შპს “სკოლა თამარიონი+”ის
ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკა
2024
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე დოკუმენტი ქმნის შპს “სკოლა თამარიონი+”ის (შემდგომში – სკოლა) ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებს და სახელმძღვანელო პრინციპებს;
2. დოკუმენტის მიზანია:
ა) შექმნას შპს “სკოლა თამარიონი+”ში ერთიანი პოლიტიკა, სახელმძღვანელო სტანდარტები, რათა ხელი შეუწყოს მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, პროცესების დაგეგმვას, შეფასებასა და მუდმივ განვითარებას.
ბ) ეფექტიანი შიდა ხარისხის სისტემის შექმნა და მუდმივი გაუმჯობესება, გარე აქტორებისგან მიღებული უკუკავშირის გაანალიზება და გარე შეფასების ხელშეწყობა.
მუხლი 2. ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკა
მისიით დასახული მიზნების მისაღწევად სკოლა უზრუნველყოფს:
1. შიდა ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკების, წესების და პროცედურების შემუშავებას, განხორციელებასა და შეფასებას. აღნიშნულ პროცესებში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას, მათ შორის მოსწავლეების, აკადემიური პერსონალის, კურსდამთავრებულების, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის. ჩართულობა უზრუნველყოფს სკოლაში მიმდინარე პროცესების საჯაროობას, ეფექტიანობას და შედეგზე ორიენტირებას.
2. ადამიანური, საინფორმაციო და მატერიალური რესურსების შიდა სტანდარტების შემუშავებას, დანერგვასა და მუდმივ გაუმჯობესებას, რაც ითვალისწინებს საბიბლიოთეკო რესურსების, სასწავლო რესურსების და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის და ადამიანური რესურსების განსაზღვრის და მხარდაჭერის პოლიტიკას, წესებს. ადამიანური რესურსების ნაწილში პოლიტიკა ითვალისწინებს პერსონალის შერჩევის ვალიდური და გამჭვირვალე კრიტერიუმების შემუშავებას.
3. საგანამათლებლო საქმიანობისა და რესურსების შეფასების პროცესებს და წესების შემუშავებას, დანერგვასა და მუდმივ გაუმჯობესებას, რაც ითვალისწინებს პროცესში ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობას, მიღებული ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე შემდგომი განვითარებისთვის საჭირო რესურსების იდენტიფიცირებას. აღნიშნული პროცედურები უზრუნველყოფს სკოლის საქმიანობისა და რესურსების უწყვეტი შეფასების საფუძველზე მის მუდმივ განვითარებას;
4. ფინანსური და ბიუჯეტირების პოლიტიკის და პროცედურების შემუშავებას, დანერგვასა და მუდმივ გაუმჯობესებას, რომლის მიზანია უზრუნველყოს სკოლის წარმატებული ფუნქციონერება და განვითარება, როგორც მიმდინარე პერიოდში, ისე პერსპექტივაში და ამავდროულად ხელი შეუწყოს სკოლის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას ფინანსური, წარმოებისა და შრომითი რესურსების ეფექტური მართვის მექანიზმის განვითარების გზით.
5. ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით გარე შეფასების გამოყენებას ადგილობრივ საკანონმდებლო დონეზე (ავტორიზაცია), რათა შეაფასოს ხარისხის შიდა უზრუნველყოფის ეფექტურობა, ასევე, დასახოს ახალი პერსპექტივები და უზრუნველყოს ხარისხის უზრუნველყოფის უწყვეტი პროცესი, რომელიც არ მთავრდება გარედან უკუკავშირის, ანგარიშის მიღების ან სკოლის ფარგლებში მიმდინარე შემდგომი პროცესებით. დაწესებულება უზრუნველყოფს ხარისხის ბოლო გარე შეფასების პროცესის შედეგად მიღებული შეფასების გათვალისწინებას მომდევნო გარე შეფასების უზრუნველყოფის პროცესისათვის მზადებაში.
6. აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის საქმიანობის გამჭვირვალე შეფასების სისტემის შემუშავებასა და დანერგვას, აგრეთვე, შეფასების შედეგების გამოყენებას პერსონალის შემდგომი განვითარებისთვის, რაც უზრუნველყოფს პროცესების მაღალკვალიფიციური პერსონალით წარმართვას. თანამშრომელთა შეფასების მიზანია თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისთვის საჭიროებების იდენტიფიცირება და თანამშრომელთა მოტივაციის გაზრდა. სკოლა უზრუნველყოფს მხარი დაუჭიროს ადამიანური რესურსების პროფესიულ განვითარებას (ტრენინგის ორგანიზება, სერტიფიცირება, კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობის მიღების ხელშეწყობა).
7. მოსწავლის აკადემიური მოსწრების შეფასების სისტემის მუდმივ განვითარებას. შეფასება ითვალისწინებს მოსწავლის აკადემიური მოსწრების ანალიზს, პროცესში აღმოჩენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრას, რაც უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის შემდგომ გაუმჯობესებას და სწავლის შედეგების უკეთ მიღწევას.
8. საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების და გაუმჯობესების წესების და პროცედურების შემუშავებას, დანერგვასა და მუდმივ გაუმჯობესებას, განხორციელებისა და შეფასების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას, მათ შორის მოსწავლეების, აკადემიური და პერსონალის, ასევე, გარე დაინტერესებული მხარეების, კურსდამთავრებულების და სხვ. შეფასება უზრუნველყოფს კურიკულუმების უწყვეტ გაუმჯობესებას, მოსწავლეებისა და საზოგადოების საჭიროებების გათვალისწინებას. უზრუნველყოფს პროცესის შედეგად დაგეგმილი ან განხორციელებული ნებისმიერი აქტივობის საჯაროობას და ხელმისაწვდომობას ყველა შესაბამისი მხარისთვის.
9. მოსწავლეებისთვის მხარდამჭერი სერვისების და რესურსების ფართო სპექტრის შემუშავებას, დანერგვას და მუდმივ გაუმჯობესებას. აღნიშნული ითვალისწინებს, როგორც მატერიალურ რესურსებს (ბიბლიოთეკა, სასაწავლო რესურსები და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურა), ასევე, ადამიანურ მხარდაჭერას კონსულტანტების სახით. ხარისხის შიდა უზრუნველყოფის ფარგლებში უზრუნველყოფს რესურსების შეფასებაში დაინტერესებული პირების ჩართვას, შეფასების შედეგებს იყენებს შემდგომი გაუმჯობესებისთვის. უზრუნველყოფს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისთვის. მხარდამჭერი სერვისების მიწოდებაში ადმინისტრაციული და მხარდამჭერი სერვისების თანამშრომლების როლი უმნიშვნელოვანესია. შესაბამისად, სკოლა აქცენტს აკეთებს მათ კვალიფიკაციაზე.
10. ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ოლიმპიადებში, კონკურსებში, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების/სხვაგვარი მხარდაჭერის გამჭვირვალე და სამართლიანი პროცედურების შემუშავებას, დანერგვასა და მუდმივ გაუმჯობესებას.
11. აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფას;
12. არ დაუშვას დისკრიმინაცია აკადემიური, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების ან/და შეხედულების, სქესის, სოციალური წარმოშობისა და სხვა ნიშნით. იზიარებს აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს.
მუხლი 3. ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირები
1. ხარისხის მართვა არის სკოლის საქმიანობის ყოველდღიური ნაწილი და პროცესში ჩართული ყველა პირის პასუხისმგებლობაა.
2. სასკოლო საქმიანობის ხარისხი გამომდინარეობს სასკოლო საზოგადოების წევრთა კომპეტენციისგან, პასუხისმგელობისგან და ეთიკური ქცევისგან.
3. სკოლის სტრუქტურა უზრუნველყოფს სკოლის მისიისა და სტრატეგიული მიმართულებების შესრულებას.
მუხლი 4. სკოლაში სწავლა-სწავლებისა ხარისხის განმსაზღვრელი ფაქტორები
1. სკოლის მისია და ხედვა – რელევანტური და სკოლის საქმიანობასა და სულისკვეთების შესაბამისი მისია, რაციონალური და მკაფიოდ ფორმულირებული ხედვა.
2. სკოლის რეგულაციები – ყველა სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის აღწერა და ყველა აქტივობის რეგულირების წესი, რაც ხელს უწყობს მართვის ეფექტურ განხორციელებას.
3. საგნობრივი კურიკულუმების დაგეგმვა და განვითარება – კურიკულუმის დაგეგმვის, შემუშავების, ცვლილებების შეტანისა და განახლების გამართული პროცედურები, სათანადო სასწავლო რესურსებით კურიკულუმის უზრუნველყოფა.
4. მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი – მოსწავლეების რაციონალური სასწავლო ბაზის შექმნა, შეფასების გამჭვირვალე და რელევანტური სისტემა.
5. მოსწავლეებისთვის არასავალდებულო აქტივობებში ჩართვა – მოსწავლეების უნარების გამოვლენაში ხელშეწყობა, წრეობრივ მუშაობებში ჩართვა, სოციალური პროექტები და ა. შ.
6. მოსწავლეების მოსწრება და შეფასება – გამჭვირვალე შეფასების სისტემა, აკადემიური მოსწრების ანალიზი, სწავლის შედეგების გაუმჯობესების მექანიზმები.
7. სკოლის ფარგლებში განხორციელებული კვლევა – რესურსების შექმნა, აკადემიური პერსონალის მხარდაჭერის გამჭირვალე სისტემა.
8. მოსწავლეთა სერვისები – უცხოელ მოსწავლეთა მომსახურება (სახელმწიფო ენის შესწავლა და მშობლიური ენის სწავლება), კარიერული დაგეგმვის ხელეწყობა კონსულტაციებისა და უნივერსიტეტების შეთავაზების გზით, სპორტული და კულტურული აქტივობების შეთავაზება.
მუხლი 5. სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები
1. შიდა შეფასება – სკოლას სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შიდა შეფასება, შეფასების შედეგებზე რეაგირება მიღებული შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
2. გარე შეფასება – ავტორიზაციის პროცესში მიღებული შეფასებები (სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი); ინსტიტუციის, ასვე, კურიკულუმის შეფასების მიზნით ექსპერტების შეფასება, შეფასების შედეგებზე რეაგირება მიღებული შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
მუხლი 6. შიდა შეფასების მექანიზმები
1. შემუშავებული ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები უზრუნველყოფს სკოლის საქმიანობისა და რესურსების უწყვეტ შეფასებასა და განვითარებას, ხარისხის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით.
2. ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ფარგლებში გამოყენებული დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და ფართოდ გამოიყენება სასკოლო საზოგადოების მიერ.
3. დოკუმენტების ერთობლიობა ხაზს უსვამს სკოლის ვალდებულებას ხარისხის უზრუნველყოფისა და უწყვეტი გაუმჯობესების შესახებ. იგი ასახავს ძირითადი პროცესების პოლიტიკასა და პროცედურებს, უზრუნველყოფს სკოლის საქმიანობის ხარისხის მართვის ჰოლისტურ და ინტეგრირებულ ხედვას.
4. ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ფუნქციონირებს „დაგეგმე, განახორციელე, შეაფასე, განავითარე“ ციკლის ( PDCA ) პრინციპით:
დაგეგმე
განავითარე
განახორციელე
შეაფასე
ა) დაგეგმე – Plan: ხარისხის უზრუნველყოფის პროცესი იწყება შეფასებისა და რეაგირების პროცესების დაგეგმვით, რაც გულისხმობს შეფასების პროცესისთვის საჭირო ნაბიჯებისა და მიღებულ შედეგებზე რეაგირების დაგეგმვას;
ბ) განახორციელე – Do: დაგეგმილი შეფასების პროცესების განხორციელება, რაც გულისხმობს არსებული საყურადღებო საკითხებისა და გასაუმჯობესებელი მხარეების აღმოჩენას; მიღებულ შედეგებზე რეაგირება, რაც გულისხმობს მიღებული შედეგების გაუმჯობესების მიზნით ნაბიჯების გადადგმას, საჭირო ცვლილებების განხორციელებას;
გ) შეაფასე – Check: განხორციელებული ცვლილებების შედეგებზე დაკვირვება, ცვლილებების შედეგად მიღებული რეზულტატის შეფასება, შესაბამისად, განხორციელებული პროცესების, რეაგირების გზებისა და საშუალებების, ანუ, პროცესში გამოყენებული მექანიზმების შეფასება;
დ) განავითარე – Act: შეფასების შედეგების საფუძვლეზე საჭირო ცვლილებების განხორციელება (გამოყენებულ მექანიზმებთან ან ჩატარებულ ქმედებებთან დაკავშირებით არსებული დოკუმენტების, შეფასების ინსტრუმენტების და ა.შ. გადახედვა, საჭიროების შემთხვევაში განახლება და დამტკიცება პროცესის დახვეწის მიზნით).
5. ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების უზრუნვეყოფის მიზნით აუცილებელია:
ა) საყურადღებო საკითხებისა და გასაუმჯობესებელი მხარეების იდენტიფიცირება და რეაგირება, რაც გულისხმობს შეფასებასა და ანალიზს, რეკომენდაციების შემუშვებას და რეაგირების მონიტორინგს.
ბ) გაუმჯობესების შესაძლებლობების შეფასება;
გ) ხარისხის მართვის სისტემის ეფექტიანობის შეფასება.
მუხლი 7. გარდამავალი დებულებები
- წინამდებარე პოლიტიკას ამტკიცებს სკოლის დირექტორი ბრძანებით.
- პოლიტიკაში ნებისმიერი ცვლილების შეტანა და მისი ძალადაკარგულად გამოცხადება ხორციელდება ამავე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული წესით.