სწავლის უნარის დაქვეითების შემდეგ სახეებს – (ა) დისკალკულია (ბ) დისლექსია. სწავლის უნარის დარღვევა ყველა ბავშვის შემთხვევაში განსხვავებულია, თუმცა მათ შესაძლებელია ახასიათებდეთ ქვემოთ მოცემული თავისებურებები. 

დისკალკულია 

დისკალკულია მდგომარეობაა, რომელიც არითმეტიკული უნარების ათვისებას უშლის ხელს. დისკალკულიის მქონე მოსწავლეს შეიძლება ჰქონდეს ციფრების ათვისების, მათი მნიშვნელობის გააზრების, მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულების პრობლემები. დისკალკულიის მქონე ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ თვლის, უკუთვლის სირთულეები. მათ შეიძლება შეასრულონ უკუთვლის დავალება 90; 80; 70.. მაგრამ გაუჭირდეთ ასეთი: 92; 82; 72… ბავშვებს ხშირად უჭირთ ციფრების თანმიმდევრობით დალაგება, განსაკუთრებით ისეთი ციფრების, როგორიცაა 0.5; 0.6; 0.7; 0.9 და ა.შ. ასევე უჭირთ ტრანზიცია თვლისას ერთეულებიდან ათეულებზე, ათეულებიდან ასეულებზე და ა.შ., მაგ., 198; 199; 200; 201 ან 998; 999; 1000; 1001 და სხვა. ზოგიერთი მოსწავლისთვის შეიძლება დამაბნეველიც იყოს წილადი, მაგ., იმის გაგება, თუ რატომ არის ½ მეტი, ვიდრე 1/20, – როცა იციან, რომ 20 აქ ყველაზე დიდი ციფრია; ანალოგიურად უჭირთ ცხრილების გაგებაც. თვლის დროს დისკალკულიის მქონე ბავშვები ხშირად ეყრდნობიან თითებით ან კონკრეტული ობიექტებით კალკულაციას, ამიტომ უჭირთ დიდი ციფრებით ოპერირება. ხშირად მათ კალკულაციაში ეხმარება ე.წ. პატერნები, მაგ., წინარე ცოდნას – 3+2=5, შეუძლია დახმარება კალკულაციაში: 43+2=45. 

მოსწავლეს სწავლაში განსაკუთრებულ სირთულეებს უქმნის მუშა მეხსიერების პრობლემები. ამ ფაქტის გამო შესაძლებელია მას გაუჭირდეს ზეპირად გაკეთებული კალკულაციის ჩაწერა. ბავშვი, რომელსაც მათემატიკის სწავლის სირთულეები აქვს, შეიძლება საკმაოდ წარმატებული იყოს სხვა, არამათემატიკურ საგნებში, თუმცა ერთი რამ ფაქტია – დისკალკულია ენის ათვისების სირთულეს (დისლექსიას) უკავშირდება. 

დისლექსია 

დისლექსია ძირითადად წარმოადგენს ენის პროცესირების სირთულეს და ვლინდება წიგნიერების – კითხვის, ზოგ შემთხვევაში კი არითმეტიკული უნარების ათვისების სირთულეში. დისლექსიის მქონე ბავშვებისთვის სერიოზულ სირთულეს წარმოადენს იშვიათად გამოყენებული სიტყვების კითხვა, მათ შორის აბსტრაქტული მათემატიკური ცნებების გაგება. მათ ასევე შეიძლება უჭირდეთ ასოების და სიტყვების ცნობა, სიტყვების სწრაფად და შეუფერხებლად ან თუნდაც ასო-ასო კითხვა. ზოგიერთ მათგანს უჭირს დროის ერთეულების, მაგ., კვირის დღეების ან თვეების თანმიმდევრობის დამახსოვრება. ასევე დამაბნეველი შეიძლება იყოს მათთვის დროის აღმნიშვნელი ლექსიკა, მაგ., 5-ის 10 წუთია ან ხუთს ათი წუთი აკლია. ბავშვებს უჭირთ იმ ლექსიკის ათვისება, რომელიც გამოხატავს დროს, გაზომვას, მიმართულებას, სივრცეს. მათ ბევრი დრო სჭირდებათ იმისთვის, რომ მარჯვენა-მარცხენის გარჩევა ისწავლონ. მათთვის ასევე რთულია სამგანზომილებიანი ობიექტების და ორგანზომილებიანი გამოსახულების ცნობა. ბავშვებს ასევე შეიძლება გაუჭირდეთ ცხრილების წაკითხვა, მაგ., X და Y ღერძების გააზრება/დამახსოვრება. შეიძლება უჭირდეთ სიდიდეების ამსახველი ცნებების გაგება, მაგ., ინსტრუქცია – „უდიდეს სიდიდეს გამოაკელით უმცირესი სიდიდე“ – შეიძლება რთული იყოს მათთვის. ეს იმ სირთულეების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც შეიძლება აღენიშნებოდეს სწავლის უნარის დარღვევის მქონე ბავშვს, თუმცა მასწავლებელს უნდა ახსოვდეს: დისლექსიის ან დისკალკულიის მქონე ყველა ბავშვი უნიკალურია; საჭიროა ყურადღებით ყოფნა, რათა მისი უნიკალური საჭიროება არ გამორჩეს და მოახდინოს დროული და ადექვატური რეაგირება. 

დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში არსებობს ოჯახები სიღარიბის ზღვარს მიღმა, ბევრი ბავშვი დროის უმეტეს ნაწილს არა სკოლასა და ოჯახში, არამედ ქუჩაში ატარებს. სოციალური (ინტერპერსონალური, ოჯახური, ეკონომიკური, კულტურული) ფაქტორები ერთ-ერთი ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომელსაც უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ბავშვის სწავლაზე და მოგვიანებით, ზრდასრული პიროვნების ცხოვრების ხარისხზე. მძიმე სოციალურეკონომიკური ფაქტორის გავლენა განსაკუთრებით ნეგატიურია, რამდენადაც ის განათლების გარდა ისეთ სასიცოცხლო მნიშვნელობის სფეროებსაც ეხება, როგორიცაა კვება და ჯანმრთელობა, კოგნიტური განვითარება, ემოციური მდგომარეობა. ისეთი ფაქტორი, როგორიცაა საცხოვრებელი სახლის არ არსებობა, კავშირშია ბავშვების ემოციურ განვითარებასთან. ეს ფაქტორი იწვევს ისეთ ფსიქოლოგიურ პრობლემებს, როგორიცაა აღგზნების/შფოთვის მაღალი დონე, დეპრესია და ქცევითი აშლილობა. ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებში ბევრად ხშირია ქცევითი აშლილობები, მაღალია დეპრესიის შფოთვისა და აღგზნების დონე, ვიდრე დაბალი სოციალურეკონომიკური სტატუსის მქონე ოჯახებში. ყველა ეს ფაქტორი განიხილება როგორც სწავლის ხელშემშლელი პირობა, რადგან ქუჩაში ცხოვრებით გამოწვეული სტრესი მნიშვნელოვნად ამცირებს ბავშვის სასკოლო წარმატებას. იმისათვის, რომ მოზარდმა მძიმე სოციალური გამოცდილებით შესძლოს საგანმანთლებლო პროცესში ჩართვა, თანამონაწილეობა და პროგრესის ჩვენება. მნიშვნელოვანია სკოლამ უზრუნველყოს, რომ მოსწავლეს გაუჩნდეს მიკუთვნებულობის განცდა სკოლასთან და გააცნობიეროს სასკოლო ცხოვრების მნიშვნელობა. საწყის ეტაპზე სკოლასთან იდენტობა, მოსწავლის როლის მორგება/ გათავისება, ხდება იმ წარმატების საფუძველზე, რასაც ბავშვი სწავლის პროცესში აღწევს. 

ბავშვი, რომელიც წარმატებულია და იღებს დადებით შეფასებებს, თავს აღიქვამს სკოლის და კლასის წევრად, უჩნდება კლასთან იდენტობა, ეს კი, თავის მხრივ, ზრდის მოსწავლის მოტივაციას, ჩაერთოს საკლასო აქტივობებში, რაც მისი მაღალი აკადემიური მიღწევის აუცილებელი პირობაა. ბავშვისთვის, რომელიც ცხოვრების დიდ ნაწილს ქუჩაში ატარებს, სწორედ ქუჩაში ცხოვრების წესია მისთვის მნიშვნელოვანი და წამყვანი. ასევე ბავშვს, რომელიც ოჯახთან ერთად თავშესაფრის ძიებაში ხშირად იცვლის საცხოვრებელ ადგილს და სკოლას, ბუნებრივია, გაუჭირდება სკოლასთან იდენტობის განცდა. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების სკოლაში ჩართვა, გარდა განათლებისა, იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ხშირად სკოლა მათთვის სტაბილურობის ერთადერთი წყაროა, რომელსაც შეუძლია ბავშვს აღმოუჩინოს ის აუცილებლი მხარდაჭერა, რომელიც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბავშვებს, რომლებსაც კლასი გაამეორებინეს, აქვთ ბევრად დაბალი თვითშეფასება, სოციალიზაციის პრობლემა და გამოხატავდნენ ბევრად ნეგატიურ დამოკიდებულებას სკოლისადმი, ვიდრე სხვა ბავშვები. კლასში ჩატოვება მნიშვნელოვნად ზრდის ბავშვის მიერ სკოლის მიტოვების ალბათობას კლასში ჩატოვება მხედველობის დაკარგვასა და მშობლების დაკარგვასთან ერთად არის ყველაზე ძლიერი სტრესფაქტორი ბავშვებისთვის. გამოიყო ძირითადი საჭიროებები, რომლებიც ხელს უშლის ქუჩაში მცხოვრები ბავშვების სწავლას: 

  • მუდმივი საცხოვრებელის საჭიროება – საცხოვრებელი ადგილის ხშირი ცვლა იწვევს სკოლის ხშირ ცვლას, რაც უარყოფით გავლენას ახდენს სწავლაზე. სკოლაში დასწრების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული საცხოვრებელი ადგილის ცვლის სიხშირესთან. ასევე, ბავშვის გადაყვანა ერთი ოჯახიდან მეორეში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დასწრებასა და სწავლაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ბავშვი ხშირად არ იცვლიდეს საცხოვრებელ ადგილს და შენარჩუნებული იყოს ოჯახის და ბავშვის თემთან კავშირი (ჰქონდეს გარკვეული იდენტიფიკაცია თემთან). 
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება – ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს პედაგოგიური ხელმიშვებულობის ფონზე შეიძლება მეორადად აღენიშნებოდეთ განვითარების შეფერხება და სწავლის სირთულეები. მათი აკადემიური მიღწევა მნიშვნელოვნად შეიძლება ჩამორჩებოდეს ოჯახში მცხოვრები ბავშვების აკადემიურ მიღწევებს. მიუხედავად ამისა, ისინი უნდა სწავლობდნენ ეროვნული სასწავლო გეგმით, თუმცა შეიძლება მათ დასჭირდეთ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა. ამავდროულად, საწყის ეტაპზე, ბავშვის სკოლაში ჩარიცხვისას აუცილებელია ტრანზიციის გეგმის არსებობა, სადაც ასახული იქნება ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლისთვის საჭირო თანმიმდევრული ნაბიჯები, ბავშვის აკადემიური საჭიროებები და მათთან გამკლავებისთვის დასახული გზები. 
  • ძალადობისგან დაცვის საჭიროება – ბავშვი, რომელიც დიდი დროს ატარებს ქუჩაში, შეიძლება იყოს ძალადობის მსხვერპლი როგორც თანატოლების, ასევე უფროსების მხრიდან. ეს ფაქტი არა მხოლოდ სწავლაზე ახდენს ცუდ გავლენას, არამედ ბავშვის ემოციურ და სოციალურ კეთილდღეობაზე. საჭიროა სკოლამ და თემმა იზრუნონ ძალიან დელიკატური და არადისკრიმინაციული გზით, რომ საჭიროების შემთხვევაში ბავშვებს შესთავაზონ ფსიქოლოგიური სამსახური კონფიდენციალობის სრული დაცვით. 
  • ჯანმრთელობის დაცვის საჭიროება – ქუჩაში და არაკეთილსაიმედო გარემო პირობებში ცხოვრება არცთუ იშვიათად იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რაც როგორც პრევენციულ მექანიზმებს, ისე სწორ რეაგირებას საჭიროებს. ტანსაცმლისა და სასკოლო ნივთების საჭიროება – ხშირად ბაზისური ნივთების არქონა წარმოადგენს მოზარდთა მხრიდან საგანმანათლებლო სისტემაში ჩართვაზე უარის თქმის მიზეზს. 
  • სტიგმა – არცთუ იშვიათად ქუჩაში მცხოვრები მოზარდები სკოლაში სიარულზე უარს ამბობენ სტიგმის გამო, რასაც ისინი აწყდებიან საგანმანათლებლო სისტემაში თანატოლების და უფროსების მხრიდან. 
  • ტრანსპორტის საჭიროება – მნიშვნელოვანია სკოლამ გაითვალისწინოს, რამდენად აქვს ბავშვს სახლიდან სკოლამდე და სკოლიდან სახლამდე ტრანსპორტირების შესაძლებლობა, ვინაიდან სკოლის გაცდენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ესეც შეიძლება იყოს. 

რა სირთულის წინაშეც არ უნდა იდგეს მოზარდი, სოციალური სტატუსი არ უნდა გახდეს მისი სკოლიდან გარიყვის მიზეზი. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლამ უნდა უზრუნველყოს მოზარდთა სასწავლო პროცესში ჩართვა, თანამონაწილეობა და აკადემიური პროგრესის მიღწევა. განათლების პროცესის სწორად ორგანიზების შემთხვევაში შესაძლებელია განათლების ფუნდამენტური მიზნების მიღწევა. მოსწავლის სწავლასთან დაკავშირებული სირთულეების განსაზღვრისა და სწავლასთან დაკავშირებით გამოხატული სირთულის პირველადი მართვის მიზნით სკოლაში ფუნქციონირებს შემდეგი მექანიზმი: კლასის დამრიგებელი მასწავლებლებისგან მიღებული ინფორმაციასა და საკუთარ დაკვირვებაზე დაყრდნობით აკეთებს მუდმივ მონიტორინგს, რომლის შედეგებს აცნობს დირექციას; დირექტორის მოადგილე მასწავლებლების მიერ გაკეთებულ განმავითარებელ შეფასებებს აანალიზებს და გამოაქვს შესაბამისი დასკვნა (დამრიგებლის ყოველთვიური კომენტარები და საგნის მასწავლებლების კომენტარები სემესტრში ორჯერ); გაკვეთილზე დაკვირვების დროს სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ყურადღება ექცევა მოსწავლის სწავლის შესაძლო სირთულეებს. დირექტორის მოადგილის მიერ სემესტრში ორჯერ ხდება დაკვირვების შედეგებთან დაკავშირებით კლასში შემავალ მასწავლებლებთან ერთად მსჯელობა. იმ შემთხვევაში, თუ საგნის მასწავლებელი/კლასის დამრიგებელი მიიჩნევს, რომ მოსწავლეს თანატოლებთან შედარებით აქვს სიძნელე სწავლაში და მისთვის საჭიროა ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირება ან/და სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია ან/და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა და განხორციელება, საგნის მასწავლებელი/კლასის დამრიგებელი ვალდებულია, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მოსწავლის კლასის დამრიგებელს (საგნის მასწავლებლის შემთხვევაში), სკოლის დირექციას. შესაბამის ინფორმაციას სკოლის დირექცია აწვდის მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს და ორგანიზებას უწევს მოსწავლის კლასის დამრიგებლის, სკოლის დირექციის, ფსიქოლოგისა და მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის შეხვედრას. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი განცხადების შემთხვევაში, მოსწავლის კლასის დამრიგებელი მიმართავს ფსიქოლოგს მოსწავლის სწავლასთან დაკავშირებული სირთულის პირველადი მართვის შესახებ წერილობითი რეკომენდაციების შემუშავების თაობაზე. მასწავლებელი/მასწავლებლები/კლასის დამრიგებელი, სპეც. მასწავლებელი განსაზღვრავენ და იღებენ ზომებს მოსწავლის მიერ სწავლასთან დაკავშირებით გამოხატული სირთულის პირველადი მართვის მიზნით, მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის, კლასის დამრიგებლის (მასწავლებლის შემთხვევაში) და სკოლის დირექციის წარმომადგენლის ჩართულობით. მოსწავლის კლასის დამრიგებელი და მასწავლებელი/მასწავლებლები ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე ვალდებული არიან შეასრულონ რეკომენდაციები. ასევე, აღნიშნული რეკომენდაციების საფუძველზე განსაზღვრონ და მიიღონ ყველა საჭირო ზომა მოსწავლის მიერ გამოხატული სირთულის პირველადი მართვის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოსწავლეს გამოხატული აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულე, მიუხედავად სკოლის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ზომების მიღებისა ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს 1-დან 2 თვის განმავლობაში, აკადემიის დირექტორი სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისგან მოითხოვოს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებას.

უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარების თავისებურებანი

სკოლა მზაობას აცხადებს მიიღოს უცხოელი მოსწავლეები. აღნიშნული მოსწავლეების სკოლაში ჩარიცხვა განხორციელდება უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შედეგად. კერძოდ, პირველ რიგში, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე სკოლა მოახდენს უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების შესაბამისობის დადგენას, შეფასებების კონვერტაციას და შეადგენს აღიარების დასკვნას.

სკოლის მიერ დასკვნის შედგენის შემდეგ, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართავს განცხადებით. ცენტრიდან მოსული აღიარების დოკუმენტის შესაბამისად, სკოლა ჩარიცხავს მოსწავლეს ან აღუდგენს მოსწავლის სტატუსს.

იმ საგნების დაძლევა, რომლებშიც აღიარება არ მოხდა,  უნდა მოხდეს ექსტერნატის ფორმით ან ინდივიდუალური სასწავლო გეგმით.

არაქართულენოვანი მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესადგენად, პირველ რიგში, მოხდება მოსწავლესთან გასაუბრება. შემდგომ მისი ასაკისა და შესაძლებლობლების გათვალისწინებით ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა. ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო პროცესი განხორციელდება ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული საჭიროების შესაბამისად.

უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე ცენტრის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მიმართოს სკოლას სასწავლო პროცესში მონაწილეობის მიღების მიზნით. სკოლა გამოსცემს ბრძანებას მოსწავლის სასწავლო პროცესში მონაწილეობის მიზნით, შესაბამისი კლასის გაკვეთილზე დასწრების შესახებ და უზრუნველყოფს მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართულობას, განმსაზღვრელი შეფასების გარეშე. ამ დროს, მშობელთან შეთანხმების საფუძველზე, მოსწავლე არ არის ვალდებული თანაკლასელების მსგავსად სკოლაში დადიოდეს საგაკვეთილო ცხრილის შესაბამისად. ადაპტირებისა და სოციალიზაციის მიზნით სკოლა აკეთებს ყველაფერს, რათა დაცული იყოს მოსწავლის საუკეთესო ინტერესები. 

იმ პირების განათლების აღიარების მიზნით, რომლებიც ვერ ახერხებენ უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების დადასტურებას, ცენტრი ატარებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებას და შედეგებს აცნობებს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელშიც გააგრძელა პირმა სწავლა. თუ ადმ. წარმოების შედეგად ვერ დადასტურდა პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში ზოგადი განათლების მიღების ფაქტი ან შესაბამისობა კონკრეტულ საგნებთან, პირი უფლებამოსილია საგნები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაძლიოს ინდივიდუალური გეგმით ან ექსტერნატის ფორმით. 

ცენტრის მიერ შემუშავებული ზოგადი რეკომენდაციების საფუძველზე, უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების შესაბამისობის შესახებ სკოლა ამზადებს დასკვნას. დასკვნის შედგენის მიზნით, სკოლა ადგენს დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული საგნების შესაბამისობას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებთან. დასკვნაში მიეთითება პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში გავლილი საგნები, რომლებიც შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებს და ამ საგნებში მიღებული შეფასებების ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შეფასებებზე გადაყვანის შედეგად მიღებული შეფასებები. 

იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე ცენტრში წარდგენილი განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებისათვის განსაზღვრულ ვადაში, ცენტრში შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემი დაწესებულების მიერ დადასტურებული არ არის უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა, გამოიცემა პირობითი გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება ბათილია გამოცემის მომენტიდან, თუ არ დადასტურდება უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა. 

პირი სკოლაში ირიცხება განათლების აღიარების/აღიარებაზე უარის თქმის დოკუმენტში მითითებული კლასის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ განათლების აღიარების/აღიარებაზე უარის თქმის დოკუმენტიდან არ ირკვევა, თუ რომელ კლასში აქვს პირს მიღებული განათლება, იგი ირიცხება ასაკის შესაბამის ან, მისი თანხმობის შემთხვევაში, უფრო დაბალ კლასში.

პირი უფლებამოსილია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგნები, რომლებთან შესაბამისობაც არ იქნა დადგენილი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლიოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ან ექსტერნატის ფორმით. 

ინდივიდუალურ გეგმაში მასწავლებელმა უნდა გაწეროს საგნის/საგნების მისაღწევი შედეგების გრაფიკი, ხოლო ინდივიდუალური გეგმის დაძლევის შეფასების ინსტრუმენტი განისაზღვრება სკოლის დირექტორის ბრძანებით (ტესტი, ზეპირი გამოცდ, კომპლექსური დავალება და სხვა).  

ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში, გარდა მოსწავლისათვის ინდივიდუალურად განსაზღვრული სასწავლო მიზნებისა და მიზნის მიღწევის ვადებისა, განისაზღვრება შემდეგი: მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი და/ან ინდივიდუალური მეცადინეობები, მეცადინეობების დრო, ადგილი და ხანგრძლივობა.

იმ შემთხვევაში, თუკი პირმა ვერ შეძლო ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგნის/საგნების, რომლებთან შესაბამისობაც არ იქნა დადგენილი, ინდივიდუალური სასწავლო გეგმით ან ექსტერნატის ფორმით დაძლევა სასწავლო წლის დასრულებამდე, სკოლა არ არის უფლებამოსილი მოსწავლე გადაიყვანოს მომდევნო კლასში. 

სკოლას შემუშავებული აქვს შემდეგი რეკომენდაციები, უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი საგანმანათლებლო თავსებადობის დადგენის საკითხებთან დაკავშირებით:

  1. მოსწავლის მშობლის / კანონიერი წამომადგენლის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის გაცნობა – დამუშავება. 
  2. მოსწავლესთან გასაუბრება და მოსწავლის განაწილება შესაბამის ასაკობრივ კლასში. 
  3. გადაწყვეტილების მიღება საგნების დაძლევასთან დაკავშირებით: ისგ თუ ექსტერნატის ფორმა;
    1. ისგ-ს შედგენა (იმ შემთხვევაში, თუ საგნების დაძლევა განისაზღვრება ინდ. გეგმით) ან ექსტერნის გამოცდა.
    2. მოსწავლის აკადემიური მოსწრების მონიტორინგი (ისგ-ს მიხედვით).

არჩევითი საგნები

არჩევითი საგნები  შეირჩევა მომავალ სასწავლო წელს მოსწავლეებთან შეთანხმებით

მოსწავლეთა სასკოლო ექსკურსიის შესახებ

ეს წესი შემუშავებულია სკოლაში ექსკურსიის დაგეგმვისა და პასუხისმგებლობების პროცედურების განსაზღვრის მიზნით. ექსკურსიები და გასვლითი ღონისძიებები მოსწავლეებს დიდ საგანმანათლებლო გამოცდილებას სძენს. რაოდენ აქტიური, მოსწავლეზე ორიენტირებული, მრავალფეროვანი გარემოც არ უნდა იყოს საკლასო ოთახში, ფორმალურ გარემოში შეძენილი ცოდნა და აქ განვითარებული უნარები მაინც არ არის საკმარისი, კლასგარეშე განათლება, რომელსაც მოსწავლე არაფორმალურ გარემოში იღებს, ისევე მნიშვნელოვანია მისი სოციალური და კვლევითი უნარების განვითარებისთვის, როგორც კლასში გამოყენებული სპეციალური მეთოდები. უფრო მეტიც – ამ დროს მოსწავლეები გართობისა და დასვენების დროს გაუცნობიერებლად იძენენ ახალ ცოდნას, განივითარებენ უნარ-ჩვევებს, გამოიმუშავებენ გარემოსადმი სწორ დამოკიდებულებას. თუმცა ყოველივე ეს ვერ მოხერხდება, თუ მასწავლებელმა სწორად არ ჩამოაყალიბა ამ ღონისძიების მიზანი. ამიტომ მნიშვნელოვანია მასწავლებელმა წინასწარ დროში გაწერილი გეგმა შექმნას ექსკურსიისთვის.

სასწავლო ექსკურსიები და მათი როლი

ექსკურსია არაფორმალური განათლების განსაკუთრებულ ფორმას წარმოადგენს, სწორად ორგანიზებული ექსკურსია შეიძლება გავხადოთ სწავლების ხარისხის გაუმჯობესების საუკეთესო წყაროდ. სიტყვა „ექსკურსია“ ლათინური წარმოშობისაა და გასვლას, გასეირნებას, რომელიმე კონკრეტული ადგილის დათვალიერებას ნიშნავს. სასწავლო ექსკურსია კი მის შესწავლას ან შესწავლილის თვალნათლივ მონახულებას. „ექსკურსია” ასევე განიმარტება, როგორც კოლექტიური დათვალიერება რისამე; გამგზავრება, გასეირნება სასწავლო, სამეცნიერო, სპორტული ან გართობის მიზნით. ექსკურსიის უმთავრესი ელემენტებია ჩვენება და თხრობა, მაგრამ ობიექტების ყოველგვარი დათვალიერება არ შეიძლება იყოს ექსკურსია. ექსკურსია ეწოდება კვალიფიციური ხელმძღვანელის, ექსკურსიამძღოლის, მიერ წინასწარ მოფიქრებული გეგმის მიხედვით, გარკვეული თანამიმდევრობითა და შინაარსით, საექსკურსიო ობიექტების ისეთ დათვალიერებას, რასაც თან ახლავს რომელიმე თემის ახსნა. ექსკურსია არის ფორმა საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო საქმიანობისა, რომლის დროსაც ადამიანთა ჯგუფი (ექსკურსანტები) გათვითცნობიერების მიზნით პირის (ექსკურსიამძღოლის) ხელმძღვანელობით სწავლობს საგანს ან მოვლენას მისი ბუნებრივი მოცემულობის პირობებში, მიდის რაადგილზე მის დასათვალიერებლად. ეს განსხვავებები განპირობებულია იმ ამოცანების ცვალებადობით, რომლებსაც ესა თუ ის საზოგადოება უყენებს ექსკურსიას. ექსკურსიები თავისი ამოცანებით და მონაწილეებზე ზემოქმედებით წარმოადგენს პედაგოგიურ პროცესს. როგორც ყველა პედაგოგიურ პროცესში, ექსკურსიაშიც მონაწილეობს ორი მხარე: მასწავლებელი (ექსკურსიამძღოლი), რომელიც ასწავლის და ექსკურსანტები, რომლებიც სწავლობენ. მასწავლებელი-ექსკურსიამძღოლი გადასცემს ცოდნას განსაზღვრულ თემაზე,  ექსკურსანტები კი ამ ცოდნას ითვისებენ. ამ ორი მხარის ურთიერთქმედება არის პედაგოგიურიპროცესის საფუძველი. ჩატარების ფორმის მიხედვით ექსკურსია შეიძლება იყოს: 

  • მასობრივი (მისი მონაწილეები გადაადგილდებიან რამდენიმე ავტობუსით);
  • ექსკურსია-გასეირნება (აერთიანებს შემეცნების და დასვენების ელემენტებს, ტარდება ტყეში, პარკში, ზღვაზე დაა. შ.);
  • ექსკურსია-ლექცია (თხრობა ჭარბობს ჩვენებას);
  • ექსკურსია-კონცერტი (ეძღვნება მუსიკალურ თემას);
  • ექსკურსია-სპექტაკლი (ლიტერატურულ-მხატვრული ექსკურსიის ფორმა, მომზადებული მხატვრული ლიტერატურის კონკრეტული ნაწარმოების საფუძველზე) და სხვა. 

სასწავლო ექსკურსია განიხილება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის უკეთ წარმართვის ფორმად, რომლის საშუალებითაც მოსწავლე აკვირდება სხვადასხვა საგანს და მოვლენას, რის შედეგად იძენს ახალ ცოდნას. სასწავლო ექსკურსიების ჩატარება ისეთ ადგილებში, როგორებიცაა: მუზეუმი, ისტორიული ძეგლი, წარმოება, ბუნების რაიმე განსაკუთრებული ადგილი და სხვა, ყოველთვის ასრულებენ ისეთ დიდაქტიკურ ფუნქციებს, რომელთა მეშვეობითაც მასწავლებელს შეუძლია საგანგებო კორექტივი შეიტანოს თავის მუშაობაში. ასეთი ექსკურსიები საჭირო დოზირებით და დანიშნულებით შეტანილია სასწავლო პროგრამებში, როგორც სწავლების სისტემის გარკვეული და სავალდებულო ნაწილი. სასწავლო ექსკურსიები თავისი დანიშნულებითა და შინაარსით პირობითად შეიძლება დაიყოს რამდენიმე სახეობად, კერძოდ: საბუნებისმეტყველო, საწარმოო, ისტორიულ- ლიტერატურული, სამხარეთმცოდნეო და ზოგადი. სასწავლო ექსკურსიების კლასიფიკაციას საფუძვლად ისიც უდევს, თუ რა დიდაქტიკური მიზნის გადაწყვეტას ემსახურება მისი ჩატარება: ახალი მასალის გაცნობას თუ უკვე შესწავლილის განმტკიცებას. ორივე შემთხვევაში მასწავლებელი ისახავს და წყვეტს კონკრეტულ ამოცანას, რომლის გადაჭრისას გათვალისწინებული უნდა იყოს მოსწავლეთა ასაკი და ინდივიდუალური თავისებურებები.

მასწავლებლის, როგორც ექსკურსიამძღოლის, პედაგოგიურ საქმიანობაში განასხვავებენ შემდეგ ეტაპებს:

  1. მასწავლებლის და ჯგუფის მომზადება ექსკურსიისათვის;
  2. თვით ექსკურსიის ჩატარება;
  3. ექსკურსიის შემდგომი სამუშაო, რომელიც განამტკიცებს საექსკურსიო მასალას.

სასწავლო ექსკურსიის ჩატარების წარმატება დამოკიდებულია მისი წინა სამზადისის სწორ გააზრებაზე, საექსკურსიო ადგილის შერჩევასა და დაგეგმვაზე, თვით მასწავლებლის კომპეტენტურობაზე, იქ დამხვდურთა მომზადებაზე და სხვა ცნობილი თუ მოულოდნელი ვითარების სწორ  მართვაზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია მოსწავლეთა სურვილისა და განწყობის გათვალისწინება, სასწავლო ექსკურსიის ჩატარება და შედეგების შეჯამება. სამივე დასახელებული ეტაპი განაპირობებს ურთიერთ წარმატებას. თუ ექსკურსიას წორად მომზადდა და ჩატარდა, მაშინ წარმატებაც მისი შედეგების შეჯამების დროს იჩენს თავს. თვით შეჯამება შეიძლება ჩატარდეს წერითი სამუშაოს შესრულებით, გამოფენის მოწყობით, დისკუსიით, კონფერენციით და სხვა.

ექსკურსიების ჩატარებას სკოლაში აქვს უდიდესი მნიშვნელობა მოსწავლეთა განათლებისა და მსოფლმხედველობის ფორმირებისათვის.

სასწავლო ექსკურსიის მნიშვნელობა

მოსწავლე სწავლობს როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ გარემოში. ასეთ ღონისძიებებზე მოსწავლეებს სოციალური და საკუთარი თავის მართვის უნარ- ჩვევებიც უვითარდებათ. ვიზიტების დროს ისინი არა მხოლოდ სწავლობენ, არამედ ისვენებენ კიდეც, თანაც ამას ორგანიზებული,  კოლექტიურიფორმა აქვს.

სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი წინასწარ უნდა დაიგეგმოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ის საინტერესო და საგანმანათლებლო ღირებულების მატარებელი.გასვლითი ღონისძიებები მოსწავლეებს დიდ საგანმანათლებლო გამოცდილებას სძენს. რაოდენ აქტიური, მოსწავლეზე ორიენტირებული, მრავალფეროვანი გარემოც უნდა იყოს საკლასო ოთახში, ფორმალურ გარემოში შეძენილი ცოდნა და აქ განვითარებული უნარები მაინც არ არის საკმარისი, მაინც ლიმიტირებულია. ბუნებრივი ძეგლისა თუ მუზეუმის მონახულებამ

მოსწავლეს ბიოლოგიასა და მცენარეული საფარით მდიდარ (ან თუნდაც ღარიბ) ობიექტებზე, შეიძლება უფრო მეტი ცოდნა შესძინოს, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში გავლილმა სახელმძღვანელომ. იგივე შეიძლება ითქვას ისტორიასა და ისტორიულ ობიექტებზე, სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და გამოფენებზე, ქიმიასა და საწარმოზე, ქართულ ენასა და ლიტერატურასა დამწერალთა სახლ-მუზეუმებზე.

სასკოლო ექსკურსიებს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს სკოლის კლასგარეშე განათლებისას. სასკოლო ექსკურსიებზე მოსწავლეებს არამარტო ნასწავლის შესახებ ბუნებრივ გარემოში განცდის შესაძლებლობა აქვთ, არამედ აქ მათ მნიშვნელოვანი სოციალური და თვით მართვის ჩვევებიც უვითარდებათ. მნიშვნელოვანია, რომ ექსკურსია წინასწარ იყოს დაგეგმილი. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება მას მაქსიმალური ეფექტი, ამ დროს იქნება იგი

ზედმიწევნით საინტერესო და საგანმანათლებლო ღირებულების მატარებელი. სასკოლო ექსკურსიების დროს მოზარდები, გარდა იმისა, რომ კულტურის საინტერესო ძეგლებს ათვალიერებენ, უკეთაც ეცნობიან ერთმანეთს, რაც მათ შემდგომ ურთიერთობაზე დადებითად მოქმედებს, ექსკურსია იმთავითვე გართობასთან იყო გაიგივებული და მასწავლებელიმათ უმეტესად სასწავლო წლის ბოლოს აწყობდა. მართებულია ექსკურსია

ჩატარდეს:

1. სასწავლო წლის დასაწყისში. ამ შემთხვევაში ის ხელს უწყობს მოსწავლეთა და მასწავლებელთა დაახლოებას, აღვივებს ინტერესს ამა თუ იმ საკითხის მიმართ, ზრდის სწავლის მოტივაციას;

2. სასწავლო წლის დასასრულს, როდესაც მოსწავლეებს უკვე აქვთ სათანადო ცოდნა დაუნარ-ჩვევები და შეუძლიათ, რეალურ გარემოში დააკვირდნენ ბუნებას, ისტორიულ ძეგლებსა თუ გარკვეულ სამუშაო გარემოს;

3. წლის განმავლობაში, საგნის სპეციფიკიდან და სასწავლო პროცესის საჭიროებიდან გამომდინარე.

პირველ ორ შემთხვევაში ექსკურსიას ნაკლებად აქვს აკადემიური დატვირთვა და უფრო გასართობ ხასიათს ატარებს, ხოლო მესამე საგანმანათლებლო ხასიათისაა. ამ დროს მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, რეალურ გარემოში დააკვირდნენ ვითარებას და გაეცნონ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებულ თავისებურებებს. სწორედ ამგვარ ექსკურსიებს შეიძლება ეწოდოს სასწავლოშემოქმედებითი ვიზიტები. ეს ვიზიტები მასწავლებელმა სასწავლო გეგმას უნდა დაუკავშიროს და საგანმანათლებლო დატვირთვა მიანიჭოს. სასწავლოშემეცნებით ვიზიტს საილუსტრაციო ფუნქცია აქვს. აქ ნანახი და მოსმენილი მოსწავლეებს უკეთ ამახსოვრდებათ, ვიდრე მხოლოდ მოყოლილი ან ფორმალურ გარემოშიშესწავლილი მასალა.

საექსკურსიო სასწავლო გეგმის სტრუქტურა

საექსკურსიო სასწავლო გეგმა უნდა დაეყრდნოს ეროვნულ სასწავლო გეგმას. სასწავლო გეგმა მოიცავს სამ ძირითად ნაწილს 

ა) ექსკურსიის დაგეგმვა, 

ბ) საექსკურსიო მარშრუტებსა და 

გ)საექსკურსიო აქტივობები.

 საექსკურსიო აქტივობები იმდენად ზოგადია, რომ მათი გამოყენება რამდენიმე მიმართულებით შეიძლება. ასევე აბსოლუტურად დასაშვებია, ამ აქტივობების ნებისმიერი სახით კომბინირება და თითოეულ ექსკურსიაზე რამდენიმეს გამოყენება.უნდა გვახსოვდესისიც, რომ ჯობია ერთი აქტივობა გავაკეთოთ ისე, რომ მოსწავლეებს საკმარისი დრო ჰქონდეთ დაფიქრებისა და სამუშაოს შესრულებისათვის. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ მოსწავლეებს ექსკურსიაზე უნდა დავუტოვოთ დრო, ერთმანეთთან ურთიერთობისთვის, გარემოს დამოუკიდებლად შეცნობისთვის და სხვა.

სასურველია, ექსკურსია მასწავლებლებისა და მოსწავლეების აქტიური თანამშრომლობით დაიგეგმოს და ყველა აქტივობა წინასწარ, ექსკურსიამდე მომზადდეს. რაც შეუწყობს მათში დაგეგმვის უნარებისა და ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის ფარგლებში ნასწავლი ცოდნის პრაქტიკული გამოყენების ჩვევების განვითარებას. მასწავლებელმა უნდა აუხსნას მოსწავლეებს, სად იქნება ექსკურსია და რა აქტივობაა დაგეგმილი, გააფრთხილოს იმ მასალების შესახებ, რომლებიც მათ შესაძლოა ექსკურსიაზე, ექსკურსიის წინ ან შემდეგ დასჭირდეთ. სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის დროს აქტივობები ხშირად რამდენიმე საგნის სასწავლო გეგმის ინტეგრირებას ახდენს (მაგ., ქართულის, ისტორიის, გეოგრაფიის, ბუნებისმეტყველების, ფიზკულტურის, ხელოვნების). 

ამდენად, ასეთ აქტივობათა დაგეგმვისას სხვადასხვა საგნის მასწავლებელთა ერთობლივი და შეთანხმებული მუშაობა შესაძლოა უფრო მეტად ეფექტიანი იყოს. როდესაც ერთი ვიზიტი იგეგმება რაიმე ობიექტზე, მაგალითად, საწარმოში, შეიძლება მისი განხილვა სხვადასხვა საგნის პერსპექტივიდან. ამ დროს მასწავლებლებმა შეიძლება მოსწავლეებთან ერთად განახორციელონ ერთობლივი დიდი კვლევითი პროექტი, შეისწავლონ საწარმოს ისტორია, განვითარება, გეოგრაფია, საიდან მარაგდება იგი რესურსებით, სად გააქვს პროდუქცია, როგორი ტექნოლოგიები გამოიყენება დარა პროცესები მიმდინარეობს აქ. ამგვარი ინტეგრირების ღირსება ის არის, რომ ობიექტის შესწავლა ხდება მრავალმხრივი პერსპექტივით და შეძენილი ცოდნა უფრო კომპლექსურია. იმავდროულად, თანხებიც იზოგება, რადგან თითოეული საგნის ფარგლებში არ იგეგმება ცალ-ცალკე გასვლა. გარდა ამისა, ასეთი გასვლები ხელს უწყობს მასწავლებლებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, პასუხისმგებლობისგადანაწილებას.

სკოლის გარეთ სწავლებას შესაძლოა გარკვეული პრობლემები ახლდეს თან, ამიტომ აუცილებელია სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის დეტალური დაგეგმვა, რათა გაუგებრობები თავიდან ავიცილოთ. მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს და დაგეგმოს: სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის მიზანი, სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის ზუსტი დრო, მოსწავლეების რაოდენობა. მოსწავლეები შეიძლება აქტიურად ჩაებან ვიზიტის დაგეგმვაში, როგორც ადგილის, ისე სატრანსპორტო საშუალების, გასვლისა და ჩამოსვლის დროის, საკვების შერჩევისას; მათ შეიძლება დაევალოთ ამინდის გრძელვადიანი პროგნოზის გაცნობა ჯერ სავარაუდო, შემდეგ კი ზუსტი თარიღის დასაგეგმავად.ექსკურსიის მიმართულების დადგენის და შესაძლო ხარჯების დათვლის გარდა მნიშვნელოვანია დროის დაგეგმვა. მოსწავლეებმა უნდა ჩამოაყალიბონ ექსკურსიის განრიგი. მანძილის და ავტობუსის საშუალო სიჩქარის გამოყენებით ისინი გამოთვლიან დროს, რომელსაც ისინი გზაში გაატარებენ. თუ გასვლის დროსა და დაბრუნების სასურველ დროებს განუსაზღვრავს, მასწავლებელს აქვს საშუალება მოსწავლეები ავარჯიშოს დროითი გეგმის შედგენაზე. უკან დასაბრუნებლად საჭირო დროის გათვლისას მოსწავლეებმა უნდა გაითვალისწინონ მოგზაურობის დროების ხვადასხვა პუნქტებს შორის.

დაგეგმვის პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა ზრდის მათ მოტივაციასა და თვითრწმენას.სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის დროს ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა კლასის სიდიდეზეა დამოკიდებული. სასურველია, 5-6 ბავშვს ერთი უფროსი ახლდეს (პედაგოგი, სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელი ან მშობელი). მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ისიც, რომ მუზეუმში არსებობს გარკვეული შეზღუდვები – შესაძლოა, ყველა მოსწავლე ერთად არ შეუშვან. ამან შეფერხებები რომ არ გამოიწვიოს, საჭიროა ინფორმაციის წინასწარმოძიება. მასწავლებელმა წინასწარ უნდა მიაწოდოს მოსწავლეებს ინფორმაცია სასწავლო- შემეცნებითი ვიზიტის გეგმის შესახებ – რა უნდა ნახონ, რას უნდა მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება და ა.შ. ვიზიტის დროს მან უნდა წააქეზოს მოსწავლეები კითხვების დასასმელად. შესაძლოა, საჭირო იყოს ჩანიშვნების გაკეთებაც.  თუ ექსკურსია სასწავლო მიზანს ემსახურება, მაშინ: სასწავლო ექსკურსიამდე მასწავლებელი  აცნობს მოსწავლეებს მის მიმართულებას, მიზანს, აგრეთვე იმას, რა სასწავლო თემატიკას  ეხმიანება ღონისძიება. მასწავლებელმა წინასწარ უნდა განსაზღვროს ვიზიტის დროს ჩასატარებელი  აქტივობები. თუ ის ჩანახატების, ჩანაწერების გაკეთებას ითვალისწინებს, წინასწარ გააფრთხილეთ მოსწავლეები, რა ნივთები წამოიღონ თან. შესაძლოა, ეს იყოს დაკვირვების ანკეტაც, რომელიც წინასწარ დგება. მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ საჭიროა, არაფორმალურ გარემოში ყური დაუგდონ და მისდიონ მასწავლებლის ინსტრუქციებს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და დაიცვან უსაფრთხოების ზომებ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ვიზიტის დროს კონტაქტი ექნებათ ცხოველებთან.

სასწავლო ექსკურსიის დროს მასწავლებელი უნდა ეცადოს, აქტივობები მრავალფეროვანი და სახალისო იყოს, რათა ადვილადშეძლოს კლასის მართვა. უმჯობესია, აქტივობებს ჯგუფური ხასიათი ჰქონდეს, თუმცა შეჯიბრების ელემენტიც იყოს გათვალისწინებული, მაგალითად, მან, ვინც მეტად გამოიჩენს თავს, ჯილდო მიიღოს. დრომ, რომელსაც მოსწავლეები გზაში ატარებენ, ფუჭად არ უნდა ჩაიაროს. ურიგო არ იქნება, თუ მოკლე დავალებებს მათ ამ დროსაც მივცემთ. მაგალითად, დროის აღრიცხვას, მიდამოზე დაკვირვებას (ბუნება, დასახლების ტიპი, მანქანების ინტენსივობა გზაზე…). შეიძლება, ეს დრო გამოვიყენოთ ჩასატარებელი აქტივობების თაობაზე ინსტრუქციების მისაცემად, კლასის ჯგუფებადდასაყოფად. მოსწავლეები აკვირდებიან და შეისწავლიან გარემოს. მათ თან უნდა ჰქონდეთ რვეულები/ ბლოკნოტები, სადაცსაკუთარ დაკვირვებებს აღწერენ.დაკვირვების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს შეკრებს და გამართავს მსჯელობას მათ მიერ გამოვლენილი საკითხების შესახებ, რის შემდეგაც მოსწავლეები რვეულში ჩანიშნულ თეზისებს ახალ ინფორმაციას დაამატებენ. 

სასწავლო ექსკურსიის შემდეგ

ვიზიტის შემდეგ მოსწავლეებს ევალებათ პროექტის დასრულება, რაც საუკეთესო საშუალებაა დამოუკიდებელი კვლევისთვის. პროექტს მოსწავლეები გარკვეული ხნის (მაგალითად, ერთი კვირის) განმავლობაში ამუშავებენ და შემდეგ აუდიტორიას წარუდგენენ. 

ექსკურსიის დაგეგმვის აუცილებელი პროცედურები

სკოლას დაევალა გადამყვანი კომპანიისგან/ფიზიკური პირისგან მოითხოვოს მძღოლის კვალიფიკაციისა და ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტები. სკოლის დირექცია დაგეგმილი ექსკურსიის თარიღის, ლოკაციის, აქტივობების, მონაწილე არასრულწლოვანი და სრულწლოვანი პირების შესახებ სრულად უნდა იყოს ინფორმირებული.

ექსკურსიის ორგანიზატორისა და ხელმძღვანელის მოვალეობები

1.ექსკურსიის ორგანიზატორი/ხელმძღვანელი პასუხისმგებელია მგზავრობის პროცესში და ექსკურსიის ლოკაციაზე მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე, რისთვისაც იგი გამოითხოვს და სკოლის დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს მიმართავს ექსკურსიამდე არანაკლებ 10 დღით ადრე და დანართების სახით წარუდგენს: ტრანსპორტის გამართულობის დამადასტურებელ დოკუმენტს, მძღოლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისი კატეგორიის ავტომანქანის მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობის ასლს, ინფორმაციას ექსკურსიის მიზნების, დაგეგმილი აქტივობების, მონაწილე პირების (მათ შორის, მცირეწლოვნების), პასუხისმგებელი პირების, ექსკურსიის თარიღისა და ლოკაციის შესახებ.

2. სკოლის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი განიხილავს წარდგენილ ინფორმაციას/დოკუმენტებს და იღებს გადაწყვეტილებას ექსკურსიის განხორციელების შესახებ გონივრულ ვადაში.

3. ექსკურსიის ორგანიზატორი ვალდებულია მოსწავლეს, მის წარმომადგენელს და ექსკურსიაში მონაწილე სხვა პირებს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია ექსკურსიის თარიღის, ლოკაციის, დაგეგმილ ღონისძიებათა მიზნების, აქტივობების და მონაწილე და პასუხისმგებელი პირების შესახებ.

4. ექსკურსიის ორგანიზატორს უნდა ჰქონდეს მოსწავლის მშობლის წერილობითი თანხმობა ექსკურსიაში მოსწავლის მონაწილეობის შესახებ, თუ მოსწავლის წარმომადგენელი არ ახლავს მას ექსკურსიაზე.

5. ექსკურსიაში მონაწილე სრულწლოვან პირთა შორის უნდა იყოს სულ მცირე ერთი ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევები.

6. ექსკურსიის ხელმძღვანელს სრულყოფილად უნდა ჰქონდეს მონაწილე მოსწავლეებისა და მშობლების მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია მონაწილე მოსწავლის სპეციალური საჭიროებების შესახებ.

ტრანსპორტირების წესი

1.მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების ექსკურსიაზე ტრასპორტირება უნდა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ იმ სატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც გავლილი აქვს ტექდათვალიერება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სატრანსპორტო საშუალებას უნდა მართავდეს შესაბამისი გამოცდილებისა და სათანადო კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე მძღოლი.

3. სატრანსპორტო საშუალებაში უნდა იყოს განთავსებული პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთა.

4. მოსწავლეთა ტრანსპორტირებისას მათი კვების მიზნით საკვები პროდუქტების ტრანსპორტირება უნდა ხორციელდებოდეს სანიტარული პირობების დაცვით.

5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანთათვის ტრანსპორტირება უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი საჭიროების გათვალისწინებით.

პასუხისმგებლობა

ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დასკვნა

სკოლა ხელს უწყობს: აღზარდოს ჰარმონიულად განვითარებული სწორი პროფესიული ორიენტაციის, გონებრივი შესაძლებლობის შესაბამისად განათლებული, საკუთარი და სამშობლოს მომავალზე ორიენტირებული ახალგაზრდა,  რომელსაც ექნება აქტიური მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა.