სკოლის მისიაა ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში აღზარდოს ჰარმონიულად
განვითარებული სწორი პროფესიული ორიენტაციის, გონებრივი
შესაძლებლობის შესაბამისად განათლებული, საკუთარი და სამშობლოს
მომავალზე ორიენტირებული ახალგაზრდა. სკოლა უზრუნველყოფს
მოსწავლეებს სწავლის სიყვარულისა და კრიტიკული უნარების გაძლიერებით
მისცეს ისეთი განათლება, რომელიც საშუალებას მისცემს მათ გამოიყენონ
თავიანთი სრული პოტენციალი აკადემიურად, სოციალურად და ემოციურად.

ჩვენი ხედვაა ვიყოთ საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც
შთააგონებს კრეატიულობასა და ინოვაციას მოსწავლეს სწავლის ყველა
ასპექტში. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ დინამიური და მიმზიდველი სასწავლო
გარემო, რომელიც ამზადებს მოსწავლეებს გახდნენ გლობალური
მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ ყველა უნარი და შესაძლებლობა 21-ე
საუკუნის გამოწვევების დასაძლევად.

ღირებულებები:

  • პატივისცემა;
  • ეთიკური ქცევის დაცვა ყველა ურთიერთობისას;
  • გუნდურობა და მხარდაჭერა;
  • კრიტიკული აზროვნება;
  • პასუხისმგებლობა;
  • გარემოს დაცვა;
  • სამოქალაქო ჩართულობა.