შპს “სკოლა თამარიონი+”-ის
შვიდწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა
2024-2031 წლები
შპს “სკოლა თამარიონი+” არის კერძო ზოგადსაგანმაანთლებლო დაწესებულება. სკოლა მოსწავლეებს სწავლებას სთავაზობს ზოგადი განათლების დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე. კურსდამთავრებულებს საშუალო საფეხურის დონის დაძლევის შედეგად ეძლევათ ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
შპს “სკოლა თამარიონი+” მოსწავლეებს სთავაზობს მაღალი ხარისხის განათლებას, რომელსაც უზრუნველყოფს მაღალი აკადემიური კვალიფიკაციის, გამოცდილების მქონე აკადემიური პერსონალისა და ეფექტური სასწავლო პროცესის კომბინაციით. შპს “სკოლა თამარიონი+” მიზნად ისახავს, მოამზადოს დემოკრატიული ფასეულობებისა და ეთიკური ნორმების მიმდევარი კურსდამთავრებულები და ამით წვლილი შეიტანოს საზოგადოების განვითარებასა და ცოდნის გაზიარებაში.
სასწავლო კურიკულუმები შექმნილია ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით. სკოლა განუწყვეტლივ იზრუნებს სასწავლო პროცესში მაღალი კვალიფიკაციის აკადემიური პერსონალისა და მოწვეული მასწავლებლების მოზიდვა-ჩართვაზე. სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის შპს “სკოლა თამარიონი+” მუდმივად გააძლიერებს აკადემიურ- სამეცნიერო რესურსს და ზრუნავს იზრუნებს პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე.
შპს “სკოლა თამარიონი+”ს მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა ბაზრის მოთხოვნებთან მიმართებაში. მიზნის მისაღწევად დანერგავს სწავლების თანამედროვე მეთოდებს, განაახლებს სასწავლო პროგრამებსა და მასალებს და ხელს შეუწყობს ინოვაციების დანერგვას.
ქვეყნისა და საერთაშორისო დონეზე ზოგადი განათლების სისტემის განვითარების შესაბამისად შპს “სკოლა თამარიონი+” სისტემატურად განაახლებს სტრატეგიული განვითარების გეგმას, რათა ამ გზით უზრუნველყოს სკოლის მისიისა და ამოცანების შესაბამისობა მუდმივად ცვალებად გარემოსთან.
შემუშავდა შპს “სკოლა თამარიონი+” ის სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომლის მიხედვითაც სკოლა იმოქმედებს მომავალი 7 წლის განმავლობაში (2024/25 – 2030/31 აკადემიური წლები).
დაგეგმვის მეთოდოლოგია
შპს “სკოლა თამარიონი+” ის სტრატეგიული დაგეგმვის პროცესი მიმდინარეობდა დაინტერესებულ მხარეთა აქტიური ჩართულობით. პროცესს სათავეში ედგა შპს “სკოლა თამარიონი+” ის დირექტორი. სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის ინიცირება, შესრულება და შედეგების განხილვა ხდებოდა სამუშაო ჯგუფის მიერ.
2024/25 – 2030/31 აკადემიური წლების სტრატეგიულ გეგმასთან დაკავშირებით შპს “სკოლა თამარიონი+” ის სამუშაო ჯგუფის მონაწილეობით, გაიმართა შეხვედრები სკოლას დაინტერესებულ ჯგუფებთან, ჩატარდა ონლაინ გამოკითხვები, სადაც განიხილებოდა ამ თემასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი.
განხილვების შედეგად ჩამოყალიბდა შეხედულებები შპს “სკოლა თამარიონი+” ის მისიის, ხედვის, ღირებულებებისა და საქმიანობის შესახებ და უკვე შემდგომ სამუშაო ჯგუფმა სასკოლო საზოგადოებიდან მიღებული უკუკავშირის საფუძველზე განახორციელა მისიის, ხედვისა და ღირებულების მოდიფიცირება და საბოლოო ვერსიის შექმნა.
გარემოში არსებული ძალებისა და ორგანიზაციის შიდა პროცესების შეფასების მიზნით სამუშაო ჯგუფმა ჩაატარა ე. წ. SWOT ანალიზი. შედეგების საფუძველზე გამოავლინა შპს “სკოლა თამარიონი+” ის წინაშე არსებული შესაძლებლობები და საფრთხეები (OT ნაწილი), სკოლის ძლიერი და სუსტი მხარეები (SW ნაწილი) და დაიტანა შესაბამის მატრიცაზე. სამუშაო ჯგუფმა SWOT ანალიზის შედეგად განსაზღვრა გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნები.
პარტნიორთა კრებამ სამუშაო ჯგუფთან ერთად განსაზღვრა და დაამტკიცა შპს “სკოლა თამარიონი+” ის 3 ძირითადი სტრატეგიული მიზანი, რომლის შესრულებისთვისაც იმოქმედებს სკოლა მომავალი 7 წლის განმავლობაში:
- სწავლების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება
- ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა
- უცხოური ენების მაღალ დონეზე შესწავლა
- შენობის გაფართოება
პარტნიორთა კრების მიერ დამტკიცებულ სტრატეგიული მიზნებს სტრუქტურულმა ერთეულებმა განსაზღვრეს სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების გაზომვადი ინდიკატორები, რეალისტური ვადები, პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები და შესაბამისი რესურსები.
ასევე, სამუშაო ჯგუფი სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიის შესაბამისად პერიოდულად გადახედავს სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებს და, საჭიროების შემთხვევაში, შეიტანს ცვლილებებს.
SWOT ანალიზი
შპს “სკოლა თამარიონი+” ის შიდა და გარე ფაქტორების გასაანალიზებლად სამუშაო ჯგუფმა ჩაატარა სკოლის SWOT ანალიზი. SWOT ანალიზის შედეგად გამოვლინდა სკოლის ძლიერი და სუსტი მხარეები და, ამასთანავე, შესაძლებლობები და საფრთხეები, რამაც განაპირობა კონკრეტული სტრატეგიული მიზნების, ამოცანებისა და აქტივობების ჩამოყალიბება.
შპს “სკოლა თამარიონი+”ის ძლიერი მხარე:
- სწავლების პროცესი
- სკოლის აკადემიური პერსონალის პროფესიონალიზმი
- ადმინისტრაციულ თანამშრომელთა პროფესიონალიზმი
- საკლასო აუდიტორიების აღჭურვილობა
- სკოლის გამჭირვალობა
- მატერიალური ბაზა
- უსაფრთხო გარემო
- მეგობრული და თანასწორუფლებიანი გარემო
შპს “სკოლა თამარიონი+”ის სუსტი მხარე:
- თანამედროვე ტექნოლოგიების სიმცირე
- ბიბლიოთეკის საკითხავი სივრცის სიმცირე
- წიგნების (დამხმარე სახელმძღვანელოების, მხატვრული ლიტერატურის) ეგზემპლარების რაოდენობის სიმცირე
- სპორტული დარბაზი აღჭურვა თანამედროვე გასახდელებით
- საკადრო პოლიტიკა
შპს “სკოლა თამარიონი+” ის წინაშე არსებული შესაძლებლობები:
- ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება (რომლის საშუალებითაც შესაძლებელია განათლების ახალი, ინოვაციური გზებით მიწოდება)
- სკოლის გაცვლითი პროგრამები
- სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა
- საკანონმდებლო რეფორმა/ცვლილება კერძო სკოლებისთვის აკადემიური თავისუფლების გაზრდის კუთხით
- მომხმარებლის კმაყოფილება
- მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება
- უცხო ქვეყნის მოქალაქებიის დასახლება სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე
- ვაუჩერის გაზრდა თითოეულ მოსწავლეზე
- მასწავლებლებისთვის სტატუსის დანამატის გამოყოფა კერძო სკოლებისთვის
შპს “სკოლა თამარიონი+” ის წინაშე არსებული საფრთხეები:
- ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური გარემოს გაუარესება
- კონკურენციის ზრდა
- აკადემიური პერსონალის სიმცირე
- ხელფასების მატება საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის
- საკონონმდებლო ცვლილებები
სტრატეგიული განვითარების გეგმა
შპს “სკოლა თამარიონი+” ში განისაზღვრა სამი ძირითადი სტრატეგიული პრიორიტეტი (მიმართულება), რომლის შესრულებისკენაც განაგრძობს სკოლა სვლას მომავალი შვიდი წლის (2024/25 – 2030/31 აკადემიური წლების) განმავლობაში:
- სწავლების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება
- ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა
- უცხოური ენების მაღალ დონეზე შესწავლა
სწავლების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება
შპს “სკოლა თამარიონი+”ში საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების პროცესში ჩართულია სხვადასხვა დაინტერესებული მხარე, რაც საშუალებას იძლევა, მოსწავლეებს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ორიენტირებული და თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამები. სკოლა მუდმივად იზრუნებს სწავლების ხარისხზე და ამისათვის უზრუნველყოფს პროგრამების საჭიროებისამებრ განახლებას, საუკეთესო აკადემიური პერსონალის მოზიდვა-შენარჩუნებას.
სწავლების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება შპს “სკოლა თამარიონი+” ის ერთ-ერთი მახასიათებელი იქნება და ამავე მიდგომით გაგრძელდება მუშაობა შემდეგი აკადემიური წლების განმავლობაშიც.
ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა
სკოლა მუდმივად იზრუნებს გლობალური მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე და ეს ასახულია ჩვენს მისიასა და ხედვაში.
სკოლა მხარს დაუჭერს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას სასწავლო პროცესში, რისი საჭიროებაც კიდევ უფრო გამოიკვეთა პანდემიის პერიოდში. სკოლა აღჭურვილია კომპიუტერებითა და პროექტორით. სკოლა მიზნად ისახავს საბუნებისმეტყველო თუ სხვა მიმართულებით სწავლება ეტაპობრივად გახდეს უფრო თანამედროვე და გამოყენებულ იქნას ციფრული ტექნოლოგიები, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის მოსწავლეებში სწავლის ინტერესს.
უცხოური ენების მაღალ დონეზე შესწავლა
სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს რამდენიმე უცხოური ენის სწავლებას. მათ აქვთ არჩევანის შესაძლებლობა შეთავაზებული ენებიდან აირჩიონ სასურველი. სკოლაში ენების სწავლების დროს გამოყენებული იქნება დამხმარე სახელმძღვანელოები, გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად, რაც მათ ხელს შეუწყობს უცხოურ ენას დაეუფლონ ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ დონეზე უფრო მეტად.
ზემოაღნიშნულ სტრატეგიულ მიმართულებებთან თანხვედრაში განისაზღვრა შპს “სკოლა თამარიონი+”ის სტრატეგიული ამოცანების ძირითადი ნაწილი. თითოეული სტრატეგიული ამოცანისთვის დადგინდა საზომი ინდიკატორები. საზომი ინდიკატორები არის ის პარამეტრები, რომელთა მეშვეობითაც შემოწმდება ამოცანის შესრულება. ყველა ინდიკატორი არის გაზომვადი და ეს სამომავლოდ ხელს შეუწყობს სტრატეგიული განვითარების გეგმის შესრულების ეფექტურ მონიტორინგს.
სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების რუკა
მიზნები/მიმართულებები | ფინანსები | მომხმარებელი | პროცესები | რესურსები |
სწავლების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება | ფინანსური მდგრადობა;შემოსავლის ზრდა;ადამიანური რესურსისთვის შრომის ანაზღაურების გაზრდა. | მოსწავლეთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება;მოსწავლეთა რაოდენობის მაქსიმიზაცია;მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობა;მოსწავლეთა კმაყოფილების უზრუნველყოფა და მუდმივი კონტროლი;წარმატებულ კურსდამთავრებულთა რაოდენობის მუდმივი ზრდა; | სასკოლო სერვისების განვითარება;ინოვაციების დანერგვა;ორგანიზაციული კულტურის გაძლიერება;მოსწავლეთა ცხოვრებისა და ინიციატივების მხარდაჭერა;პროდუქტიული გაკვეთილების დანერგვა;მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დანერგვაავტორიზაციის სტანდარტებთან დაწესებულების შესაბამისობაზე ზრუნვახარისხის უზრუნველყოფა შიდა მექანიზმებით;მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სასკოლო საზოადოების ჩართულობის გააქტიურება. | მაღალკვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მუდმივი ზრდა;საგანმანათლებლო რესურსების განვითარება;სამუშაო გარემოზე ზრუნვა;პროფესიული განვითარების მხარდაჭერა;მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება/გაუმჯობესება;პერსონალის კმაყოფილებაზე ზრუნვა; |
ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა | ფინანსური მდგრადობა;შემოსავლის ზრდა;შემოსავლის დივერსიფიკაცია | თანამედროვე პროფესიების დაუფლება;ტექნოლოგიური უნარების გამოყენება ცხოვრებაში;კონკურენტუნარიანობის გაზრდა; | ინოვაციების დანერგვა;ელექტრონული სისტემების გაძლიერება;სწავლების პროცესში ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენება; | ადამიანური რესურსის გადამზადება/მხარდაჭერა;მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება; |
უცხოური ენების მაღალ დონეზე შესწავლა | ფინანსური მდგრადობა;შემოსავლის ზრდა;გრანტების მოზიდვა. | კურსდამთავრებულთა მიერ უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებში ჩაბარება;უცხოური ენების საერთაშორისო გამოცდების წარმატებით ჩაბარება;მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდა; | გაცვლითი პროგრამების დანერგვა;საერთაშორისო სკოლებთან თანამშრომლობა;საერთაშორისო ოლიმპიადებში, კონკურსებსა და კონფერენციებში მონაწილეობა;უცხოური ენის შესწავლა ესგ-თი გათვალისწინებულ შედარებით მაღალ დონეზე. | უცხოურენოვანი მასწავლებლების მოზიდვა;არსებული ადამიანური რესურსების გადამზადება/პროფესიული მხარდაჭერა; |
სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის მექანიზმები
შპს “სკოლა თამარიონი+”ის სამუშაო ჯგუფი ახორციელებს შპს “სკოლა თამარიონი+”ის სტრატეგიული განვითარებისა და მისი სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო გეგმების შექმნის პროცესს, შესრულების მონიტორინგს, შესრულებული სამუშაოების შეფასებასა და, საჭიროებისამებრ მათ კორექტირებას.
სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგის პროცესი შედგება სამი ეტაპისგან:
ეტაპი 1: შესრულებული სამუშაოს შეფასების ეტაპი
მონიტორინგის ამ ეტაპზე სამუშაო ჯგუფი უზრუნველყოფს მიღებული ინფორმაციის განხილვას და შესრულებული სამუშაოს შეფასებას.
ჯგუფი სამოქმედო გეგმას აფასებს წელიწადში ერთხელ ყოველი აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრის დასრულებისას. მონიტორინგის ამ ეტაპზე ხდება სამოქმედო გეგმით დაგეგმილი აქტივობების განხორციელების შედეგად მიღწეული სამიზნე ნიშნულების დადარება დაგეგმილთან.
სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული თითოეული აქტივობის განხორციელების შედეგად მიღწეული ნიშნულის შემოწმება (გაზომვა) ხდება შესაბამისი სტრატეგიული ამოცანის საზომი ინდიკატორებით.
ეტაპი 2: უკუკავშირის და ანგარიშის მომზადების ეტაპი
სამუშაო ჯგუფი შესრულებული სამუშაოს შეფასების შემდგომ შეიმუშავებს შესაბამის რჩევებსა და რეკომენდაციებს და განიხილავს მას შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან.
ეტაპი 3: სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების კორექტირების ეტაპი
წინა ეტაპების გავლის შემდეგ სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტს საჭიროა თუ არა სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმაში ცვლილებების შეტანა და იმოქმედებს შესაბამისად.
მონიტორინგის შედეგებზე რეაგირება შეიძლება განვითარდეს შემდეგი შესაძლო გზებით:
- თუ მოცემული სტრატეგიული ამოცანისა და აქტივობის შემთხვევაში ყველაფერი მიმდინარეობს გეგმის შესაბამისად, მიღწეულია დასახული სამიზნე ნიშნულები, მაშინ სამოქმედო გეგმის აღნიშნული ნაწილი გადავა შემდეგი წლის სამოქმედო გეგმაში.
- თუ მოცემული სტრატეგიული ამოცანისა და აქტივობის შემთხვევაში მიღწეული არ არის დასახული სამიზნე ნიშნულები, მაშინ ხდება მიზეზების დადგენა.
– თუ მისაღწევ ნიშნულებამდე ვერ მივდივართ იმის გამო, რომ გაწერილი სამოქმედო აქტივობები არ არის საკმარისი, მაშინ ხდება დამატებითი აქტივობების გენერირება, და დაგეგმვა. სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსიას ჯგუფი შეიმუშავებს და წარუდგენს დირექტორს და დამტკიცების შემდგომ, განსახორციელებელი აქტივობები გაგრძელდება განახლებული გეგმის შესაბამისად.
– თუ მისაღწევ ნიშნულებამდე ვერ მივდივართ იმიტომ, რომ შეიცვალა გარე და შიდა ფაქტორები ისე, რომ შეუძლებელია ამოცანის დასახულ ნიშნულამდე მიღწევა, ამ შემთხვევაში სამუშაო ჯგუფს ცვლილებები შეაქვს სტრატეგიული განვითარების გეგმაში (მაგ. შესაძლოა მოხდეს სამიზნე ნიშნულების განხილვა-ცვლილება, სტრატეგიული ამოცანის მოდიფიცირება და სხვ.). განახლებული სტრატეგიული განვითარების გეგმაზე დაფუძნებით ჯგუფი ცვლილებებს შეიტანს სამოქმედო გეგმაშიც. შემდგომ სამუშაო ჯგუფი ცვლილებების პროექტს წარუდგენს დირექტორს და საჭიროების შემთხვევაში გეგმას განახლებულ სახით დაამტკიცებს. განსახორციელებელი აქტივობები გაგრძელდება მოდიფიცირებული გეგმის შესაბამისად.