თავი I. ზოგადი დებულებანი

 მუხლი 1. დებულების მოქმედების სფერო

ეს დებულება აწესრიგებს შპს ,,სკოლა თამარიონი+ის ’’ (შემდგომში – სკოლა) საგანმანათლებლო საქმიანობას, მის სტრუქტურას,  სკოლის მართვის პრინციპებსა და წესებს. 

მუხლი 2. დებულების მიზანი

დებულების მიზანია:

ა) სკოლის საქმიანობისათვის ხელშეწყობა და უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა;

ბ) სკოლის სტრუქტურული ერთეულებისა და პერსონალის ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრა;

გ) სკოლაში დასაქმებულ პირთა შრომითი და მისი თანმდევი ურთიერთობის მოწესრიგება და კონტროლი;

დ) სკოლაში დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;

ე) სასწავლო-სამუშაო დროის  რეგულირება და რაციონალურად გამოყენების ხელშეწყობა; 

მუხლი 3. სკოლის სტატუსი

1. სკოლა არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. 

2. სკოლის სრული სახელწოდებაა: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “სკოლა თამარიონი+”

3. სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N99/ნ ბრძანებით დამტკიცებული  საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის  №36/ნ  ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის N40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სხვა მოქმედი ნორმატიული აქტებით, სკოლის შინაგანაწესით და ამ დებულებით.       

4. დასახულ მიზნებსა და დაკისრებული ფუნქციებს სკოლა ახორციელებს სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლებში. იგი საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.

5.  სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი, სატიტულო ფურცელი,  საბანკო ანგარიში  და კერძო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.  

6. სკოლაში დაუშვებელია პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და რელიგიური მოძრაობებისა და ორგანიზაციების სტრუქტურების შექმნა და მოღვაწეობა.

7. სკოლის იურიდიული მისამართია: ქ.გორი, გმირების ქ.# 46;  ვებ-გვერდი tamarioni.ge საიდენტიფიკაციო კოდია  418482895

თავი II. სკოლის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი

მუხლი 4.  სკოლის  ძირითადი მიზნები

სკოლის მიზანს წარმოადგენს:

  1. მოსწავლეთა მიერ თითოეულ აკადემიურ საგანში ცოდნის მიღება, უნარების განვითარება, ეთიკის ძირითადი ნორმების გაცნობა,  პიროვნული ფასეულობების სისტემის განვითარება ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში არსებული სტანდარტების შესაბამისად. 
  2. თითოეული მოსწავლის სტიმულირება სოციალური ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის კუთხით. 
  3. მოსწავლეებისათვის ცოდნის მიცემა და ცნობიერების ჩამოყალიბება. თითოეულმა მოსწავლემ უნდა გაისიგრძეგანოს სხვადასხვა ეროვნების ხალხების, კულტურებისა და ქვეყნების როგორც დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის, ისე ურთიერთდამოკიდებულების ცნებები.

მუხლი 5. სკოლის ფუნქციები და საქმიანობის საგანი

  1. ამ დებულების პირველი მუხლით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად სკოლა უფლებამოსილია:

ა) სახელმწიფო სტანდარტების მოთხოვნათა გათვალისწინებით დამოუკიდებლად შეიმუშაოს, მიიღოს და დანერგოს სკოლის  საგანმანათლებლო პროგრამა;

ბ) დამოუკიდებლად შეიმუშაოს სასკოლო სასწავლო გეგმა ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით;

გ) შეარჩიოს სასწავლო–აღმზრდელობითი საშუალებები, მეთოდები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები და სასკოლო თვალსაჩინოებები;

დ) დანერგოს მოსწავლეთა შეფასების სისტემა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემოთავაზებული სტანდარტების გათვალისწინებით;

ე) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებისათვის დააწესოს შეღავათები მათი სწავლისა და აღზრდისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად;

ვ) განახორციელოს დამატებითი საგანმანათლებლო და სახელმწიფო პროგრამები და შესთავაზოს მოსწავლეებს დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება.

ზ) მის ხელთ არსებული რესურსების ფარგლებში ხელი შეუწყოს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, მათ შორის, პროფესიული მზადების პროგრამაში მათი მონაწილეობის ხარჯების დაფინანსების ან თანადაფინანსების გზით.

თ)  სკოლის მიზნების მისაღწევად ითანამშრომლოს სხვა სკოლებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;

ი) უზრუნველყოს სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი განვითარებისათვის სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარების და კვების პუნქტების არსებობა; 

მუხლი 6. მართვის პრინციპები

1. სკოლა უზრუნველყოფს:

ა) სკოლის გადაწყვეტილებების, დირექტორის ბრძანებების საჯაროობასა და მათ ხელმისაწვდომობას დაინტერესებული პირისათვის, გარდა, კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) მოსწავლეთა მიმართ თანასწორ მოპყრობას, განურჩევლად პირის ეთნიკური წარმომავლობისა, სქესის, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვა;

გ) კონკურსების და არჩევნების საჯაროობას, სამართლიანობასა და გამჭვირვალობას. 

2. სკოლის სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი (საწინააღმდეგო) ნორმები.

თავი III. სკოლის სტრუქტურა  და მართვა

მუხლი 7. სკოლის სტრუქტურა

  1. სკოლის სტრუქტურა მოიცავს პარტნიორთა კრებას, დირექტორს, სკოლის დირექციას, პედაგოგიურ საბჭოს, სკოლის ადმინისტრაციას, მოსწავლეთა თვითმმართველობასა და ტექნიკურ პერსონალს;
  2. პარტნიორთა კრება  წარმოადგენს საზოგადოების უმაღლეს მმართველობით ორგანოს, რომლის ფუნქციები განსაზღვრულია შპს “სკოლა თამარიონი+ის “ წესდებით;
  3. გადაწყვეტილებას სკოლის სტრუქტურული ერთეულების შექმნის ან გაუქმების შესახებ იღებს დირექტორი. სკოლის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სკოლის დებულებითა და დირექტორის მიერ დამტკიცებული სხვადადასხვა სტრუქტურული ერთეულის დებულებებით.
  4. სკოლის დირექცია შედგება სკოლის დირექტორის, დირექტორის მოადგილისგან სასწავლო დარგში და ბუღალტრისაგან.
  5. სკოლის ადმინისტრაცია შედგება სკოლის დირექციისაგან, საქმისმწარმოებლისგან, სამეურნეო მიმართულებისმენეჯერისგან, ბიბლიოთეკარისა და ექიმისაგან.
  6. სკოლა უფლებამოსილია შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლების, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის შერჩევა განახორციელოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და მის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად.
  7. თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულება იდება შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.
  8. სკოლა უფლებამოსილია კონკურსის გარეშე ამ დებულებით გათვალისწინებული თანამდებობის დაკავებისთვის, გარდა მასწავლებლისა, მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხების, სასწავლო პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით. 

მუხლი  8.  სკოლის პარტნიორთა კრება:

1. სკოლის მართვის უმაღლესი ორგანოა პარტნიორთა საერთო კრება. 

2. პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებებს შემდეგ საკითხებზე:

  1. სამეურნეო პილიტიკის ზოგადი პრინციპების განსაზღვრა; განსახორციელებელი წახალისება და ფასდაკლებები, ასევე ფასდაკლებებით მოსარგებლე პირების განსაზღვრა და აღნიშნული ფასდაკლების რაოდენობა;
  2. წილთა შეძენა და გასხვისება, ასევე საწარმოთა შეძენა, გასხვისება და ლიკვიდაცია;
  3. წარმოების სახეებისა და სამეურნეო საქმიანობის დაწყება და მათი შეწყვეტა;
  4. ფილიალების შექმნა და ლიკვიდაცია;
  5. უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
  6. ინვესტიციების შესახებ, რომლებიც ერთად ან ცალ-ცალკე სამეურნეო წლის ბოლოს წლის 10% მეტს შეადგენს;
  7. სესხებისა და კრედიტებზე;
  8. იმ სესხისა და კრედიტის უზრუნველყოფის თაობაზე, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას;
  9. ხელმძღვანელ მუშაკთათვის მოგებასა და საერთო შემოსავალში მონაწილეოისა და პენსიის მიცემის პრინციპების განსაზღვრა;
  10. პროკურის გაცემა და გაუქმება;
  11. იმ დამატებითი უფლებების გამოყენება, რომლებიც საზოგადოებას აქვს დაფუძნებიდან. საზოგადოების მართვიდან გამომდინარე დირექტორის ან/და პარტნიორის მიმართ, ასევე საზოგადოების წარმომადგენლობა იმ პროცესებში, რომლებსაც იგი დირექტორების წინააღმდეგ წარმართავს;
  12. წლიური შედეგების დამტკიცება და შედეგების გამოყენება;
  13. შესატანების გადახდის მოთხოვნა;
  14. დამატებითი შენატანების უკან დაბრუნება.

3.პარტნიორთა საერთო კრება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. 

4. პარტნიორთა კრების უფლება-მოვალებებთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება შპს „სკოლა თამარიონი+ის “ წესდებით.

მუხლი  9.  სკოლის  დირექტორის უფლება-მოვალეობები:

  1. შპს „სკოლა თამარიონი+ს“ ჰყავს დირექტორი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს თავის ფუნქციებს.
  2. დირექტორი:
    1. ახორციელებს სკოლის მართვას
    2. წარმოადგენს სკოლას საზოგადოებასთან და მესამე პირებთან ურთიერთობაში
    3. შეიმუშავებს საშტატო განრიგს
    4. დებს ხელშეკრულებებს სკოლის პედაგოგიურ პერსონალსა და სხვა თანამშრომლებთან და უზრუნველყოფს მათ შესრულებას
    5. უფლებამოსილია ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება მასწავლებლებთან ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდლო საქმიანობისათვის შეუფერხებელი ქმედების ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურებისას
    6. მოითხოვოს თანამშრომლისაგან მისი სამუშაოს დროული და ხარისხიანი შესრულება
    7. კონტროლი გაუწიოს თანამშრომლის მიერ შესრულებულ სამუშაოს და  შინაგანაწესის  მოთხოვნათა შესრულებას
    8. უფლებამოსილია დადოს გარიგებები
    9. განკარგავს თანხებს და უფლებამოსილია, გაწიოს ხარჯები კანონმდებლობით დადგენილი წესით
    10. განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს
    11. ზედამხედველობს დაწესებულების სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს
    12. სკოლის დირექტორი საქართველოს კანონმდებლობითა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით გამოსცემს ბრძანებებს.
    13. ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას
    14. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში თანამშრომლის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის შინაგანაწესით დადგენილი ზომები
    15. თანამშრომლის მიმართ გამოიყენოს წამახალისებელი ღონისძიებები
    16. სკოლის დირექტორი ვალდებულია განახორციელოს სკოლის მართვა, ერთგულად და მონდომებით ემსახუროს სკოლას, რათა შექმნას საჭირო პირობები სკოლის მოსწავლეთა ეროვნული და თავისუფალ პიროვნების    ჩამოყალიბებისთვის
    17. შეიმუშაოს და წარმართოს სკოლის ადამიანური რესურსების მართვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
    18. ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს
    19. პედაგოგიურ საბჭოსთან ერთად შეიმუშავებს სკოლის სასკოლო სასწავლო გეგმას და ამტკიცებს მას;
    20. ამტკიცებს სკოლის დებულებას, საქმისწარმოების წესს, სტრუქტურული ერთეულების დებულებებსა და სხვა აქტებს;
    21. ვალდებულია დასახოს სკოლის სტრატეგიული მიზნები და ამოცანები, მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა და უზრუნველყოს მათი შესრულება რესურსების ოპტიმალური გამოყენებით;
    22. შეიმუშავებს სკოლის სტრუქტურას
    23. ამტკიცებს სკოლის განვითარების გრძელვადიან და ერთწლიან სამოქმედო გეგმებს;   
    24. შეიმუშავებს და ამტკიცებს საზოგადოებასთან ურთიერთობის წესს; 
    25. უზრუნველყოფს სკოლის სასწავლო პროცესს  იმ მეთოდებით, რომლებიც ხელს შეუწყობენ მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას
    26. უზრუნველყოფს საზოგადოების (თემის) ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, შექმნას სწავლისა და განვითარებისათვის უსაფრთხო და თანასწორუფლებიანი  გარემო სკოლაში
    27. გამოიყენოს ის მეთოდები და ფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობენ სკოლის განვითარებას
    28. შეუქმნას თანამშრომელს შრომისათვის აუცილებელი პირობები
    29. მკაცრად დაიცვას საქართველოს შრომის კანონმდებლობის მოთხოვნები
    30. იჩენს თანაბარ ყურადღებას მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლის ან სკოლაში დასაქმებული სხვა პირის მიმართ განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების, შეზღუდული შესაძლებლობისა  თუ სხვა ნიშნის მიხედვით
    31. უზრუნველყოფს სასკოლო დისციპლინის დაცვას ისეთი მეთოდების საშუალებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას
    32. უზრუნველყოფს უსაფრთხო, ეფექტური, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი სასწავლო და სამუშაო გარემოს შექმნას
    33. იცავს მოსწავლესთან, მშობელთან, მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობას, საქართველოს კანონმდებლობით და დადგენილი წესით
    34. ხელს უწყობს სკოლაში ინკლუზიური განათლების დანერგვას
    35. არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას
    36. ინარჩუნებს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებში, ისმენს დაპირისპირებულთა აზრს, და იღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს
    37. ზრუნავს თავისი თანამდებობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე
    38. სკოლის დირექტორი ხელს უწყობს ზოგადი  განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების მიღწევასა და ამ პოლიტიკის შესაბამისი სიახლეებისა და ცვლილებების განხორციელებას  
    39. სკოლის თანამშრომლებს აძლევს სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს მათ მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას. პასუხისმგებელია, როგორც სასწავლო, ისე ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალის დაქირავებასა და მართვაზე, მათთვის ფუნქციების გადანაწილებაზე; 
    40. აფორმებს საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულებებს მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან;
    41. უფლება აქვს სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე არადისკრიმინაციულ საფუძველზე შეზღუდოს გარეშე პირთა უფლებები და თავისუფლებები;
    42. უფლება აქვს დაადგინოს სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის, მშობლის  და მასწავლებლის, აგრეთვე მათი გაერთიანებების უფლებებისა და თავისუფლებების არადისკრიმინაციული და ნეიტრალური შეზღუდვის წესები ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად, აგრეთვე თუ არსებობს საფუძვლიანი და გარდაუვალი საფრთხე: ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საკუთრების უსაფრთხოებისა; ნარკოტიკების, ალკოჰოლის ან თამბაქოს მოხმარების ან უკანონო ქმედების წახალისებისა; უხამსობის ან ცილისწამების გავრცელების, ეთნიკური ან რელიგიური შუღლის გაღვივების, დანაშაულისაკენ ან ძალადობისაკენ  წაქეზებისა;  სასწავლო პროცესის მსვლელობის, სკოლის საქმიანობის ან სკოლის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებისათვის ხელის შეშლისა;
    43. თუ მოსწავლე საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ, ისე მის გარშემო მყოფ ადამიანთა (მოსწავლე, მასწავლებელი) ფსიქიკურ და ფიზიკურ უსაფრთხოებას, უფლებამოსილია გარიცხოს სკოლიდან საშუალო საფეხურზე.
    44. უფლებამოსილია მისი არყოფნის შემთხვევაში, დებულებით გათვალისწინებული დირექტორის უფლებამოსილების დელეგირება მოახდინოს სკოლის სხვა თანამშრომელზე, რომლის თაობაზეც გამოსცემს ბრძანებას.
    45. ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და შპს „______________________ის “ წესდებით, დებულებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას და სკოლის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე სხვა უფლებამოსილებებს. 
    46. უზრუნველყოფს ტრენინგებისა და პროფესიული განვითარების ხელმისაწვდომობა სკოლის თითოეული პედაგოგისა  და ადმინისტრაციისთვის;
    47. უფლებამოსილია მშობლის ან მშობლების დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში დართოს მათ ნება დაესწრონ  საგაკვეთილო პროცესს;
    48. უფლება აქვს გასცეს პრემიები, ჯილდოები, ფინანსური დახმარება შრომითი კოლექტივის ცალკეულ წევრებსა და წარჩინებულ მოსწავლეებზე; 
    49.  უფლებამოსილია დაამყაროს კავშირი  საგანმანათლებლო, მათ შორის, სხვა ქვეყნების დაწესებულებებთან;
  3. სკოლის დირექტორი პასუხისმგებელია:

ა) სკოლაში მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.

ბ) მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებისა და თავისუფლებების ნებისმიერი შეზღუდვა განახორციელოს გონივრულად და პროპორციულად კანონმდებლობით დადგენილი წესის საფუძველზე, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის სრული დაცვით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით. 

გ) სკოლის საქმიანობის კანონიერებასა და მიზნობრიობაზე, ფინანსური რესურსების მართლზომიერად განკარგვაზე.

დ) სხვადასხვა საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისთვის ხელის შეწყობის მიზნით, თავისი შეხედულებისამებრ შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები გარკვეული ვადით. დროებითი სამუშაო ჯგუფების შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 3 წევრით.  

მუხლი 10.  დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში

  1. დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში:
  1. მონაწილეობს სასკოლო-სასწავლო გეგმის პროექტის შედგენაში
  2. კათედრის თავმჯდომარეებთან ერთად ადგენს მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის ბადის პროექტს და წარუდგენს სკოლის დირექციას;
  3.  კოორდინაციას უწევს კათედრების მუშაობას, განიხილავს და ითანხმებს სამუშაო გეგმებს;
  4.  მასწავლებლებთან ერთად შეიმუშავებს ღონისძიებათა გეგმებს;
  5.  საგნის მასწავლებლებთან ერთად შეიმუშავებს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით შეფასების პრინციპებს;
  6. მონაწილეობს ხარისხის ამაღლებისათვის გაწეული საქმიანობის მონიტორინგში, რომელსაც ახორციელებს ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი;
  7.     დისციპლინის განმტკიცების მიზნით იღებს სათანადო ზომებს;
  8.  ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სადამრიგებლო პროგრამის განხორციელებას, ეხმარება დამრიგებლებს სააღმზრდელო პროცესის წარმართვაში,   აცნობს მათ ესგ–ში მოცემულ სადამრიგებლო პროგრამას;
  9. უზრუნველყოფს მასწავლებლების ჩაცმულობის მონიტორინგს და ეთიკური წესებისათვის შესაბამისობას.
  10. უზრუნველყოფს გაკვეთილის ჩატარებას მშვიდ გარემოში; 
  11. განიხილავს დამრიგებლების სააღმზრდელო-სამუშაო გეგმებს და წარუდგენს დირექციას განსახილველად.
  12. უზრუნველყოფს დამრიგებელთა მუშაობაზე მონიტორინგს და შედეგებს ასახავს თავის ანგარიშში.
  13. კლასგარეშე მუშაობის დარგში კოორდინაციას უწევს შიდა თუ გარე სასკოლო ღონისძიებებს;
  14. სასწავლო წლის ბოლოს სკოლის დირექტორს წარუდგენს მუშაობის ანგარიშს;
  15. ყოველი სემესტრის ბოლოს ვალდებულია, მოსწავლეთა პირადი საქმეების მიხედვით გადაამოწმოს და დააზუსტოს მოსწავლეთა კონტიგენტი
  16. ხელმძღვანელობს მოსწავლეთა კლასგარეშე საქმიანობას (სპექტაკლების დადგმა,  სხვადასხვა მხატვრული გაფორმების პლაკატების მომზადება, სასწავლო- შემეცნებითი ექსკურსიების მოწყობა, გამოფენების მოწყობა, სასწავლო-საგანმანათლებლო ოლიმპიადებსა და კონკურსებში მონაწილეობა და ა.შ.).
  17.  უზრუნველყოფს დამრიგებელთა და მშობელთა კომუნიკაციაზე (მშობელთა კრებებზე) მონიტორინგს
  18.   უზრუნველყოფს განხორციელებული ღონისძიებების განცხადების, დოკუმენტის და ფოტოების დაარქივებას;
  19.    უზრუნველყოფს კლასების  გაკვეთილსა და ლაბორატორიაში  დასწრებას;
  20.     უზრუნველყოფს მოსწავლის პირადი საქმეების მოწესრიგებასა და ხარვეზების შესწორებას;
  21.  უზრუნველყოფს დამატებითი გაკვეთილების დაგეგმვას იმ მოსწავლეებისათვის, რომლებსაც სჭირდებათ დამატებითი მეცადინეობების ჩატარება კონკრეტულ საგნებში.
  22.  უზრუნველყოფს   მასწავლებელთან, მოსწავლესა და მშობელთან კომუნიკაციას და მათი პრობლემების მოსმენას;
  23.     უზრუნველყოფს სკოლის მიერ ორგანიზებულ ან შესაბამის ყველა სახის ღონისძიებაში მოსწავლის, მასწავლებლის და მშობლის მონაწილეობისათვის ხელის შეწყობას;
  24. უზრუნველყოფს  მოსწავლის, მასწავლებლისა და პერსონალის ეთიკის წესების დაცვას;
  25.      უზრუნველყოფს ღონისძიებების ოფიციალური დოკუმენტაციის წარმოებისათვის ორგანიზებას;
  26. ხარისხის მართვის მიზნით განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს სასწავლო დისციპლინების სწავლებას, იზრუნოს სწავლების ხარისხსა და ეფექტიანობის ამაღლებისათვის კათედრის ხელძღვანელებთან ერთად ორგანიზება გაუწიოს საგნობრივი ტესტირებებისა და გამოცდების მიმდინარეობას;
  27. შეიმუშაოს და რეალიზება გაუკეთოს სწავლის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად პროექტებს, კონკურსებს (რეფორმისირგვლივ, ინფორმაციები საგნობრივი მეთოდგაერთიანებებისათვის)
  28. სწავლის გაღრმავების მიზნით მოაწყოს საგანობრივი პრეზენტაციები,  პროექტები;
  29.   დირექტორთან ერთად უზრუნველყოფს მასწავლებელთა კვლიფიკაციის ასამაღლებლად ღონისძიებების გატარებას
  30.    ასრულებს დირექტორის სხვა დავალებებს.
  31. დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში ხელმძღვანელობს:
    1. მოსწავლეთა შემეცნებითი აქტივობის, მაღალი ზნეობის, მოქალაქეობრივი სულისკვეთების აღზრდას
    2. მოსწავლეთა ეთიკურ და ესთეტიკურ აღზრდას
    3. ხელს უწყობს ადამიანთა და ბავშვთა უფლებების საყოველთაო დეკლარაციით გათვალისწინებული აღმზრდელობითი საქმიანობის გააქტიურებას
    4. მოსწავლეთა ზნეობრივი კულტურის აღზრდას, სინდისის თავისუფლებასა და სხვა სარწმუნოებისადმი ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას
    5. მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდას
    6. სკოლისა და სკოლისგარეშე საქმიანობაში მშობელთა და საზოგადოების ჩაბმას, მათი აღმზრდელობითი პოტენციალის ამაღლებას
    7. ხელს უწყობს ინტერესთა მიხედვით მოსწავლეთა სხვადასხვა გაერთიანების შექმნას და მათი მუშაობის წარმართვას (ჯგუფები, წრეები და სხვა)
    8. აკონტროლებს მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსისა და მოსწავლეთა ქცევის წესების ნორმების შესრულებას
    9. ანგარიშვალდებულია დირექტორის წინაშე
    10. მონაწილეობა მიიღოს სასწავლო გეგმის შესაბამისად საათობრივი ბადის დამუშავება-შედგენაში
    11. იზრუნოს სკოლაში მშვიდი, საქმიანი, შემოქმედებითი, კოლეგიალური ატმოსფეროს შექმნასა და შენარჩუნებაზე
    12. ყოველდღიურად იზრუნოს სასკოლო დისციპლინის ამაღლებისა და სასკოლო გარემოს გაუმჯობესაებისათვის
    13. ხელი შეუწყოს პედაგოგთა ურთიერთანამშრომლობის ფორმების მოძიების, დახვეწისა და განხორციელების სისტემის შექმნას
    14. საქმიანობა წარმართოს ისე, რომ ყველა რესურსი გამართული და გამოყენებული იქნას ბავშვების კეთილდღეობისთვის
    15. უფლებამოსილია დაესწროს ნებისმიერ გაკვეთილს მოსწავლეთა ცოდნის დონის შემოწმებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით;

მუხლი 11. ბუღალტერი

ბუღალტრის უფლება-მოვალებებია:

  1. კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია
  2. ფინანსური ოპერაციების აღრიცხვა და ასახვა საბუღალტრო პროგრამაში
  3. კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა 
  4. საბუღალტრო ოპერაციების გატარება პროგრამაში
  5. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, ძირითადი საშუალების, არამატერიალური აქტივების მიღების, გადაადგილების და ჩამოწერის ოპერაციების შესრულება  
  6. დებიტორული/კრედიტორული დავალინებების/ანგარიშების კონტროლი
  7. საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების დაანგარიშება და გადასახდელი გადახდის შესახებ ინფრომაციის დროული მომზადება (დეკლარირება) 
  8. პასუხისმგებელია ინტერნტ ბანკის მეშვეობით განხორციელებულ ნებისმიერი სახის ოპერაციაზე.
  9. ინვენტარიზაციის შედეგების შედარება და შემდგომი ასახვა საბუღალტრო პროგრმაში.
  10. კანონმდებლობით გათვალისწინებული დაფინანსების წყაროების მიხედვით მიღებული სახსრებისა და ამ სახსრებით განხორციელებული ოპერაციების განცალკევებული აღრიცხვა
  11. თანამშღომელთა ხელფასების, პრემიების, სტიპენდიებისა და სხვა გასაცემი თანხების აღრიცხვა
  12. ხარჯთაღრიცხვის შესრულების პროცესში საწარმოებთან, ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა დროული აღრიცხვა
  13. ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებათა და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის შედეგებისთავის დროული გამოვლენა და აღრიცხვაში მისი ასახვა 
  14. ბუღალტრული ანგარიშების შედგენა და დაწესებულ ვადებში წარდგენა
  15. ბუღალტრული დოკუმენტების აღრიცხვის რეგისტრების, ხარჯთანუსხების, მათი
  16. გაანგარიშებისა და სხვა საბუთების შენახვა და დადგენილი წესით მათი არქივში ჩაბარება
  17. დაეკისროს პასუხისმგებლობა დიჯიპასის  შენახვა სარგებლობაზე
  18. სკოლის ბუღალტერს  შეუძლია ინტერნეტბანკინკის მეშვეობით აწარმოოს  გადარიცხვები

მუხლი 12. ბიბლიოთეკარი

სკოლის ბიბლიოთეკარის უფლებები, მოვალეობები და საქმიანობის წესი განისაზღვრება სკოლის ბიბლიოთკის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სკოლის დირექტორი.

მუხლი 13. საქმისმწარმოებელი

  1. საქმისმწარმოებელი თავის საქმიანობას წარმართავს სკოლის საქმისწარმოების

ერთიანი წესის შესაბამისად;

  1.  აწარმოებს მოსწავლეთა მოძრაობის აღრიცხვას და სხვა სასკოლო დოკუმენტაციას (მაგ: მასწავლებელთა და მოსწავლეთა პირად საქმეებს; ბრძანების წიგნებს; შემოსულ და გასულ კორესპონდენციებს და სხვა); 
  2. საქმისმწარმოებელი პასუხისმგებელია სკოლაში ერთიანი საქმის წარმოების უზრუნველყოფასა და სკოლის დოკუმენტის დაარქივება-შენახვაზე;
  3. საქმისმწარმოებელი ვალდებულია:

ა) მიიღოს, განიხილოს, დაამუშავოს, დაარეგისტრიროს კორესპონდენციები, აწარმოოს სააღრიცხვო-საცნობარო დოკუმენტაცია, გადაგზავნოს/გადასცეს დანიშნულებისამებრ შესაბამის პირს/ორგანოს; 

ბ) აწარმოოს და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს სკოლის დოკუმენტაცია;

გ) გასცეს ინფორმაცია სკოლაში შემოსული და სკოლიდან გადაგზავნილი  კორესპონდენციების შესახებ.

დ) სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ მონაცემთა ბაზაში (eschool.emis.ge) შეიყვანოს, ატვირთოს და განახორციელოს სხვდასხვა ოპერაციები სასწავლო პროცესთან დაკავშირებით;

  1. კომპეტენციის ფარგლებში შეასრულოს დირექტორის სხვა დავალებები.

მუხლი 14. სკოლის ექიმი

სკოლის ექიმის უფლებები, მოვალეობები და საქმიანობის წესი განისაზღვრება სკოლის ექიმის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სკოლის დირექტორი.

მუხლი 15. სამეურნეო მიმართულებისმენეჯერი 

სამეურნეო მიმართულებისმენეჯერი ვალდებულია:

  1. უზრუნველყოფს სასწავლო-მატერიალური ბაზის აღრიცხვას, დანომრვას, სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმის, უსაფრთხოების ტექნიკისა და ხანძარსაწინააღმდეგონ წესების დაცვას, ხელმძღვანელობს  დამხმარე ტექნიკური პერსონალის  გამართულ მუშაობას,ადგენს სკოლაში განსახორციელებელ სამუშაოების ნუსხას, გეგმავს მათი განხორციელების გზებსა და საშუალებებს,ხელმძღვანელობს და აკონტროლებს სარემონტო სამუშაოების ჩატარებას,ატარებს ყოველწლიურ ინვენტარიზაციას.
  2. ოპერატიული ხელმძღვანელობა გაუწიოს იმ გადაუდებელი სამეურნეო სამუშაოების  შესრულებას, რომლებიც საჭიროა სკოლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. გააკეთოს განაცხადი სასწავლო წლის განმავლობაში საჭირო საკანცელარიო, მედიკამენტების და სხვა ნივთების შესაძენად , რის შესაბამისადაც უზრუნველყოს დროული მომარაგება
  3. მზადყოფნაში ჰქონდეს სასწავლო პროცესისათვის ტექნიკურად გამართული სასწავლო კაბინეტები, საკლასო ოთახები სართულების მიხედვით
  4. უზრუნველყოს სკოლის ყველა სახის საკუთრების, მათ შორის იჯარით არსებული ქონების ექსპლუატაციისა და შენახვის წესების დაცვა
  5. ევალება პასუხისმგებლობა და კონტროლი სკოლის ინვენტარის შენახვასა და მოვლა-პატრონობაზე
  6. დაქვემდებარებაში ჰყავს სკოლის დამლაგებლები
  7. დირექტორთან შეაქვს წინადადებები მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ 
  8. დირექტორს წარუდგენს წინადადებებს სკოლის ტექნიკურ-სამეურნეო პროცესის სრულყოფის შესახებ
  9. ასრულებს სკოლის დირექტორის ცალკეულ დავალებებს
  10. ინდივიდუალური მატერიალური პასუხისმგებლობის ხელშეკრულების შესაბამისად პასუხს აგებს სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვა, მოვლა და დაცვაზე
  11. უზრუნველყოს  საბავშო ბაღის აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქციის შესყიდვა
  12. ყველა სახის სასკოლო ღონისძიებაში აქტიური თანამონაწილეობა, ტექნიკურ საკითხებზე პასუხიმგებლოსბის აღება
  13. ბუღალტრისათვის საჭირო დოკუმენტაციის დროული მიწოდება.

მუხლი 16. პედაგოგიური საბჭო:

  1. პედაგოგიური საბჭოს წევრია სკოლის თითოეული პედაგოგი, რომელიც ვალდებულია დაესწროს პედ. საბჭოს სხდომას.  
  2. პედაგოგიური საბჭოს უფლებები, მოვალეობები და საქმიანობის წესი  განისაზღვრება სკოლის პედაგოგიური საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სკოლის დირექტორი.

მუხლი 17. საგნობრივი კათედრები

  1. სკოლა უფლებამოსილია საგნობრივი ჯგუფების მიხედვით შექმნას კათედრები, რომლებშიც გაერთიანებულია საგნობრივი ჯგუფის ყველა მასწავლებელი. იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში საგნობრივი ჯგუფის თითო მასწავლებელია, შესაძლებელია სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის პედაგოგები ერთ კათედრაზე გაერთიანდნენ, აგრეთვე შესაძლებელია სკოლაში შეიქმნას დაწყებითი საფეხურის კათედრა.
  2. სკოლაში არსებული კათედრები განისაზღვრება სკოლის სასკოლო სასწავლო გეგმით.

3. კათედრის ფუნქციები, მოვალეობები და საქმიანობის წესი განისაზღვრება კათედრის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სკოლის დირექტორი. 

მუხლი 18. მოსწავლეთა თვითმართველობა

  1. მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მოსწავლე საბაზო-საშუალო საფეხურზე.
  2. თვითმმართველობის არჩევისა და საქმიანობის წესი რეგულირდება თვითმმართველობის დებულებით.

თავი IV.  სკოლის დამხმარე და ტექნიკური პერსონალი,  სტრუქტურული ერთეულები

მუხლი 19. დაცვა

  1. უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეთა და თანამშრომელთა უსაფრთხოებას;
  2. სამუშაო საათებში უზრუნველყოფს სკოლის შენობისა და  ქონების  უსაფრთხოებას;
  3. უზრუნველყოფს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლს;
  4. ასრულებს სკოლის დირექტორის სხვადასხვა დავალებებს.
  5. უზრუნველყოფს მოსწავლეთა შემოსვლა – გასვლის კონტროლს
  6. უზრუნველყოფს უცხო პირთა შემოსვლის აკრძალვას სკოლის შენობაში
  7. უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების სკოლაში თავისუფალი   გადაადგილების, აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილების და სხვა მომსახურების  გაწევას;
  8. ასრულებს სკოლის დირექტორის სხვა დავალებებსა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობებს.

მუხლი 20. სკოლის დამლაგებელი

     სკოლის დამლაგებელი ვალდებულია:

  1. უზრუნველყოს სკოლის, სკოლის ტერიტორიის, შენობის, დერეფნების, საკლასო ოთახების, შენობის სველი წერტილების და სასწავლო ინვენტარის სისუფთავის დაცვა
  2. პერიოდულად ჩაატაროს სადეზინფექციო საშუალებებით დასუფთავება (სველი  წერიტლების-ყოველდღიურად)
  3. დღის განმავლობაში ორჯერ ჩაატაროს შენობის მონიტორინგი (მოწესრიგება და სველი წერტილების საჭიროებისამებრ აღჭურვა)
  4. სკოლის ტერიტორიის დაფუსთავება კვირაში ერთხელ (საჭიროებისამებრ განსაზღვრულ ვადაზე ადრეც)
  5. ნაგვის გატანა/გადაყრა
  6. სანიტარული და ჰიგიენური წესრიგის დაცვა
  7. შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, შრომის კოდექსით და შრომის შინაგანწესით, სამსახურებრვი ინსტრუქციით  გათვალისწინებული ვალდებულებები
  8. შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, შრომის კოდექსით, შრომის შინაგანწესით, სამსახურებრივი ინსტრუქციით, თანამდებობრივი დებულებით გათვალისწინებული ვალდებულებები
  9. გაეცნოს შრომის შინაგანაწესში შეტანილ ნებისმიერ ცვლილებებს და დამატებებს;
  10. ასრულებს სკოლის დირექტორის სხვა დავალებებსა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობებს.

მუხლი 21. IT მენეჯერი

  1. უზრუნველყოფს სკოლის ქსელური ინფრასტრუქტურის განვითარებას (გაფართოება და მომსახურეობა);
  2.  უზრუნველყოფს სკოლის შიდა ქსელური სერვისების პროგრამულად გამართვას;
  3. უზრუნველყოფს IT ტექნოლოგიების მუშაობასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრას;
  4. საჭიროების შემთხვევაში, სკოლის მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის და სკოლის სხვა თანამშრომლებისთვის უზრუნველყოფს ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებაში კონსულტაციების გაწევას;
  5. უზრუნველყოფს სკოლის ვებ-გვერდზე ინფორმაციის განთავსებას;
  6. უზრუნველყოფს კომპიუტერული ლაბორატორიის უსაფრთხო და ეფექტურ მუშაობას;
  7. ახორციელებს ოპერაციული სისტემების შერჩევას, დაყენებას და ოპტიმიზაციას;
  8.  უზრუნველყოფს კომპიუტერული პროგრამების განახლებას, სამომხმარებლო და ანტივირუსული პროგრამების ჩაწერას, განახლებას და გამართვას;
  9.  გამოცდების დროს უზრუნველყოფს კომპიუტერული სისტემის გამართულ მუშაობას;
  10. განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

თავი V. მასწავლებელი 

მუხლი 22. მასწავლებელი

  1. მასწავლებლები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო პროცესს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
  2. მასწავლებელს უფლება აქვს:

ა) მოსთხოვოს სკოლას მუშაობისთვის აუცილებელი პირობების შექმნა;

ბ) მიიღოს შრომის ანაზღაურება სკოლის მიერ დადგენილი წესით; 

გ) აიმაღლოს კვალიფიკაცია;

დ) ჩარევის გარეშე განახორციელოს შემოქმედებითი საქმიანობა  და სწავლება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად;

ე) სასკოლო სასწავლო გეგმის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს საგნის სასწავლო პროგრამების შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები;

ვ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. 

  1. მასწავლებელი ვალდებულია:

ა) მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი განათლება; კვალიფიციურად განახორციელოს    

     მოსწავლეთა სწავლება და ზოგადი განათლებისათვის ხელშეწყობა;

ბ) იზრუნოს თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე;

გ)  იზრუნოს  საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე; 

დ) დაიცვას მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი;

ე) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით, საქართველოს კანონმდებლობით 

    გათვალისწინებული ვალდებულებები და სკოლაში მოქმედი სხვა აქტების 

     მოთხოვნები;

ვ) საქართველოს კანონმდებლობითა და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით წარუდგინოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას  ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ზ) ასრულებს სკოლის დირექტორის სხვა დავალებებსა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობებს.

მუხლი 23. დამრიგებელი

1. კლასის დამრიგებელი  ვალდებულია:

  1. შეისწავლოს მოსწავლეთა სოციალურ- დემოგრაფიული  მონაცემები;
  2. დროულად აცნობოს მშობელს მისი შვილის სწავლა-აღზრდასთან დაკავშირებული ნებისმიერი   პრობლემის   შესახებ;
  3. თვეში ერთხელ აცნობოს მშობელს მისი შვილის  აკადემიური  მოსწრების შესახებ;
  4. მოახდინოს მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვის ყოველდღიური შემოწმება;
  5. გამოიკვლიოს  მოსწავლის  მიერ  ყოველი გაკვეთილის  გაცდენის ან გაკვეთილზე დაგვიანების   მიზეზები  და  აცნობოს  მშობელს;
  6. საგნის მასწავლებლებისგან პერიოდულად მიიღოს ინფორმაცია მისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების აკადემიური მოსწრების, პიროვნული პრობლემებისა და ზოგადი წარმატებების შესახებ;
  7. დაეხმაროს მოსწავლეს  საკუთარი უნარ-ჩვევების განვითარებაში. ასევე, დაეხმაროს მას მომავალი პროფესიის არჩევაში;
  8. მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის პრობლემის  წამოჭრის შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობოს სკოლის ადმინისტრაციას;
  9. ჩაატაროს  მშობელთა და მოსწავლეთა კრებები (წელწადში მინიმუმ სამჯერ  სათანადო ოქმის გაფორმებით);
  10. საჭიროების შემთხვევაში მშობელს გაუგზავნოს წერილობითი მოწვევა ან დაუკავშირდეს    ტელეფონით;
  11. განახორციელოს საკლასო ოთახში განთავსებული ინვენტარის მოვლა-პატრონობა;
  12. საგაკვეთილო პერიოდში სკოლიდან გასვლა შეათანხმოს დირექტორთან ან ადმინისტრაციასთან;
  13. აწარმოოს დამრიგებლის პორთფოლიო;
  14. განახორციელოს კონტროლი ყოველი სემესტრისა და წლის ბოლოს თავისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების ნიშნების დროულად ზუსტად შეტანაზე სასკოლო დოკუმენტებში.
  15. მოაწესრიგოს თავის სადამრიგებლო კლასისა და მოსწავლეების დოკუმენტაცია.

თავი VI. მშობლებთან ურთიერთობა, შიდა კონტროლის წესი და თანამშრომელთა შრომითი ურთიერთობა 

მუხლი 24. მშობლებთან კომუნიკაციის საშუალებანი, ფორმები და პერიოდულობა:

1. სკოლის სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობის შესახებ ინფორმაცია მშობელს მიეწოდება კლასის დამრიგებლის მეშვეობით;

2. მოსწავლის აკადემიური მოსწრების, პირადი ურთიერთობების, დისციპლინის (თუ ის არ არღვევს სხვათა უფლებებს, არ განიხილება დისციპლინურ გადაცდომად) შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი განხილვა საჯაროდ დაუშვებელია. მოსწავლის პირად ინფორმაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამრიგებელი ან ადმინისტრაციის წევრი პირადად ხვდება მშობელს;

3. საგნის მასწავლებელი, მშობელთან პირადი ურთიერთობის დროს უფლებამოსილია მშობელს გააცნოს სასწავლო შედეგები, მხოლოდ იმ სასწავლო დისციპლინაში, რომელსაც ასწავლის;

4. კლასის დამრიგებელი ვალდებულია:

ა) დროულად აცნობოს მშობელს მისი შვილის სწავლა-აღზრდასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შესახებ;

ბ) ყოველი სემესტრის ბოლოს აცნობოს მშობელს მისი შვილის აკადემიური მოსწრების შესახებ;

გ) გამოიკვლიოს მოსწავლის მიერ გაკვეთილის გაცდენის ან გაკვეთილზე   დაგვიანების მიზეზი და აცნობოს მშობელს;

დ) საჭიროების შემთხვევაში მშობელს გაუგზავნოს წერილობითი მოწვევა ან დაუკავშირდეს ტელეფონით;

ე) შეიტანოს მოსწავლის პირად საქმეში ყველა საჭირო ჩანაწერი.

მუხლი 25. სკოლის შიდა კონტროლის განხორციელების წესი 

 1. სკოლის შიდა კონტროლის სისტემას შეიმუშავებს დირექტორი და ასახავს მის მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტებში;

 2. სკოლის შიდა კონტროლის მექნიზმებია:

     ა) სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის მიმდინარეობისა და საგანმანათლებლო მიზნების შესრულების შესწავლა და შედეგების განხილვა პედაგოგიურ საბჭოზე;

     ბ) დაკვირვება პედაგოგზე, რაც გამოიხატება გაკვეთილზე დასწრებითა და მასზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების აღრიცხვით;

    გ) ცალკეულ საგნებში მოსწავლეთა მოსწრების პერიოდული მონიტორინგი, რაც გამოიხატება შიდა სასკოლო წერის, ტესტირების, პროექტების მომზადება-პრეზენტაციის, სასკოლო ოლიმპიადებისა და კონფერენციების ორგანიზებითა და მისგან გამომდინარე შედეგების ანალიზით;

   დ) მოსწავლეთა და მშობელთა მიზნობრივი გამოკითხვით და ანკეტირებით;

3. განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების სასწავლო  გეგმას შეიმუშავებს საგნის მასწავლებელი სკოლის ფსიქოლოგთან და მშობელთან ერთად, რომელიც დასამტკიცებლად წარედგინება პედაგოგიურ საბჭოს;

4. კლასის დამრიგებელი მონიტორინგს უწევს მოსწავლეთა სასწავლო შედეგებს, მიმართავს ადმინისტრაციას სუსტი სასწავლო შედეგების მქონე მოსწავლეებისთვის დამატებითი მეცადინეობის დანიშვნის მოთხოვნით;

5. კლასის დამრიგებელი ვალდებულია ყოველთვიურად შეაგროვოს ინფორმაცია    მოსწავლის გაცდენებისა და აკადემიური მოსწრების შესახებ (მათ შორის   შემაჯამებელი დავალების გაცდების შესახებ) და უზრუნველყოს მშობლის ინფორმირება საჭიროებისამებრ;  უზრუნველყოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური  მოსწრების, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზის საფუძველზე მოსწავლის  დახასიათების დაწერა სასწავლო წლის ბოლოს;

თავი VII. სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, დავის განხილვის წესი, დებულებაში ცვლილებების შეტანა

მუხლი 26. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. სკოლის, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით და ფორმით.

მუხლი 27. დებულებში ცვლილების შეტანა

1. სკოლის დებულებას შეიმუშავებს და ამტკიცებს სკოლის დირექტორი.

2. სკოლის დებულების მიღება, გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესით.